Part 4

1.8K 178 72
                                    

დილით ჰერმიონმა, რომ გაიღვიძა ვერ მიხვდა სად იყო. შემედგ ოთახი მოათვალიერა და გააცნობიერა, რომ საერთო ოთახში დივანზე ჩასძინებოდა. პლედი ეფარა თუმცა ვერ გაიხსენა, როდის დაიფარა. გაუელვა ეს მალფოიმ ხომ არ ჰქნაო, თუმცა მაშინვე შეიცვალა აზრი, შანსი არ არიო. შემდეგ თავს უთხრა ალბათ ისე გეძინებოდა ვერ იხსენებო. ადგა, სააბაზანოში შევიდა და გაწითლებული უკანვე გამობრუნდა. ერთი წუთის შემდეგ მას უკან დრაკო მოჰყვა:

რატომ არ მითხარი თუ შიგნით იყავი?- უთხრა საშინლად გაბრაზებულმა და ალეწილმა ჰერმიონმა.

რატომ არ დააკაკუნე?-კითხვა შეუბრუნა დრაკომ, რომელსაც აშკარად ღიმილი ეპარებოდა.

რა გაცინებს?!-უარესად აილეწა გოგონა,-დებილი ხარ მალფოი! და ჩაიცვი რამე!

დრაკომ გაიცინა და მაშინღა გაახსენდა, რომ ტანზე მხოლოდ პირსაწმენდი ჰქონდა შემოხვეული.

რამე პრობლემა გაქ გრეინჯერ?!- დრაკოს აშკარა იყო, სიამოვნებდა მისი ასეთ ალეწილ მდგომარეობაში ყურება.

ჰერმიონი დრაკოს ოთახში შევიდა, რა ტანსაცმელიც ხელში მოხვდა აიღო და სახეში ესროლა.

წესიერად მალფოი თორემ შემდეგს რასაც გესვრი წყევლა იქნება,-ჩაიბურდღუნა ჰერმიონმა, მალფოის გვერდით ჩაუარა და სააბაზანოში შევიდა.

სულელი გრეინჯერი,-ისევ თავისთვის ჩაილაპარაკა დრაკომ და თავის ოთახში შევიდა.

დიდ დარბაზში უკვე დაეწყოთ ნადიმი, როცა ჰერმიონი ქვევით ჩავიდა. იგი ჯინის და რონს შორის ჩაჯდა და ქათმის ბარკალი გადაიღო.

რა გჭირს? - ჰკითხა ჯინიმ როცა დაინახა, რომ ჰერმიონს აჭარხლებული და გაბრაზებული სახე ჰქონდა.

არაფერი ისეთი..დებილი მალფოი..არ მითხრა, რომ სააბაზანოში იყო და მეც შტერი შევედი.. კიდევ კარგი კაბინებია, თორე მოვკლევდი მაგ ბედურს და ჯანდაბა ჯინი ნუ იცინი..-გული მოუვიდა ჰერმიონს.

be my end/იყავი ჩემი დასასრულიTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon