მეორე დილით ჰერმიონმა გაიღვიძა თუ არა სააბაზანოს მიაშურა.შემდეგ დაბლა ჩასვლა დააპირა თუმცა მალფოი ვერ დაინახა.იფიქრა შეიძლება ისევ სძინავსო და კარზე დააკაკუნა:
- მალფოი, ადექი!
- რა? რა ჯანდაბა გინდა გრეინჯერ?
- საუზმე უკვე დაიწყო ასე, რო ნება იბოძე და აეგდე!
- ჯანდაბა,- ჩაილაპარაკა თავისთვის და ოთახიდან გამოვიდა.
გამოსულს იქ არავინ არ დახვდა, ჰერმიონი უკვე ჩასულიყო დიდ დარბაზში.«კიდე კაი გამაღვიძა ამ ბინძურსისხლამ, თორე დავაგვიანებდი»გაიფიქრა თავისთვის, შხაპი მიიღო, უცებ ჩაიცვა და დაბლაჩავიდა.
ჰერმიონი გრიფინდორის მაგიდასთან იჯდა ჯინის და რონს შუა. რონთან საუბრის გაბმას ცდილობდა მაგრამ ის აშკარა იყო აიგნორებდა:
- რა გჭირს? რამე გავაფუჭე? რა უნდა ჯინი შენ მაინც ამიხსენი,-შეევედრა ჯინის ჰერმიონი.
- ჩემი დიდი, დებლი ძამიკო,-რონმა გამყინავი მზერა ესროლა,-გაბრაზებულია შენზე, იმიტო რო მალფოისთან ერთად ხარ ოთახში.
- რა? კარგი რა რონ? ჩვენ მარტო ერთი საერთო ოთახი გვაქ და ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვხედავთ...
- მეც ეგ ვუთხარი,-საუბარში ჰარი ჩაერთო,- მაგრამ ეს მაინც თავის ჭკვაზე ზის.
- იმიტო, რომ არ მინდა მასთან ერთად იყო, ის სიკვდილის მხვრელია დაგავიწყდა? რამე რომ დაგიშავოს? ხო იცი როგორ ვერ ვიტან, შენ კიდე მაგასთან..
- მოიცა რა გგონია მე ძალიან მინდა მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა? თუ რა გინდა ვერ გავიგე! მხოლოდ შენი უხასიეთობის გამო მე არ ვიტყვი უარს იმაზე, რომ ჰედმისი ვიყო გასაგებია? და თუ არ მენდობი მაშინ ჩემთან ერთად საერთოდ რისთვის ხარ?! უბრალოდ ვერც კი ვხვდები ჩემგან რას ითხოვ და რადავაშავე! რა ვქნა, მოვკლა მალფოი იმისთვის, რომ ჰედბოია?
![](https://img.wattpad.com/cover/103424292-288-k4056.jpg)
YOU ARE READING
be my end/იყავი ჩემი დასასრული
Fanfiction- მშვენიერია. - ვინ? ბინძურსისხლა გრეინჯერი?- მეორე მეს ხმა გაისმა შიგნიდან. - კი. სწორედაც, რომ. ♠writed in 2013-2014/published in 2016 ♥for all age ♣complated ♦written by white1light