Untitled Part 6-9

2.4K 58 11
                                    


Tavi 6

„სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება, თორემ ეს, რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ბიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებს ჩვენგან სრულყოფილი არსებათა შექმნას, ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია."

რემარკი

ისდემეტრე ასე არასოდეს ანერვიულობულა, მანქანაში ძლივს ჩერდებოდა, ახლაღა დაფიქრდა მამამისმა საიდან იცოდა, რომ ვარჯიში ჰქონდა.

–მამა, რა იცოდი, რომ ამ დროს მქონდა? დემეტრე მაშინივე გაჩუმდა, ინანა რომ ჰკითხა.

–ამ დროს მიდიოდი ხოლმე სპორტულებით, მართალია ჩუმად, მაგრამ

–მაგრამ მაინც ამჩნევდი...

–ხო ცუდი მატყუარა ხარ, თუმცა ეგ კარგია..

–ნახევარმცველი ვარ.....გრძნობდა, რომ შეიძლებოდა ყველაფერი რაც დააწყო დაალაგა, ჩამოშლოდა, ცოტათი მოპოვებული მამის ნდობა თავზე ჩამომხობოდა, მაგრამ მაინც ვერ იმორჩილებდა ენას.

–მარჯვენა..

–ხო მარჯვენა ნახევარმცველი, არ უნდოდა ასე ბედნიერი ყოფილიყო, არ უნდა ეგრძნო, რომ ასე ცოტა ჰყოფნის ადამიანს, მაგრამ ჰყოფნიდა იმ მომენტში სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა, ისევ იხსენებდა წარსულს, რომ არ დავიწყებოდა და მამამისისთვის ყველაფერი არ ეპატიებინა, ამიტომ გაჩუმდა ხმას აღარ იღებდა. სკოლასთან რომ მივიდნენ, ნიკამ თავიდანვე, დიდი ხნის წინ საკუთარ თავთან შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომ შეყოლოდა ვერ შეძლო, ზღურბლთან ფეხი აუკანკალდა, სხეულში ჭვლებმა იწყო „სიარული" ისეთი შეგრძნება ჰქონდა, როგორც მაღალი სართულიდან გადმოვარდნისას, ატრაქციონზე რასაც განიცდიდა ბავშვობისას. სხეული გაუხურდა, გაეყინა, სახეზე ოფლმა დაასხა, მაგრამ ვერაფრით გადადგა ნატკენი ფეხი. დემეტრე უყურებდა და გრძნობდა მის მცდელობას, ადგილზე სადაც პირველად იგრძნო ბურთი, სადაც ბავშვობის უმეტესი ნაწილი გაატარა ფეხს ვერ ადგავდა, თითქოს ყველა ჭრილობა გადაეხსნებოდა. უკან უხმოდ გამობრუნდა, მანქანიდან უთხრა, რომ გამოუვლიდა. რა მტკივნეული იყო მისთვის ეს მარცხი, საკუთარ თავთან წაგებული, ვერ შეძლო, ვერ გადალახა, არადა უნდოდა, მთელი გულით, შეგნებით. იმ ტაძარში უკითახავად შევიდა მისი სხეული, რომელსაც სულ სირბილით ჩაურბენდა ვარჯიშიდან წამოსული, მხოლოდ იქ შეანელებდა ოდნავ ფეხს, პირჯვარს სწრაფად გადაიწერდა, მხოლოდ ერთ რამეს ჩაიფიქრებდა ყოველ ჯერზე და გზას ისევ ისე სირბილით ბურთთან ერთად გააგრძელებდა. იქამდე ატარებდა სანამ დაქანცულს სიარულის თავიც აღარ ჰქონდა, სახლში საწოლის ქვეშ ყოველთვის ჰქონდა სუფთა ბურთი, როცა დაღლილი იყო ხელით ათამაშებდა რამდენჯერ ასე ჩაძინებია, იატაკზე ბურთის დავარდნის ხმა აღვიძებდა და ეღიმებოდა, ბურთის ხმა ყველაზე ახლო და სასურველი მელოდია იყო..........

მეჯვარეებიWhere stories live. Discover now