Part 5

1.7K 165 15
                                    

მეორე დილით დრაკომ ადრე გაიღვიძა. გადაწყვიტა ხვალინდელი თავიდან უნდა ამოვიგდოო და სააბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად. გამოვიდა, ჰერმიონი ვერ დაინახა. იფიქრა სძინავსო და ჩასაცმელად შევიდა. უკვე გვიანდებოდა ნადიმი ალბათ დაიწყო კიდეც მაგრამ ჰერმიონი ოთახიდან არ გამოდიოდა. «სხვა გზა არ მაქ..უნდა შევამოწმო..იქნებ იქ არც არი და ჩავიდა..აქ ტყუილად ხო არ ვიქნები..ვალში ვარ მასთან..მან ადრე გამაღვიძა..»

ფრთხილად მიუახლოვდა ოთახის კარს და შეხსნა. შიგნით შეიხედა. ჰერმიონს ეძინა. მშვიდად ფშვინავდა. დრაკო ნელა მიუახლოვდა და ზემოდან დახედა. მშვენიერი სანახავი იყო მძინარე ჰერმიონი. შეებრალა, წინა ღამის შემდეგ დასვენება დასჭირდებაო და გადაიფიქრა მისი გამოფხიზლება. მოწესრიგდა და დიდ დარბაზში შევიდა. სლიზერინის მაგიდასთან მოახლოება და მასზე პარკინსონის «შეხტომა» ერთი იყო.

რა ჯანდაბას აკეთებ პარკინსონ! მომშორდი!- და ხელით მოიშორა გოგონა, რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა მისი ასეთი საქციელი, თუმცა უკმაყოფილება დამალა და გაუცინა:

აბა დრაკი! რას შვრები! რთული ასატანი იქნება იმ მუქსისხლიანთან...

დრაკომ შეუბღვირა.

ერთად ერთ ოთახში ყოფნა.

შენთან ერთად ყოფნაზე უკეთესი მაინც არის,-თქვა დრაკომ ისე, რომ მხოლოდ ბლეზს გაეგონა. ისიც მიხვდა მეგობარს ამ ძაღლისგან დახსნა უნდაო და პენსის მიუბრუნდა:

ეი პარკინსონ! არ გინდა შენი პტარა,-აქ ცოტა შეჩერდა, პენსის მოზრდილ უკანალს შეხედა, თავი გააქნია და გააგრძელა:-უკანალი ასწიო და შენს დაქალებში წააბრძანო?

მოკეტე ზაბინ!- შეუღრინა განაწყენებულმა პენსიმ და გაეცალათ.

მადლობა ძმაო,-შეღონებული კაცის იერით უთხრა ზაბინს,-მოუშორებელია..

ხოო. ჰერპესივით არი..გგონია საბოლოოდ მოიშორე მაგრამ: გამარჯობა! ის ისევ აქ არი.. ეგ გოგო არც ბავშვობაში იყო მაგარი, მაგრამ ეხლა სულ გაუბერა..

be my end/იყავი ჩემი დასასრულიOù les histoires vivent. Découvrez maintenant