უსახელო მორბენალი(1)

2.7K 117 27
                                    

ნელი ნაბიჯებით მივუყვები ტროტუარს. ყურებში ყურსასმენები მაქვს გარჭობილი და მძიმედ ვსუნთქავ. ბოტასები სანახევროდ ტალახიანი მაქვს, ხოლო სხეული მთლიანად ოფლით დაფარული. ცხელი წვეთები მიუყვება ჩემს კისერს და ბოლოს გულმკერდისკენ მიდის. მიჭირს სიარული, დაღლილობისგან თვალებში მიბნელდება, მაგრამ მაინც ვადგამ ნაბიჯებს. გასწორებული, გაჭიმული, მხრებში გაშლილი მივაბიჯებ და თან აქეთ-იქით ვიყურები. ვგრძნობ როგორ ეწვეთება ჩემს წამწამებს თითო-თითოდ, რიგრიგობით, წვეთები მაგრამ დიდხანს ვერც ჩერდება და ძირს ვარდება. სპორტული ტანსაცმელი ტანზე მაქვს შემოჭერილი და ჩემი სხეულის ფორმას იმეორებს.
ვგრძნობ ნელ-ნელა როგორ მიმშვიდდება სუნთქვა. როგორ წყნარდება გულიც და თავის ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება. აღარც ის უცნაური, გულის ამრევი გრძნობა არ მაქვს შემორჩენილი ორგანიზმში, მხოლოდ და მხოლოდ სიმსუბუქეს და თავისუფლებას ვგრძნობ.
თითოეული კუნთი დაჭიმული მაქვს. სასიამოვნოც კი არის, როცა ვგრძნობ როგორ მაქვს შეკუმშული მუცლის კუნთები. თავს მაღლა ვწევ და ცას ვუყურებ. მზე ჯერ კიდევ არ არის ამოსული, ჯერ კიდევ ებრძოლება მთვარეს თავის ადგილის დაბრუნებისთვის. ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ბინდი, თუმცა ეტყობა რომ მალეც გათენდება. ლამპიონებიც ნელ-ნელა, ერთი მეორეს მიყოლებით ქვრება და სასიამოვნო სიწყნარე ისადგურებს გარშემო. ადამიანის გაჭაჭანება არ არის. ყველა თავის სახლშია შეყუჟული და ისვენებს.
მე კი ჩემთვის, მარტო მივსეირნობ ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ და ამ წამებით ვტკბები. იმის გამო, რომ ფაქტიურად მთელი ღამე წვიმდა სასიამოვნო სურნელი ტრიალებს ქალაქში. სველი ბეტონის სუნიც შეიძლება უწოდოთ ამას. შეიძლება სველი ხეების სუნიც. თქვენი ნებაა. მე უბრალოდ წვიმის სურნელს ვუწოდებ. ასე ბანალურად და კრეატიულობით მოკლებული.
ერთი სიმღერა მეორეთი იცვლება. ბგერები ერთმანეთის ადგილებს იკავებენ და სასიამოვნო თანწყობას ჰქმნიან. ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ ისევ ვუჩქარებ ნაბიჯს და ისევ და ისევ, როგორც ნახევარი საათის წინ, სირბილს ვიწყებ. მეღიმება, როგორც კი ვგრძნობ როგორ იწყებს სისხლი უფრო სწრაფად გადაადგილებას ჩემს სისხლძარღვებში. მეღიმება, როგორც კი ვგრძნობ როგორ მელამუნება ცივი, ნოტიო ჰაერი სახეზე; როგორ მიყრის უკან შავ გრძელ თმებს, რომელიც უფორმო, ნაქსოვი, თავზე მოჭერილი, უბრალო, შავი ქუდის ქვეშ მაქვს შემალული და ამით ვცდილობ ოდნავ მაინც დავაღწიო თავი წვიმის იშვიათ წვეთებს.
