დრაკოს სუნთქვა გახშირდა. ახლა ისიც გრძნობდა, რომ ვერ ინძრეოდა. თითქოს ყველაფერ იმით რაც თქვა, შვება იგრძნო, გრეინჯერთან სიახლოვით კი ყველაფერი დაავიწყდა ამ გოგონას გარდა.რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჰერმიონმა დაარღვია:
- მე..მე მეგონა..გძულდი..
- მძულდი? მე არ მძულხარ...
- მაგრამ...ვფიქრობდი ჩემნაირ ბინძურსისხლას არასდროს შეხედავდი...-ჰერმიონი გრძნობდა, რომ ტირილი უნდოდა მოზღვავებული ემოციებისგან, თუმცა არ ტიროდა. რთული იყო მისთვისაც, რომ გაეძლო დრაკოს შარმისთვის და იმ სურვილისთვის, რომ მასაც უნდოდა მალფოის კოცნა.
- არასოდეს. არასოდეს უწოდო შენ თავს მსგავსი საზიზღრობა,-მალფოი შეიშმუშნა.
- მაგრამ.. შენ მე ამ საზიზღრობას უკვე შვიდი წელია მეძახი..და..
- იმიტომ რომ იდიოტი ვარ...-დრაკომ თავი დახარა თუმცა ხელი რომელიც კვლავ სველ თმებს დაბრუნებოდნენ ჰერმიონისთვის არ მოუშორებია.
- მაგრამ შენ იმდენ ვინმეს ხვდები...
- ისინი? ისინიც ჩემი სისულელის ნაწლები არიან...ვერ ხვდები? შენზე ფიქრებისგან თავის დაღწევა მინდოდა...ფიქრები უკვე მაგიჟებდნენ...ამ დამპალ ოჯახის პრინციპებს ავყევი და თავში ჩავიბეჭდე, რომ მაგლური წარმოშობის გოგონასთან ურთიერთობა არ მექნებოდა...მაგრამ ვერ გავუძელი...ჭკუიდან გადაგყევარ.. მხოლოდ შენი დანახვაც კი მაბრუებს...შენზე ფიქრები მაფხიზლებს...-დრაკო ლამის ტუჩებით შეეხო ჰერმიონის ყურს,- შენზე ოცნება ძილს მგვრის...შენი სიახლოვე მაცოცხლებს.. ამ დამპალ სამყაროში დარჩენას შენი არსებობა მაიძულებს...ამიტომაც გულს მიკლავს იმის გაფიქრება, რომ ვერ მიტან...ამის გამო ვერ გეუბნებოდი ამას ამდენ ხანს..მაგრამ ვეღარ გავუძელი...მძულს ჩემი თავი იმის გამო რომ ის მე თვითონ შეგაძულე...
- მე..-დაიწყო გაფითრებულმა ჰერმიონმა, არ იცოდა ეთქვა თუ არა. ისიც ხომ იმავეს განიცდიდა,-დრაკო...არ..
VOCÊ ESTÁ LENDO
be my end/იყავი ჩემი დასასრული
Fanfic- მშვენიერია. - ვინ? ბინძურსისხლა გრეინჯერი?- მეორე მეს ხმა გაისმა შიგნიდან. - კი. სწორედაც, რომ. ♠writed in 2013-2014/published in 2016 ♥for all age ♣complated ♦written by white1light