« კარგი რაა დრაკო. რა გჭირს? რა გაღელვებს? არ მითხრა რომ მასზე ღელავ?! შანსი არაა!» ფიქრობდა ის.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჰერმიონის ოთახის კარი გაიღო და იქიდან მთქნარებით გამოვიდა გოგონა. ერთი გაიზმორა და სავარძელში ჩაეშვა ბუხრის წინ.
- მეგონა უკვე მოკვდი გრეინჯერ,-ეცადა ხმაში ჩვეული დამცინავი ტონი გაერია. მისმა ხმამ ჰერმიონი შეაკრთო, აშკარად ვერ შენიშნა დრაკოს იქ ყოფნა. შემდეგ კი დაბნეულმა უთხრა:
- რას იზამ..არ გაგიმართლა..
მალფოიმ გადაწყვიტა, რომ ეს რაც არ უნდა ყოფილიყო დაესრულებინა, რადგან კარგით რაა?! ეს ხომ გრეინჯერია! პატარა საზიზღარი ბინძურსისხლა! დრაკომ იფიქრა, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა და სანამ ყველაფერი გამწვავდებოდა მანამდე გადაეტანა ყურადღება სხვა რამეზე და თავის ძველ ჩვევებს დაბრუნებოდა. იმის ყურება კი, თუ როგორი მოთენთილი და საყავრელი სახე ჰქონდა ამ დროს ჰერმიონს, ნამდვილად არ ეხმარებოდა მას. ამიტომაც წამოდგა და საერთო ოთახი დატოვა. არ უნდოდა გაეხსენებინა ის ფაქტი, რომ იმ საღამოს როცა ჰერმიონი რონის გამო (და ნაწილობრივ მის გამოც) საშინლად იყო, მან ის ანუგეშა, რატომღაც დაეხმარა და რაღაც..იგრძნო. არა! ამის გახსენება არ უნდოდა.
ამ დღის შემდეგ დრაკო კალაპოტში ჩადგა. ისევ ის სიუხეშე, ცინიზმი და სიეშმაკე დაიბრუნა, რაც თითქოს გაქრობას იწყებდა მასში. ჰერმიონი კი ამის გამო ცოტა იმედგაცრუებული იყო. ეგონა მალფოი შეცვლის გზას ადგა და იმ საღამოსაც ვერ ივიწყებდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა ადამიანები ესე ადვილად არ იცვლებიანო და დაანება მასზე ფიქრს თავი, თუმცა კი როცა დაინახავდა, რა სისულელეებს აკეთებდა დრაკო, გულში და მუცელში რაღაც ურტყავდა.
შემოდგომის მიწურული იდგა. დრო, როცა ფოთლები ვეღარ უძლებენ ნამის სიმძიმეს და ტოტებს სწყდებიან. სამშაბათს, ნაშუადღევს რუნულის დავალებისათვის დამატებითი თეორიის მოსაძიებლად ჰერმიონმა გადაწყვიტა თავისი საყვარელი ადგილის, ბიბლიოთეკის მონახულება, რომელსაც მისთვის იმედი თითქმის არასდროს გაუცრუებია. მან უკვე ზეპირად იცოდა რომელ სექციაში რომელი წიგნის მოძიება შეიძლებოდა ამიტომ დაუფიქრებლად მიუახლოვდა 36 სექციას და ჩახედა იმ სავარაუდო წიგნების სიას, რომლებშიც შეძლებდა მოეძიებინა რუნული დამწერლობის თორმეტი სახე, აღმოჩენილი ძვ. წელთაღრიცხვის 450 წლიდან შუა საუკუნეების მიწურულამდე. სავარაუდო წიგნების სიის სიდიდის მიუხედავად ადვილად იპოვა საჭირო მასალა და კითხვას შეუდგა, თან იმას რაც შეიძლებოდა გამოსდგომოდა პერგამენტზე იწერდა, როცა რაღაც ხმა შემოესმა. წიგნიდან თავი ასწია და ბიბლიოთეკა მოათვალიერა. გული შეუქანდა. 38-ე სექციაში დრაკო მალფოი და ჰაფლეპაფელი მილა მერნოვი ერთმანეთს კოცნიდნენ. გოგონას მუცელში რაღაც დაემართა, თითქოს რამდენიმე სარი ერთად დასცესო. დასტაცა ხელი წიგნს სახელწოდებით «რუნული დამწერლობა: ძველი და ახალი აღმოჩენები» და ბიბლიოთეკიდან გავარდა.
VOCÊ ESTÁ LENDO
be my end/იყავი ჩემი დასასრული
Fanfic- მშვენიერია. - ვინ? ბინძურსისხლა გრეინჯერი?- მეორე მეს ხმა გაისმა შიგნიდან. - კი. სწორედაც, რომ. ♠writed in 2013-2014/published in 2016 ♥for all age ♣complated ♦written by white1light