Untitled Part 27

949 35 1
                                    


ნიკა ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა......

-ვერასოდეს შევძლებდი ღალატს.....ამიტომ ეს ერთი გამოსავალი მქონდა.....

-ლიკა...მართლა არ ვიცი რა გითხრა....უბრალოდ აზრი არ აქვს...

-ვიცი.....ვერ გაიგებ, შენ არასოდეს ყოფილხარ ჩემს მდგომარეობაში.....იცი რა არის სიმართლე? ელენე არასოდეს ყოფილა ისეთი უბედური როგორც მე...არც შენ არ იცი რა არის ჭეშმარიტი უბედურება.....შენ ხომ გჯერა ცალმხრივი სიყვარული რომ არ არსებობს.....მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებიც მუდმივად ამით იტანჯებიან, არ ყოფნით ძალა გონება ჩამოაშორონ მათ ვინც უყვართ.....არ იცი ცხოვრებაში როგორ გაგიმართლა იმას რომ უყვარხარ ვინც გიყვარს.....მაგრამ ყველას არ აქვს ეს....ძნელია ნიკოლოზ, ძალიან ძნელი....შენთვის შეიძლება ახლა შენთვის უცნობს ვლაპარაკობ, მაგრამ იმ ადამიანების უგულებელყოფა ვინც ამას რეალურად განიცდის იდეაშიც კი უსამართლობაა....მე გავაკეთე ის რაც შემეძლო....მთელი ცხოვრება გელოდე, მიყვარდი უანგაროდ.....უსაზღვროდ...მოვალეობების გარეშეც......მინდოდა შენი ბედნიერების მიზეზი ცოტა ხნით მაინც ვყოფილიყავი...მაგრამ არ გამოვიდა.....არ ვნანობ რაც გავაკეთე....არ გეგონოს თავს დამნაშავედ ვგრძნობ....ნიკა გაჩუმებული უსმენდა და იმდენი ფიქრი ამოძრავდა, იმდენი სიმართლე...წუხილი ატყდა სხეულში....

-ლიკა შენ შენი სიმართლე გაქვს, რომელიც ჩემისგან შორსაა.....

-რას ვიზავთ ნიკოლოზ....მე ესე მარტივად არ ვიცი როგორ ვიცხოვრო...მგონია, რომ შენ კი არა ის მიყვარს რასაც შენ მიმართ სულ ვგრძნობდი, საკუთარ თავსაც უფრო ვაფასებდი ამის გამო, ესე რომ შემეძლო.....შენ აღარასოდეს დაბრუნდები...შეიძლება სულაც არ იყო ელენესთან, ან სულაც არ იყო ბედნიერი ელენესთან, მაგრამ არ დაბრუნდები.....ეს ორივემ ვიცით....მე მხოლოდ გეხმარებოდი, გეხმარებოდი რომ უფრო მძაფრად გეგრძნო როგორ გიყვარდა ელენე, ყოველ ჩემთან მოსვლაზე ამას ისე გამოკვეთილად გრძნობდი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ მალავდი, რომ არ გიყვარდი....

მეჯვარეებიWhere stories live. Discover now