იმ დღეს გაკვეთილები თითქოს ძალიან გაიწელა და რაც გასაკვირი არ არის, ჰერმიონს ყველაზე მეტად გაწელილი მაინც პროფესორ ბინსის მაგიის ისტორია მოეჩვენა. ჯერ ჯინის გადახედა, შემდეგ რონსა და ჰარის, რომლებსაც თავი მერხებზე ჩამოედოთ და ძნელი იყო იმის გარკვევა ეძინათ თუ არა. როგორც ჩანს ისინიც ჰერმიონის აზრს იზიარებდნენ.
- ეხლა გავითიშები,-ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები ჯინიმ.
- მგონი მეც,-დაამთქნარა ჰერმიონმა.
- როგორ გგონია დაიხოცნენ?-ჯინიმ თავით რონსა და ჰარიზე ანიშნა.
- ან კი, ან ბევრი აღარ უკლიათ.
- მიდი მიდი კიდევ ორმოცდა თექვსმეტი წამი..მალეეე..ორმოცდა ათი..რა ნელა გადის..
- აშკარად..
- ორმოცი..ჰაა..მიდი მიდი დაუჩქარე..ოცი..მერლინის წვერს ვფიცავ დროზე..ათი..ცოტაც..ცოტაც..სამი..ორი..ერთი..წავედი..
ჯინი წამოხტა და ისე გავარდა კლასიდან, რომ უკან არც კი მოუხედავს. მას უკან ბავშვების მთელი ჯგუფი გაჰყვა ზმორება-მთქნარებით.
ეს ამ დღის ბოლო გაკვეთილი იყო და ყველანი საერთო ოთახებისკენ წავიდნენ, რადგანაც შემოდგომის მიწურული იდგა და გარეთ უკვე ციოდა.
ჰერმიონი საერთო ოთახისკენ მიდიოდა, როცა ვიღაცამ მკლავში ხელი ჩაავლო და უთხრა:
- არა. მაქეთ არა..-ჰერმიონმა ჯინის ხმა იცნო,-აი აქ შემოდი,-და ცარიელ საკლასო ოთახში შეიყვანა.
- რამე მოხდა?
- ეგ მე უნდა მეკითხა..რამე მოხდა?
- რაზე მეუბნები..
- თქვენ ორს შორის. შენსა და მალფოის შორის.თქვენ შორის..კიდევ როგორ გითხრა..
- რაა? არაფერი,-დაიბნა და აილეწა ჰერმიონი.
- გრეინჯერ ტყუილი არ გეხერხება. ასე რომ სიმართლე თქვი..არ გაგიბრაზდები..
BINABASA MO ANG
be my end/იყავი ჩემი დასასრული
Fanfiction- მშვენიერია. - ვინ? ბინძურსისხლა გრეინჯერი?- მეორე მეს ხმა გაისმა შიგნიდან. - კი. სწორედაც, რომ. ♠writed in 2013-2014/published in 2016 ♥for all age ♣complated ♦written by white1light