მოულოდნელი წერილი Part 1

5.4K 277 87
                                    


დასრულდა.ის, ვინც ჯადოქართა სამყაროს ასე აშფოთებდა და აშინებდა, ფერფლად იქცა. ხოლო ბიჭს,რომელსაც უწოდებდნენ «ბიჭი რომელიც ცოცხალი გადარჩა»,ახლა მოიხსენიებდნენ როგორც« მხსნელს».ხოლო მისი მეგობრებზე,რომლებიც ამდენ ხანს, ჰარი პოტერს ედგნენ მხარში, დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით საუბრობდნენ. დანაკარგი დიდი და საზარელი აღმოჩნდა. უამრავი მოსწავლე თუ აურორი შეეწირა ლორდ ვოლდემორის დამხობას.მსხვერპლი დიდი იყო მტრის რიგებშიც. ჰოგვორტსის ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა დაინგრა, ხოლო იმ შეტაკებას, რომელიც ამ სკოლაში მოხდა «ჰოგვორტსის ომი» უწოდეს და ორი მაისი საყოველთაო ზეიმის (ვოლდემორის დამხობის) და ამავდროულად გლოვის (დიდი დანაკარგის) დღედ გამოცხადდა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ფაქტიურად მიწასთან გასწორდა, ის მაინცარ აპირებდა ახალი თუ ძველი მოსწავლეებისთვის იმედების გაცრუებას. ჰოგვორტსი ახალი დრიექტორის, მინერვა მაკგონაგელის თაოსნობით და პედაგოგებისა თუ მოხალისეების დახმარებით ორ თვეში ფეხზე დადგა და ძველი იერი დაიბრუნა, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი იყო. ვარაუდობდნენ,რომ მისთვოს საბოლოო სახის დაბრუნებას სკოლის დაწყებამდე ვერ მოასწრებდნენ, მაგრამ მაინც არ აპირებდნენ სწავლა თუნდაც ერთი დღით გადაედოთ.


* * *

მინერვა, შეიძლება? - იკითხა პროფესორმა სპრაუტმა,დირექტორის ახალმა მოადგილემ, რომელსაც ახლახანს დაესრულებინა თავისი უკანასკნელი სათბურის შეკეთება და ახლა მცენარეების ჩამოსვლას ელოდებოდა ირლანდიიდან.


შემოდი, შემოდი,-თავი ასწია მაკგონაგელმა პერგამენტიდან,- რა ხდება, რაიმე ხომ არ გჭირდება?


არა, არა..უბრალოდ სტუდენტებისთვის გასაგზავნ წერილებს ვაწერდი ხელს და მინერვა, სლიზერინის კლუბზე, რომ გადავედი იქ ის...

be my end/იყავი ჩემი დასასრულიOù les histoires vivent. Découvrez maintenant