მოიცა! ეს აქამდე რატომ არ ვიცოდით?-გაკვირვება ვერ დამალეს ვერც ჯინიმ და ვერც ჰერმიონმა.
თქვენ ხომ აღარ იწერთ «დილის მისანს» თანაც მაკგონაგელს ალბათ არ უნდა მოსწავლეები ააფორიაქოს მაშინ, როცა დარწმუნებულია, რომ ჰოგვორტსში საფრთხე არ ემუქრებათ,-ჩამოუყალიბა ჯორჯმა.
კარგი, მაგრამ ეს საერთოდაც არაა კარგი, მითუმეტეს ჰარისთვის,-ჰერმიონმა ჰარიზე მიუთითა,-თუ რაც აქ წერია სიმართლეა და ის ვიღაც შეშლილი ვოლდემორის ყურმოჭრილი მონა იყო, რა გარანტიაა რომ შურისძიების მიზნით ჰარიზე თავდასხმას არ მოინდომებს?
ჰერმიონი მართალია,-თქვა ჯინიმ და ისე ჩაეჭიდა ჰარის მკლავს, თითქოს ართმევდნენ.
ჰეი.. ჰეი..ნუ ღელავთ. დამშვიდდით. თუ რამე მოხდება, თუმცა არ მგონია მოხდეს მაგრამ მაინც, ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. ახლა კი რაოდენ ძალიანაც არ უნდა მიყვარდეთ, სამწუხაროდ მაინც უნდა დაგტოვოთ. მაღაზია მელის,- ბავშვებს გაუღიმა, დარჩენილი ბურბურახი მოსვა და ჯორჯი კარს უკან გაუჩინარდა.
რაც არ უნდა იყოს ის რაღაცაში მაინც მართალია,-თქვა რონმა,-წყლიდან მშრალად ამოსვლა ყოველთვის გვეხერხებოდა.
ყოველთვის არა,-თქვა ჯინიმ და იმ ადგილისკენ გაიხედა სადაც წუთის წინ ჯორჯი გაუჩინარდა.
ახალი წლის არდადეგებმა ისე მოუკაკუნა სტუდენტებს კარზე, რომ ზოგმა მისი მოსვლაც ვერ გაიგო. უცებ ჩამოთოვა და ასევე უცებ მოყინა ყველგან, თითქოს ზეცამ მთელი ბოღმა ერთნაირად ამოანთხია დედამიწაზეო.
სკოლა თითქმის დაცარიელდა. ოთხი-ხუთიოდ ბავშვიღა შემორჩა: ორი ჰაფლეპაფელი, ერთი რეივენქლოელი და მათთან ერთად ჰერმიონი და დრაკო. ჰერმიონი სკოლაში დარჩა იმის მიუხედავად, რომ ჯინი ბევრს ეხვეწა ჩვენთან წამოდი არდადეგებზე, გრეინჯერი კი მაინც დარჩა რადგან სკოლაში მიწვევის წერილი გვიან მიიღო და ყველა წიგნის გადაკითხვა და ნასწავლის სრულად გამეორება ვერ მოასწრო, ამიტომ უნდოდა აენაზღაურებინა დაკარგული დრო. დრაკო კი ფიქრობდა სკოლიდან ფეხს თუ გავადგამ არა მგონია უკან შემოვბრუნდეო.
YOU ARE READING
be my end/იყავი ჩემი დასასრული
Fanfiction- მშვენიერია. - ვინ? ბინძურსისხლა გრეინჯერი?- მეორე მეს ხმა გაისმა შიგნიდან. - კი. სწორედაც, რომ. ♠writed in 2013-2014/published in 2016 ♥for all age ♣complated ♦written by white1light