მალევე დანიშნულების ადგილასაც მივდივარ. შემაღლებული ადგილია. მხოლოდ და მხოლოდ ერთი სკამეიკა დგას. სწორედ მას ვუახლოვდები და ვჯდები. ვცდილობ რამენაირად დავიწყნარო ჩემი აჩქარებული სუნთქვა, გული და პულსი. გამომდის კიდეც. უბრალოდ ვზივარ და ვუყურებ ჩემს წინ გადაშლილ ხედს. ულამაზესია სეული. დაბალი 2 სართულიანი სახლები, მაღალი კორპუსებით იცვლება და თავისებურ კონტრასტსაც კი ქმნის. ზოგს შეიძლება არც კი მოეწონოს ეს ბეტონი და „ქალაქის სტილი", თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი ულამაზესი ხედია. ვხედავ როგორ ინთება ნელ-ნელა სახლებში შუქები. როგორ იწყებენ მოძრაობას ქუჩებში მანქანები და თავისებურ კვალს ტოვებენ ატმოსფეროში. ნელ-ნელა იღვიძებს ქალაქი. ნელ-ნელა ისევ ისეთი ხდება ყველაფერი, როგორც გუშინ, ორი დღის წინ ან თუნდაც 2 კვირის წინ იყო. თუმცა მაინც არაფერი რჩება ისეთივე, არასდროს. დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი. თითქოს არაფერი, მაგრამ ყველაფერი შეცვლილია. ყველაფერი და ყველაც. გუშინ თუ კაბა ეცვა ახალგაზრდა სტუდენტ გოგონას, ახლა უკვე მოტკეცილი ჯინსებში გამოწყობილი მიაბიჯებს ქუჩაში, რომელიც სავარაუდოდ სულ მცირე 2 ზომით პატარა მაინც აქვს.თუმცა ეს ვის ანაღვლებს? მთავარია გოგონა ლამაზად გამოიყურება და ფიგურაც ლამაზი აქვს/უჩანს. მერე რა რომ სული ეხუთება?! მერე რა რომ სუნთქვა უჭირს, მერე რომ სტკივა? მთავარია, ლამაზია!
თვალს ვავლებ ქალაქს დ რაღა თქმა უნდა თვალში ბანერები მხვდება, რომელზეც სხვადასხვა პროდუქტის, კომპანიის ან თუნდაც ადამიანის რეკლამაა განთავსებული! ლამაზი გოგო-ბიჭები თავს იწონებენ ამ დიდ „სურათზე", რომელიც თავისმხრივ ამაყად დგას და გამვლელების 90% ყურადღებასაც იპყრობს.
მუსიკაც ჩუმდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანია, რომ მობილური დაჯდა. მშვენიერია. გაღიზიანებული ვიძრობ ყურსასმენებს და გვერძე ვიხედები. ვხედავ, როგორ მორბის ახალგაზრდა ბიჭი. დაკუნთული სხეულით და გათანგული გამომეტყველებით. ნუ თუმცა ამ ბოლოს დაზუსტებით მაინც ვერ გეტყვით. მას ხომ სახე არ უჩანს. მხოლოდ და მხოლოდ თმა, რომლიდანაც რიგრიგობით ვარდება ოფლის წვეთები. მის თეთრი ბოტასები მთლიანად გაჭუჭყიანებულია, მისი სპორტული ზედა კი სულ მთლიანად სველი. ისიც ღრმად სუნთქავს. ვხდები რომ აქეთ მოდის.
ვდგები და ზუსტად მისი მიმართულებით ვიწყებ სირბილს. გვერდი ავუარეთ ერთმანეთს. მას არც კი გამოუხედავს! გართული იყო მისი ფიქრებით! მასაც ყურსასმენები ჰქონდა გარჭობილი და მირბოდა.
წამიერი იყო მისი ქმედება. ასე უეცრად ამოიხედა და თვალი თვალში გამისწორა. არანაირი გამომეტყველება. არაფრის მთქმელი თვალები, გარდა ტკივილისა.
-გამარჯობა
ეს ერთი სიტყვა მომიგდო და გვერდი ამიარა. „გაგიმარჯოს" წავიჩურჩულე და გზა გავაგრძელე. უკვე 7 წელია მხვდება ეს უსახელო მორბენალი. ზუსტად ერთი და იგივე დროს და ზუსტად ერთი და იგივე ადგილას. მისით იწყება ჩემი დღე. სწორედ ისაა, ვისაც პირველს ვხედავ სახლიდან გამოსვლის შემდეგ.
-ძლივს!
წამოიძახეს გოგონებმა, როგორც კი დამინახეს. ჩემს ჩასახუტებლად გამოექანნენ, თუმცა როგორც კი შეამჩნიეს თუ როგორი გაოფლიანებული ვიყავი შეჩერდნენ და უხერხულად გამიღიმეს.
-მგონი...
