Untitled Part 8

1.5K 157 16
                                    

ჰერმიონს ხმა აღარ ემორჩილებოდა. პასუხს ვეღარ გასცემდა. უბრალოდ იდგა მონუსხული, საყვარელი ადამიანის მკლავებში გამომწყვდეული და თითქოს ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეწამა: ცხოვრება მშვენიერია.

დრაკოს ჩაეღიმა და გაჩუმდა. ასე დაახლოებით ხუთი წუთი იდგნენ. შემდეგ თითქოს ჰერმიონს თავში რაღაც აზრმა დაარტყაო, უცებ გამოფხიზლდა და აღელდა:

  - ღმერთო! სულ გადამავიწყდა...შემოვლა..მაგისთვის გეძებდი! შემოვლაზე უნდა წავიდეთ!

  - კარგი. კარგი დამშვიდდი. წავიდეთ.

  - სისხლიანი პერანგით? სერიოზულად მალფოი?-წარბები აზიდა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა ჰერმიონს.

  - აა. უი..დამავიწყდა.

  - კარგი..გარეთ დაგელოდები.

  - შეგიძლია დარჩე და დატკბე,- ირონიულად გაიღიმა დრაკომ.

  - შესანიშნავი აზრია. თუმცა იყოს, არ მინდა,-ასევე ცინიკურად გაუღიმა ჰერმიონმა და გავიდა.

საღამოს შემოვლისას თითქოდ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს. დაიწყეს ერთმანეთზე უფო მეტის გაგება თუმცა დრაკო თავის წარსულზე ბევრს არ ლაპარაკობდა და ჰერმიონი უყვებოდა ყველაფერს, რასაც ეკითხებოდნენ. მალფოი ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ მაგლების ცხოვრება ასე საინტერესოდ მოეჩვენებოდა:

  - და შენ რა გინდა მითხრა, რომ სინათლის მიღება ცეცხლის გარეშეც შეიძლება?

  - კი,-ყურებამდე იღიმოდა ჰერმიონი. ასეთი დრაკოს ნახვა ახარებდა.

  - რა გაცინებს?-გაუკვირდა დრაკოს თუმცა თვითონაც ეღიმებოდა.

  - შენ ბატონ უისლის გავხარ.

  - მართლა?

  - კი..მე მისთვის არ მითქვია არაფერი კომპიუტერის შესახებ თორემ...

  - რის შესახებ?-სიტყვა არ ეცნო დრაკოს.

  - კომპიუტერის,-კიდევ უფრო მეტად ეცინებოდა ჰერმიონს,-ეს ერთგვარი ტელევიზორია კლავიატურით. შეგიძლია იქ მოიძიო ნებისმიერი ინფორმაცია ან მიწერო მეგობრებს...

be my end/იყავი ჩემი დასასრულიWhere stories live. Discover now