Untitled Part 28(1)

1.1K 37 1
                                    




„ადამიანი ასეა მოწყობილი-ჩუმადაც რომ ვიყოთ, მაინც გვინდა ჩვენი ესმოდეთ" ნ.ჩერქეზიშვილი.

ძალიან ბევრს......ალბათ ყველას კითხვისას ჰქონდა, განცდა, რომ მოთხრობის მთავარი გმირები ელენე და ნიკა იყვნენ.....ალბათ ასეცაა, მაგრამ ჩემთვის დასაწყისში ასე არ იყო...ან მერე იქცა ეს ყველაფერი ასეთად....ყველა შემთხვევაში მოთხრობა იმაზეა რაზეც სათაური.....

მეჯვარეებზე....

ყველას გვყავს მეგობრები.....არის პერიოდი, როცა მათი რიცხვი იმატებს (მეგობრებად ვთვლით) ზოგჯერ იკლებს.....თუმცა მაინც არის ადამიანების ცხოვრებაში დრო, როცა გვიწევს „ავარჩიოთ" ზოგი ორსაც ირჩევს და უფრო მეტსაც....ჩემთვის გაუგებარია მაგრამ თუ იმ მეორეს უნდა სამი მეჯვარე ჰყავდეს საკურთხეველთან ვფიქრობ, რომ უნდა დაუთმო.....და ალბათ აბსოლუტური უმრავლესობა სწორად ირჩევს, მე ვფიქრობ, რომ ირჩევენ იმას ვისაც გული ეუბნება.....ხშირად ეს ბავშვობის მეგობარია.....ან უფრო ზრდასრულობისას შეძენილი.....ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა უბრალოოდ მეგობარია......ადამიანი ვის გვერდითაც გინდა იყო ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, უფრო სწორად ის იყოს შენს გვერდით....

.......

სვეტიცხოველში სიმშვიდე იყო...ელენეს აფორიაქება კი სხეულის კედლებს ანგრევდა...ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე...წამით დაფიქრდებოდა იქ რა უნდოდა....ვერ ხვდებოდა როგორ დათანხმდა ქორწინებას.....იმ მომენტში ნიკა არ იყო მნიშვნელოვანი, უბრალოდ გათხოვება არ უნდოდა.....

-ელენე კარგად ხარ? გაუღიმა მაიამ და ყურში ჩაჩურჩულა...

-არ ვიცი....

-მამაო ჩვენო თქვი გულში....დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.....

არ ჰქონია ცხოვრებაში პრობლემა, როცა მის გვერდით არ იყო......საფრანგეთში ცხოვრებისას მაიასთან ლაპარაკის ხანგრძლივობამ სერიოზული კონკურენცია გაუწია ძილის პროცენტულ ხვედრს....საერთოდ არ იყვნენ ერთნაირები....პირიქითაც კი სულ კამათობდნენ...ზოგჯერ გაუთავებლად....გარედან ვინმე იფიქრებდა ჩხუბობდნენ, ესენი კი ვერაფერს ატყობდნენ საკუთარ თავს ჩხუბისას....

მეჯვარეებიWhere stories live. Discover now