-წავალ გადავივლებ და მოვალ- ჩავიცინე და საბაზანოსკენ წავედი. სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ბლინების და შემწვარი კარტოფილის. საჩქაროდ გადავივლე წყალი, გამოვიცვალე და დაბლა ჩავედი.
3ვე უკვე მაგიდასთან ისხდნენ და გემრიელად ილუკმებოდნენ. ჩამეღიმა და მივუახლოვდი.
-დღეს მიდიხარ?- ვკითხე ლუს დიდი ინტერესით და სკამზეც ჩამოვჯექი.
-ჰო აბა... SM ისე გაგაჩერებს?! გუშინ დილის სამზე დავბრუნდი სახლში. ახლა კიდევ უნდა წავიდეთ! ეჰ.. არ არის აიდოლობა ადვილი- გამოაცხადა და უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები.
-აბა შენ რა გეგონა? და კიდევ! შენ ჯერ არ ხარ აიდოლი- გამოუცხადა ბიმ და თვალიც ჩაუკრა.
-ბი! დღე-დღეზე ვიქნები! და კიდევ! შენი ძმა როგორ არის?
-ჰაჰ, შენ სხვა არ გაინტერესებს- ამბობს ჩემმს გვერძე მჯდომი სანა და ყავას სვამს.
-ოოო! მერე რა...
-კარგად არის ლუ! და დღეს კონცერტი აქვთ! ხომ გახსოვთ? დაგვპატიჟეს!
-მე მეზარება წამოსვლა- ვამბობ მოწყენილი ტონით და გემრიელად ვილუკმები შემწვარი კარტოფილით.
-გეზარება? და საავადმყოფოში ხომ არ გეზარება ხოლმე სიარული?
-ეგ ჩემი პროფესიაა! რომელიც მიყვარს! ასე რომ...
-კარგი რა, ადელაიდა! წამოდი და გავერთობით! აბა ასე სახლში გამოკეტილი ხომ არ იქნები სამუდამოდ?- ხელს მუხლზე მადებს სანა და მიღიმის. საყვარლად ეჩხვლიტება ლოყები, ეს კი მის ღიმილს კიდევ უფრო მეტად გულახდილს ხდის.
-არ ვიცი. ვნახოთ! შენთან რა ხდება გალერეაში? იყიდება ხო ნახატები?
-ჰაჰ! იყიდება რომელია! ისეთი სისწრაფით, რომ ხანდახან ვერც კი ვასწრებ დახატვას!- აიქნია ხელი და ძალიან ბედნიერი სახე მიიღო.
-ჰო?! ძალიანაც კარგი!- ვამბობ და ყავას ვსვამ.
-ჩემმა ძმამ მომწერა! კიდევ ერთხელ უნდა იმის გადამოწმება მივალთ თუ არა ოთხივე. რა ვუთხრა? კი არადა მივწერო... მივალთ ოთხივე?- ასრულებს წინადადებას და მე მიყურებს.
-ჰო, კაი მიწერე, რომ მივალთ ოთხივე. ერთხელ ხომ მაინც უნდა ვნახო შენი ცნობილი ძამიკო და გავიცნო მისი ჯგუფის წევრები.
-დაიხ'თ
-კარგით ჩემო ბაჭიებო, მე გალერეაში მეჩქარება. წავედი აბა და გნახავთ საღამოს. პირდაპირ იქ მოვალ და არ დამელოდოთ მე- ჩანთას მხარზე იგდებს და სწრაფად უჩინარდება კარებში.
-ჩემი ჯგუფელი მწერს, რომ მკითხულებენ. ჯანდაბა! ბი არ შეგიძლია შენს ძმას ათხოვნინო, რომ ცოტა რბილად მოგვექცნენ?- საწყალ სახეს იღებს ლუ და ტუჩს წინ აგდებს.
-არა, ლუ! ახლა კი წადი, თორემ გაგრიცხავენ!
-კარგი, კარგი!- ამბობს, გვკოცნის და ისიც სანას მსგავსად გარეთ გადის.
-აბა...
-დღეს 27 ნოემბერია, ადელაიდა!- მეუბნება ბი და თვალს თვალში მიყრის.
-ვიცი- ვამბობ სერიოზული სახით და თავს დაბლა ვხრი. ორივე მივჩუმდით. არც ერთი ვუყურებდით ერთმანეთს.
-და ჩემი ტორტი სადღაა?- ისევ მე ვარღვევ სიჩუმეს და მხიარული ტონით ვეუბნები.
