რატომ?
რა?
რატომ გიყვარვარ?-წყნარად ჰკითხა ჰერმიონმა, რადგან მართლა აინეტერესებდა პასუხი,-ხომ უნდა იყოს რაიმე მიზეზი?
მიზეზი, რატომ მიყვარხარ? ამას მიზეზი არ აქვს. არც უნდა ჰქონდეს. თუ ვინმე გიყვარს რაიმე მიზეზის გამო, ეს სიყვარული მაშინვე გაქრება, როგორც კი გაქრება მიზეზი.მე მიყვარხარ შენ. ყველანაირი მიზეზის გარეშე. მიყვარხარ, იმიტომ, რომ შენ ხარ შენ..
ჰერმიონი უფრო მეტად ჩაეხუტა, რაც დრაკოს ორმაგად ეამა. ეს რაღაცნაირი გამოხმაურება იყო მის სიტყვებზე და ჟესტის შემდეგ რეალური გამოხმაურებაც მიიღო:
შენ შეიცვალე...იმაზე მეტად ვიდრე წარმომედგინა. და მე შემეცვალა შენზე აზრი იმაზე მეტად, ვიდრე შესაძლებელი იყო. მე..არ ვიცი..შენ ისეთი თბილი ხარ,-ჰერმიონმა თავი ასწია და დრაკოს თვალებში შეხედა. ეს ლურჯი თვალები აგიჟებდნენ,-მე კი ისე მომწონს შენთან ყოფნა..
ჰერმი..
რა?
შეიძლება გაკოცო?-ისე ჰკითხა დრაკომ, რომ აშკარა იყო, გულის გადაწყვეტილებას გონებამდე მისვლა არ დასცლია. ჰერმიონი დაიბნა, გაშეშდა, შემდეგ გაწითლდა და თვალები დაბლა დახარა. დრაკოს ჩაეღიმა. ნელა მიუახლოვდა გოგონას სახეს, ხელი ნიკაპზე მოჰკიდა, თავი ააწევინა,ხელი წელზე მოჰხვია და ახლოს მიიზიდა. ჯერ თვალებში შეხედა, შემდეგ ტუჩებზე, დაუოკებელი სურვილისგან ქვედა ტუჩი ენით დაისველა და მოიკვნიტა, შემდეგ ისევ თვალებში შეხედა. უფრო ახლოს მიიწია სახესთან, მისი მზერა გოგონას ტუჩებს დაუბრუნდნენ, კიდევ უფრო ახლოს, კიდევ და მათი ბაგეები საბოლოოდ ერთმანეთს შეეხნენ. ეს არ იყო რაღაც ძალიან ბავშვური, ან ძალიან ცხოველური შეხება, კოცნა. ეს იყო ისეთი თითქოს მთელი ცხოვრება ერთი ოცნება გქონდა და ეს ოცნება აისრულე.
ჰერმიონი გაქვავდა. თავიდან არ იცოდა რა ექნა, შემდეგ დანებდა და კოცნა უკან დაუბრუნა. ერთმანეთს ბაგეებს ვერ წყვეტდნენ და არც სურდათ, თუმცა კი იცოდნენ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. დრაკო ჰერმიონს წამით მოშორდა, შემდეგ ისევ მის ტუჩებს დაუბრუნდა და ბოლო, ნაზი შეხება აჩუქათ. ისევ მოშორდა გოგონას ტუჩებს თუმცა მის სიახლოვეს არა. ჰერმიონმა თვალები გაახილა და ახლაღა მიხვდა რომ ხელები მალფოის კისერზე ჰქონდა შემოხვეული:
YOU ARE READING
be my end/იყავი ჩემი დასასრული
Fanfiction- მშვენიერია. - ვინ? ბინძურსისხლა გრეინჯერი?- მეორე მეს ხმა გაისმა შიგნიდან. - კი. სწორედაც, რომ. ♠writed in 2013-2014/published in 2016 ♥for all age ♣complated ♦written by white1light