მატარებელი თავის დროზე გავიდა პლათფორმიდან და კარგა ხნის მგზავრობის შემდეგ მიადგა ჰოგსმიდს.ჰარის, რონსა და ჰერმიონს დიდხანს არ ენახათ ჰაგრიდი და ძალიან მონატრებოდათ, თუმცა მისი მოკითხვა ვერ მოახერხეს,რაგდან ის პირველკურსელებს ჩასდგომოდათ სათავეში და ნავებისკენ მიუძღვებოდათ.
განაწილებაზე წელს განსაკუთრებით ბევრი ბავშვი იყო. უფროსკურსელებს ამდენი პირველკურსელი ერთად არ ენახათ. განაწილებაც შესაბამისად დიდხანს გაგრძლდა.ბოლოს კი წამოდგა იმ სკამზე მჯდარი მაკგონაგელი, რომელიც ადრე დამბლდორს ეკუთვნოდა და ნადიმის დაწყება ბრძანა.ჰარის, რონსა და ჰერმიონს გაუხარდათ რადგან სიმუსი,დინი და ნევილიც აქ იყვნენ,ისევე როგორც მისი თანატოლების80%. ეტყობა მაკგონაგელმა ჩათვალა,რომ სწავლის ბოლო წელი რომელიც მათ გაიარეს კნატად არ ვარგოდა და ყველას გაუგზავნა მიღების წერილი. თუმცა გაკვირვებულები და ცოტა ნაწყენებიც კი დარჩნენ როცა, ისეთი ვიღაცეები დაინახეს სლიზერინის მაგიდასთან,როგორებიც ბლეზ ზაბინი, კრაბი,პენსი პარკინსონი და დრაკო მალფოი იყვნენ. თუმცა გადაწყვიტეს საყვედური ცალკე, საერთო ოთახში გამოეხატათ.
ნადიმი მხიარულად გაგრძელდა და დასასრულს კვლავ წამოდგა დირექტორი ფეხზე, რომლსაც აშკარა დაღლილობა ეტყობოდა თვალებში.
- მინდა მოგესალმოთ პირველ რიგში და გითხრათ, რომ გადავწყვიტე არ შეგაწყინოთ იმ დანაკარგის შეხსენებით, რომელიც ჩვენმა უმეტესობამ იმწვნია. ასე, რომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. პირველ კურსელების საყურადღებოდ: იკრაძალება «აკრძალულ ტყეში» თუნდაც ერთ სანტიმეტრზე ნაბიჯის შედგმა. ასევე სტუდენტები არ უნდა გაეკარონ იმ ადგილებს, რომელთა მოწესრიგებაც დასრულებული არ არის, არ მინდა რომელიმე თქვენგანის ნანგრევებიდან ამოთრევა მომიწიოს. პირველ და მეორე კურსელებს ეკრძალებათ მიმდებარე სოფელ, ჰოგსმიდში წასვლა. დანარჩენ აკრძალვებს წაიკითხავთ თქვენ საერთო ოთახში გაკეთებულ დაფაზე, ხოლო უფრო დაწვრილებით აკრძლვებს მისტერ ფილჩის კაბინეტის კარზე. სანამ დასაძინებლად გაგიშვებთ, მინდა ბოდიში მოვიხადო იმისათვის, რომ ვერც პრეფექტებს და ვერც ჰედბოისა და ჰედმისს ვერ გავუგზავნეთ სამკერდეები და წერილები. თუმცა ახლა შანსი მაქ ისინი ყველას წარგიდგინოთ და გთხოვოთ რომ მათ მიერ მოცემულ შენიშვნებსა და გაფრთხილებებს დაემორჩილოთ. ვისაც ამოვიკითხავ მაგიდასთან მოდით თუ შეიძლება.მაშ ასე... ხოო.. აი..ესეიგი პრეფექტები. რეივენქლო: ლუნა ლავგუდი და ჯარედ ჰადსონი.,-ორივენი მქუხარე ტაშით მიაცილეს მასწავლებლების მაგიდასთან,-გრიფინდორი: ჯინი უისლი და რონალდ უისლი. ჰაფლეპაფი: სუზენ ბონსი და სემ რასინი. სლიზერინი: ლისა ფორკენდსონი და მაიკლ პეინი. რაც შეეხება ჰედბოისა და ჰედმისს: ჰერმიონ გრეინჯერი გრიფინდორიდან და დრაკო მალფოი სლიზერინიდან.
VOUS LISEZ
be my end/იყავი ჩემი დასასრული
Fanfiction- მშვენიერია. - ვინ? ბინძურსისხლა გრეინჯერი?- მეორე მეს ხმა გაისმა შიგნიდან. - კი. სწორედაც, რომ. ♠writed in 2013-2014/published in 2016 ♥for all age ♣complated ♦written by white1light