-ტორტი? არ ფიქრობ რომ ტორტი ზედმეტია დღეისთვის. დღეს არამარტო შენი დაბადების დღეა- მეუბნება მშვიდი სახით და ხელებს იჯვარედინებს.
-ჰო...
სიტყვას ვწელავ და ჩანგლით თამაშს ვიწყებ. ხან სად ვასობ, ხან სად.
-მორჩი ჩანგლით თამაშს, ადელაიდა თუ?
-შენ არ გეჩქარება? კლიენტები არ გყავს? უსაქმურო!
-მყავს! მაგრამ ვფიქრობ ჯერ შენ გჭირდები!
-მე დავასრულე ჭამა!- ვაცხადებ მტკიცედ და მისაღებისკენ მივდივარ. ის-ისაა უნდა გამოვიდე სამზარეულოდან, რომ ვგრძნობ როგორ მეხება ბის თითები ჩემს მაჯას და როგორ მაბრუნებს მისკენ.
-ამას ვერ გაექცევი!
-ცდა ბედის მონახევრეაო!
-და? ადელაიდა ის შენი წარსულია, გესმის? შენი... ასე რომ... არ ჯობია შეწყვიტო სირბილი, დამალვა და ტყუილში ცხოვრება?
-ტყულში ცხოვრება? გაქცევა? დამალვა? მეხუმრები ალბათ! შენ არ გესმის! შენც რომ იმ ოჯახში დაბადებულიყავი, რომელში მე, ასე არ ილაპარაკები! მე ვიტანჯებოდი! მე უბრალოდ ვვარსებობდი! და არა ვცხოვრობდი! ასე რომ... დიახ, დღეს 27 ნოემბერია! და დიახ, ჩემი დაბადების დღეა! და დიახ დღეს ზუსტად ის მოხდა, რასაც არ ვნანობ! პირიქით ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში! ასე რომ ბი, შენ არ გაქვს უფლება განმსაჯო! - მტკიცედ ვუთხარი, ხელი გამოვძიძგნე და მისაღებისკენ წავედი.
-და ასე იცხოვრებ მთელი ცხოვრება?
-დიახ! თუ საჭირო იქნება!
-არ ფიქრობ ასე შენ თავს და მათაც აწვალებ?
-არა, არ ვფიქრობ! და მოვრჩით ამ თემაზე საუბარს!
-გეყოთ! ნუ ჩხუბობთ! გეყოთ! დაანებე თავი ლუ! ეს მისი გადაწყვეტილებაა! სრული უფლება აქვს გააკეთოს ის რაც უნდა!- გვესმის როგორ ყვირის სანა.
-სანა? აქ რა გინდა?
-მობილური დამრჩა!
-როგორც ყოველთვის- ამოიხვნეშა ბიმ და ჩანთა აიკიდა.
-დროებით- გამოაცხადა და გარეთ გავიდა.
-კიდევ რამე ხო არ გრჩება?- მივაძახე სანას, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ და მხოლოდ კარების მიჯახუნება მივიღე.
დავრჩი მარტო! ჩამეცინა და ტელევიზორი ჩავრთე
-დღეს ჩვენი დროით 6 საათზე გაიმართება EXO კონცერტი. ერთ-ერთი უდიდესი მათ ისტორიაში. მჯერა, რომ დღეს ისინი კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ იმას, რომ ისინი საუკეთესოები არიან! მჯერა რომ ისინი დღეს კიდევ ახალ თავს დაწერენ თავიანთ და K-pop ისტორიაში. დღეს, 27 ნოემბერს, მათი ბედნიერების ვირუსის, პარკ ჩანიოლის დაბადების დღეზე. გილოცავთ, პარკ ჩანიოლ!
-გილოცავ, ჩემო თავო- ჩავილაპარაკე და სხვა არხზე გადავრთე.
~
-რატომ არ გაცვია?- სწორედ ეს იყო ბის პირველი სიტყვები, როგორც კი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა.
-ვერ წამოვალ...
-რატომ?
-ამ...
-გელოდები...
-ის მაქვს!
-აა უი! ხო, მიზეზი გქონია, კი... თუ მე-18 საუკუნეში ცხოვრობ! აბა გარეთ გავიხედოთ! ააა უი, 21-ე საუკუნე ყოფილა! ასე რომ...
-რა აუცილებელი ვარ, ბი!
