Untitled Part 10

1.5K 141 25
                                    

ჰერმიონი კიბეებს ჩაუყვა, ეზო გადაჭრა და «აკრძალული ტყის» პირას მდგარი ჰაგრიდის ქოხისკენ წავიდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. ცოტა უცნაურიც კი იყო ეს სიჩუმე. გოგონას ჟრუანტელმა დაუარა და არემარე მოათვალიერა. ჰაგრიდის ქოხთან და აკრაძალულ ტყესთან უკვე ახლოს იყო და უცებ შეკრთა: აკრძალული ტყის პირას, ჩაბნელებულ ტევრში, ხის უკნიდან ჯორჯის სილუეტი უცქერდა. გულის ცემა გაუხშირდა. სილუეტი არც თვალს აცილებდა და არც ადგილიდან იძვროდა.

ჰერმიონმა თვალები დაახამხამა და სილუეტი უკვალოდ გაქრა.

ჰაგრიდის ქოხში საშინლად დამფრთხალი შევარდა. სულს ძლივს ითქვამდა. მაშინვე გარს შემოეხვივნენ ბიჭები:

ჰერმიონ! რა გჭირს?- აფორიაქდა ჰარი.

იქ! იქ..ჯორჯი იყო! ძალიან შემეშინდა!

კარგი რა ჯორჯ, ესეთი ხუმრობები უკვე ზედმეტია,- თავი გაიქნია.

არა.. რა ხუმრობა..ის..ის სიბნელეში იდგა, ხეს ამოფარებული..არ ინძრეოდა და თვალს არ მაშორებდა..

ეს უკვე უცნაურია,- წარბები შეჭმუხნა ჰაგრიდმა,- მერე სად წავიდა?

არ ვიცი. თვალები დავახამხამე და გაქრა..

ხვალ შაბათია,-თქვა ჰარიმ,- ჰოგსმიდში წავიდეთ. ჯირჯმა იქ ახალი მაღაზია გახსნა და დაველაპარაკოთ. მისი საქციელი..იმას ვგულისხმობ, რომ ძალიან უცნაურია..

ჰერმიონ. ხო არ შეგშლია?- ჩაფიქრებით კითხა ჰაგრიდმა.

არა!არა! 100% ვარ დარწმუნებული, რომ ჯორჯი იყო.

კიდევ ბევრი ისაუბრეს იმაზე, თუ რა დაინახა ჰერმიონმა. ბოლოს დაღლილებმა შენიშნეს, რომ უკვე კარგა ხანი გასულიყო:

ჰაგრიდ უნდა წავიდეთ,-უთხრა ჰარიმ.

კიდევ მოდით,-გულითადი ღიმილით აუთამაშდა ხოჭოსავით თვალები.

აუცილებლად,-უთხრა სამივემ და წამოვიდნენ.

გზაში ჰერმიონს ერთ მხარეს ჰარი ედგა, მეორე მხარეს – რონი. გოგონა აშკარად შეაშინა ნანახმა. გადაწყვიტა ჯორჯს როცა ნახავდა, კარგად გამოელანძღა მისი ასე გვარიანად შეშინებისთვის.

be my end/იყავი ჩემი დასასრულიDonde viven las historias. Descúbrelo ahora