Untitled Part 24

1K 39 2
                                    


Tavi 24

საავადმყოფოდან თუ ასეთი ბედნიერიც შეიძლება გამოხვიდე არ იცოდა. ანალიზის პასუხები და ხელში დაჭერილი სამყაროს ყველაზე ბედნიერი წამები. ტკივილამდე მისული ბედნიერება. წარმოდგენა, რომ ეტყოდა მისი სახე..ამის გააზრება ბედნიერებისგან შლიდა და იცინოდა, იცინოდა უკვე ქუჩაში..უცნობების თვალწინ...სიცილი კი არა იფრენდა კიდევაც რომ შეძლებოდა, არაფერს მიაქცევდა ყურადღებას.....ხშირად მიფიქრია, რომ უბედურების მოთმენა უფრო ადვილია ვიდრე ბედნიერების, რომ ვინმეს არ გაუზიარო....რაღაც რომ გიხარია შეიძლება მოკვდე თუ ვერავის უთხარი....ელენე კი ტელეფონს საშინლად აწვალებდა, რამდენჯერმე დაუვარდა კიდეც....ნიკას აკრეფილი ნომერი მერამდენედ გათიშა უკვე არ იცოდა....ეძებდა წამს, რლმელიც უნდოდა ყოფილიყო როცა ამას ეტყოდა.....გააფთრებული სიხარული ჩაებღაუჭა მუცელში, მხრებზე და დედამიწაზე სიარულით ფრენას ასწავლიდა..მართლა ისეთი სიმსუბუქე ჰქონდა სულში, რომ ეგონა მიწას არ ეხებოდა ან მიწა არ ეხებოდა.....მერე გათიშვა ვეღარ მოასწრო და ზარი გავიდა....სწრაფად გათიშა და ხელები ჰაერში აწია მომღიმარი სახით, ახლა ახტებოდა, იცეკვებდა..ირბენდა, მაგრამ სიხარულებს შორის ეს არის სიხარული, როცა ამის უფლება არ გაქვს....უკვე მარტო აღარ იყო სხეულში და ეს არამარტოობა აძლევდა ყველაფერს ფერს....მაშინ გამოერკვა ტელეფონის ვიბრაციამ რომ უკვე შეაწუხა.....NIK-013 ესე ჰყავდა ქმარი ტელეფონში ჩაწერილი და ამ ნომრის დანახვაზე უფრო ანერვიულდა, არ უნდოდა ესე ბანალური ყოფილიყო ყველაფერი, ტელეფონით შეტყობინებული, ასე მის სახეს ვერ დაინახავდა, ვერ დააკვირდებოდა მის განუზომელ სიხარულს....ელენე კი ნიკაზე მეტად მის ბედნიერ სახეზე იყო შეყვარებული....საკუთარ თავს ვერ ცნობდა..უკვე მისი ბედნიერებით ცხოვრობდა..მისი სურვილებით, ყველაფერს დათმობდა თუ ნიკას ესე უნდოდა.....ესე ეგონა, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ არ იყო ზედმეტი, რომ ნიკასგანაც იგივეს გრძნობდა. იცოდა მენაბდეს შეეძლო ყველაფრის გაკეთება მისთვის და თვითონაც ასე იქცეოდა, სხვანაირად არც შეეძლო....არაფერი აღარ უნდოდა მანამ სანამ ნიკას აზრს არ გაიგებდა...ეგონა აშავებდა თუ რამეს ისურვებდა ისე ნიკასთან, რომ არ შეეთანხმებინა ოცნებები....ზოგჯერ გიჟი ეგონა თავი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, რომ ოცნებობდა, თანაც იმდენად ძლიერად, რომ ხელშესახებიც კი იყო ეს სურვილი.....სამაგიეროდ იცოდა, რომ ნიკა მის წარმატებაზე ოცნებობდა....სტიპენდიაზეც კი...ელენეს ახირება იყო...უკვე რამდენიმე სემესტრი ცდილობდა....რომ არ გამოდიოდა, სულ ცოტა რომ აკლდებოდა. ნიკასი კი არ რცხვენოდა..აი ასეთ დროს ხომ შეიძლება შეგრცხვეს მის თვალში თუ ცუდად გამოჩნდები, ასეთ დროს ხომ არ გაინტერესებს დანარჩენი სამყაროს აზრი მთავარია იმან არ იფიქროს, რომ სუსტი ხარ....არ რცხვენოდა და პირიქითაც კი იყო...მანამდე ვერ ისვენებდა თუ იმას არ აუხსნიდა როგორ დაწყდა გულიი.....ისიც გამორიცხული იყო გაღიმებოდა..არ არსებობდა მიუხედავად იმის, რომ იმ დროს თანხა ზედმეტადაც კი მიაჩნდა და მასზე ნერვიულობა, მაგრამ არ იღიმოდა..არა იმიტო, რომ ელენეს არ წყენოდა..არა მართლა ესმოდა მისი და როცა ესმით სისულელედაც, რომ მოგეჩვენოს მაინც არ ხარ სხვა განწყობით როგორც ის არ არის....მაშინ ნიკა, რომ მათეს უხსნიდა, რომ სიყვარული არ არსებობდა..რომ სიყვარული იყო მხოლოდ კომფორტი..აი ეს კომფორტი ჰქონდათ ურთიერთობაში.....ჰარმონია..როცა არ ლაპარაკობენ უპირატესობებზე, როცა წარმატება მთავარია, მაგრამ იციან, რომ მარცხი მოსალოდნელი და გადასატანი....ნიკასაც არ ერიდებოდა თუ ცუდად ითამაშებდა, ელენე ამ დროს ყველა მის თანაგუნდელზე ბრაზდებოდა, მსაჯზე, მწვრთნელზე, ყველაზე ვინც იყო და ვინც არ იყო შუაში....ნიკა ამ დროს ყველაზე უდანაშაულო იყო მის თვალში..ის სულ უმეორებდა, რომ მისი ბრალი იყო..ვერ მოისვენებდა ელენეს რომ მართლა სხვების ბრალი გონებოდა და ისიც ყველაფერს იბრალებდა..ელენეს კი იმდენად ჯეროდა, რომ ნიკა როგორ შეცდებოდა, ან თუ შეცდებოდა სხვისი ბრალი უფრო იქებოდა, რომ ეს ყველაფერი მინიმუმ კარგ ხასიათზე დააყენებდა ადამიანს....ხმა დაიყენა, არაფრით არ დაუშვებდა რომ ხმაზე ქმარს მისი სიხარული შეემჩნია.....

მეჯვარეებიWhere stories live. Discover now