Untitled Part 13

1.5K 132 31
                                    

ჰერმიონს დილით ადრევე გაეღვიძა. დიდი ხანი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად თუ სად იყო და ვის მკლავებში ეძინა. თავიდან შერცხვა, შემდეგ კი საოცარი, იშვიათი სითბო იგრძნო სხეულში. სურვილის საწინააღმდეგოს წამოდგა და ოთახიდან გავიდა. სააბაზანოში შევიდა, ცხელი შხაპი მიიღო, გამოიცვალა და ოთახიდან, რომ გამოვიდა დაინახა დრაკო, რომელიც საწოლიდან ამდგარიყო და ოთახს სტოვებდა:

აბა? საით?

დიდ დარბაზში. უკვე კარგად ვარ..

არა. არა. არა. სასწრაფოდ უკან, ოთახში,- ხელით უბიძგა ჰერმიონმა და ოთახში უკუსვლით შეიყვანა,-დაწექი. გუშინ მაღალი სიცხე გქონდა, ესე უცებ ვერ გაგიგვლიდა.

კარგი რა დედიკო?!

დრაკო!

კარგი, კარგი მაგრამ დაწოლას არ ვაპირებ. წოლისგან უარესად გავხდები. საერთო ოთახში მაინც გავალ..

კარგი, მაგრამ ბუხართან იქნები. შევთანხმდით?

დიახ! სერ!

მოიწიე, ვნახავ სიცხე კიდევ გაქ თუ არა,-თქვა, ტუჩები მის შუბლს მიუახლოვა და ნაზად შეეხო. ცოტახანში უკან დაიხია,-კარგია. ისეთი ცხელი აღარ ხარ.

თანახმა ვარ მთელი ცხოვრება სიცხე მქონდეს თუ შენ ასე მოქცევას განაგრძობ.

ნუ სულელობ. სიცხის გარეშეც შეიძლება,-თქვა ჰერმიონმა, მაცდურად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.

«მერლინ! უკეთესი რა შეიძლება მოხდეს? ცუდად ვარ და მივლის გოგო, რომელიც უსაშველოდ მიყვარს..ამას გარდა მგონი მასაც მოვწონვარ..მალფოი, ცხოვრებაში ასე ჯერ არ გაგმართლებია..» ფიქრობდა თავისთვის დრაკო. შემდეგ წამოდგა, ბრძანებისამებრ თბილად ჩაიცვა და საერთო ოთახში ბუხრის წინ, თავის ჩვეულ სავარძელში მოკალათდა. უფროსწორედ დააპირა მოკალათება და დაჯდომასაც აპირებდა თუმცა მისი ადგილი უკვე ჰქონდა დაკავებული დიდ, ჟღალ არსებას და ადგომას აშკარად არ აპირებდა. ამასობაში საერთო ოთახში საჭმლით სავსე ლანგრით შემოვიდა ჰერმიონი.

be my end/იყავი ჩემი დასასრულიDove le storie prendono vita. Scoprilo ora