Untitled Part 16

1.3K 125 21
                                    

ახალ წელს ასე კარგად მათთვის ალბათ არც ჩაუვლია, თუმცა როგორც ყველაფერი კარგი, ისიც მალე დასრულდა. დრო აშკარად არ აპირებდა მათთვის დაცდას. ჰოგვორტსმაც დაიწყო გავსება. მოსწავლეები ნელ-ნელა უბრუნდებოდნენ სკოლას. მალე რადარებზე უისლები და ჰარიც გამოჩნდნენ. ჯინის რა თქმაუნდა ყველაფერი აინტერესებდა ისე, როგორც საქმეში ჩახედულ მეგობარს.

ჰერმიონ! როგორ მომენატრე,-ისე ჩეხუტა, რომ ლამის წააქცია,-მიიღე ჩემი საჩუქარი? მადლობა შენი საჩუქრისთვის, ქვიდიჩისთვის ახალი სამუხლეები და დამცავი საშუალებები საყიდელი მქონდა. რა კარგია რო გაგახსენდა.

ჰეი ჰეი ნელა! ნახევარიც ვერ გავიგე შენი ნათქვამიდან,- მის დამშვიდებას ეცადა გრეინჯერი,- აბა ჰარი, ტედი ინახულეთ?

ხოო. ხომ იცი თან ნათლია, როგორ უყვარს.

შუ ეამიშშ ავშ,- პირგამოტენილი რონის ნათქვამიდან აზრის გამოტანა მართლაც ძნელი იყო. თვითონ რონის მიხვდა ამას, ამიტომ ლუკმა გადაყლაპა და გამართულად თქვა,- სულ დედამისს გავს.

ხოო.. სულ დაბნეული დაბაჯბაჯებს ოთახებში და ხან რას წამოედება და გატეხავს და ხანაც რას,-არ ჩამორჩა ჯინი.

მაგრამ ვაღიაროთ: ნათლიასავით საყვარელია,- თავი შეიქო ჰარიმ და ამისთვის ჯინის უცნაური მზერა და ლოყაზე კოცნა დაიმსახურა.

ჰერმიონ..საპირფარეშოში გამომყვები?-მიუბრუნდა ჯინი გოგონას.

კი.

ორივენი წამოდგნენ და ჰერმიონიმა შენიშნა, როგორ გააყოლა დრაკომ მზერა. ეს არც ჰარის გამოპარვია.

აბა?- იკითხა ჯინიმ როცა დარწმუნდა რომ საპირფარეშოში მათ გარდა არავინ იყო.

რა აბა?

რა ხდებოდა? აქ.. შენსა და მალფოის შორის? თქვენ ხომ რაღაც...ნუ მოკლდ ხომ ხვდები?

არაფერი ისეთი..უბრალოდ ვთქვით, რომ ჯერ არავისთ-

რა? უკვე მასე სერიოზულადაა საქმე?

be my end/იყავი ჩემი დასასრულიWhere stories live. Discover now