Tavi 3
„რაც უფრო მძიმეა ტვირთი მით უფრო ახლოა ჩვენი ცხოვრება მიწიერთან, მით უფრო ნამდვილია ის"წასვლით თითქოს ყველაფერი ჩამშვიდდა, გაუსაძლისი, ამაზრზენი, აუტანელი ცხოვრება დამთავრდა და დაიწყო ახალი, უფრო სხვანაირი, განსხვავებული, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ არქმევდა ელენე სახელს ამ ცხოვრებას, მხოლოდ „უჩვეულო" ეს სიტყვა თუ ასახავდა მის ყოფნას. მისი ცხოვრება მთლიანად ნიკაზე იყო აწყობილი, ახლა გრძნობდა თავისუფლებას, ბუნებრიობას თითქოს ისევ თექვსმეტი წლის იყო, თითქოს ჯერ კიდევ არ არსებობდა ნიკა მის ცხოვრებაში. დემეტრემ თითქოს ფრთები გაშალა, ბავშვობა დაიბრუნა, ყოველი დღე უფრო მნიშვნელოვანი, უფრო საჭირო გახდა, ვარჯიშზე წასვლის არ ეშინოდა, თამამად იყო სახლშიც, სუფრაზეც უფრო მეტი მხიარულება იყო აღარავინ აიძულებდათ ხმადაბლა ყოფილიყვნენ, „წესების დაცვით" ესადილათ, ევახშმათ, ახალმა ცხოვრებამ სამივეს ის ჩამქრალი ნაპერწკალი გაუჩინა, რაც ასე მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის, მხოლოდ ანასტასია იყო უფრო მოწყენილი თუმცა იშვიათად მარტო მაშინ, როცა ნიკა მოენატრებოდა, მაგრამ მასშიც იყო წყენის მძიმე ფესვები ღრმად გადგმული.
–დედიკო ჩემი ცეკვის მასწავლებელმა კარგი გოგო ხარო, გაიჭიმა პატარა.
–ჩემი ლამაზი, ელენეს გაეცინა ამ „მოხსენებაზე" და ჩაეხუტა.
–ლამაზზე მეტად ტლიკინა, გაეცინა დემეტრეს ოთახიდან ახალი გამოსული რო იყო.
–ნუ ეჩრები ჩემი და დედიკოს ლაპარაკში, მე ლამაზი გოგო ვარ და კარგი. დოინჯი შემოირტყა ანასტასიამ.
–და ძალიან მეტიჩარა, დემეტრემ თავზე აკოცა და გარეთ სირბილით გავარდა სპორტულებით.
–დედიკო მამიკო რატო აღარ გვნახულობს? არ ვენატრებით? მე რო მომენატრა?
–მამიკო ახლა საქართველოში არაა ანასტასია, რო ჩამოვა ალბათ გნახავს. ელენემ კალთაში ჩაიჯინა ანასტასია.