ფიქრებში გართული დრაკო ხმამაღალმა ტკაცანმა გამოაფხიზლა. საიდანღაც ვინკი გაჩნდა დიდი კანგრით, რომელზე დაწყობილ ჭურჭელსაც ცხელი ორთქლი ასდიოდა:
მისმა ვინკის ეს ბატონთან გამოატანა. მისი ისე იყო აღელვებული ვინკის შეეშინდა. ვინკის უხარია ბატონის ნახვა და წუხს, რომ ცუდათ არის, მაგრამ უნდა წავიდეს, ვინკის სამუშაო აქ! ვინკი, კარგი შინაური ელფი!
თქვა და დრაკოსგან მადლობასაც აღარ დაელოდა ისე გაუჩინარდა, მანამდე კი ლანგარი საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე დატოვა. დრაკომ ახლაღა შეამჩნია რა იდო ზედ: ფინჯანი, ლიმონი, შაქარი, ჩაიდანი რომელსაც ორთქლი ასდიოდა და წვნიანი ჯამით. ასევე ცოტაოდენი პური და ჯემი.
მალე ოთახში ჰერმიონიც შემოვიდა. ხელში პატარა ვერცხლის თასი ეჭირა, რომელიც ცივი წყლით იყო სავსე. მკლავზე კი მომცრო ზომის თეთრი ნაჭერი ეკიდა:
კარგია. უკვე ამოუტანია ვინკის. შენ როგორ ხარ?
მეძინება. და მაციებს.
ჯერ უნდა ჭამო, კარგი?- შეწუხებული სახით ჰერმიონმა. ასეთი სახის ნახვამ კი დრაკო აიძულა გოგონას ყველა თხოვნა უპირობოდ შეესრულებინა. ამიტომაც თავის დაქნევით უპასუხა.
წამოჯექი კარგი? თორემ მასე შეიძლება დაიხრჩო.
დრაკო დაემორჩილა და წამოჯდა. თუმცა საბანი თავისთავად ჩამოუცურდა შიშველ კანზე (ზემოდან არაფერი ეცვა. ბიჭების ჩვევა!) და ხელებიც ამოყო.
მოიცა, მოიცა. ესე უფრო გაცივდები. ზემოდან რამეს მოგიტან რომ ჩაიცვა,-ჰერმიონმა მალფოის შიშველი ზედატანი შეათვალიერა და გაწითლდა, როცა მისი ნავარჯიშები პრესი დაინახა. რაც მართალია, მართალია. დრაკო აშკარად ზედმეტად სექსულაური იყო. თუმცა გოგონა თავს მოერია და ჰკითხა,-სად შემიძლია რაიმე თბილის პოვნა?
კარადაში. მარცხენა ზედა უჯრაში. სვიტრები მანდ ალაგია,-თქვა და ხველა აუტყდა.
YOU ARE READING
be my end/იყავი ჩემი დასასრული
Fanfiction- მშვენიერია. - ვინ? ბინძურსისხლა გრეინჯერი?- მეორე მეს ხმა გაისმა შიგნიდან. - კი. სწორედაც, რომ. ♠writed in 2013-2014/published in 2016 ♥for all age ♣complated ♦written by white1light