-რ აუცილებელი? მისმინე ლუს და სანას იცნობს, ერთი შენ არ გიცნობს! ასე რომ...
-და რა საჭიროა, რომ გამიცნოს?
-ო ღმერთ ჩემო!
-კარგი რა... როდის მე მოვემზადები, ჩავიცვამ და როდის წავალთ. შეგაფერხებთ! ასე რომ...
-არაუშავს დაგელოდებით!
-კონცერტი 6ზეა!
-და?
-ახლა 5...
-მაინც ვერ დაიძვრენ თავს ხო ხვდები- მეუბნება ლუ, ფეხებს მაღლა მაწევინებს, იატაკზე მადებინებს და მათ ადგილას თვითონ ჯდება.
-იმედი ბოლოს კვდება... კარგი! ავალ მოვემზადები!
ფეხზე წამოვდექი და ჩემი ოთახისკენ წავედი. გავიგე, როგორ წამოიძახა ბიმ „როგორც იქნა". გამეცინა და ჩემი ოთახის კარებიც შევაღე. არაფერი განსაკუთრებული. არაფერი, რაც ღირს ასაღწერად. ერთ უბრალო საწოლი, კარადა, საწერი მაგიდა. მუქი ფერები. და ერთი ფანჯარა. აქა-იქ კედლებზე რაღაც უცნაური პლაკატებია გაკრული, რომელიც არც კი ვიცი, რატომ გავაკარი. წარწერაა საწოლის ზევით „Be someone who will smile no matter what". (იყავი ის, ვინც გაიღიმეს ნებისმიერ სიტუაციაში) ჩამეღიმა და საწოლზე დავეშვი. თეთრი სივრცე შემრჩა ხელში. შუქი არც კი ამინთია, ამიტომაც მხოლოდ გარედან შემოსული სინათლე ანათებდა ამ უღიმღამო, ზოგისთვის დეპრესიულ, არაკრეატიულ ოთახს.
დეპრესიული ვარ?! ვარ კი?! თუ უბრალოდ დაკარგული! უბრალოდ ბედისწერის მიერ შიგნიდან მოკლული. საკუთარ თავს ვერ ავღვიქვამ დეპრესიულად! უბრალოდ არ ვარ ის გოგონა, რომელიც გიჟდება ვარდისფერ ტანისამოსზე და ფერად-ფერად ბუშტებზე.
ჩემი წარსული... დამერწმუნეთ, ის არც თუ ისეთი ლამაზია, და არც თუ ისეთი ნთელია, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. არ ვარ ჩვეულებრივი გოგონა! და ამას არც ვუარყოფ! არ ვარ ჩვეულებრივი, სტანდარტული ოჯახიდან.  ამასაც არც კი ვუარყოფ! უბრალოდ არ ვლაპარაკობ ამ თემაზე! ზედმეტად მტკინვეულია ეს ჩემთვის! ზედმეტად ტაბუ დადებული!
ნელა წამოვიწიე და პირდაპირ კარადისკენ გავწიე. გამოვაღე. არ მოგატყუებთ! არ გამოირჩევა ჩემი კარადა არც ტანსაცმლის რაოდენობით არც  ფერებით. შავი შარვალი, ასევე შავი ფართხუნა, სპოტული „ჰუდი" გამოვიღე.
სარკეში ჩავიხედე. არ მიყვარდა და არც მიყვარს მაკიაჟის ტარება. ვერ ვხედავ ამ ბრჭყვიალა რაღაცეებში აზრს. სავარცხელი ავიღე და ჩემი გრძელი, მუქი ფერის თმების დავარცხნას შევუდექი. ისედაც სწორი თმები, უფრო გასწორდა. ჩემი განუყრელი ზურგჩანთა ავიკიდე ზურგზე და გამოვედი.
-დიდება შენ გამოჩენას!- წამოიყვირა ახლად მოსულმა სანამ და ფეხზე წამოჭირა.
-სანა? შენ არ თქვი იქ დამელოდეთო?- ვეუბნებოდი და თან ვერცხლისფერ მაჯის საათს ვიკეთებდი.
-კი! მაგრამ ვიფიქრე, ჯობდა 4ვე ერთად წავსულიყავით!
-გასაგებია- ვუთხარი და ჩემი ფავორიტი, ვარდისფერი, ფუმფულა პომპონი ჩანთას გავუკეთე.
-არ წავედ..
ვეღარ დავასრულე, რადგანაც დავინახე როგორ წამოვიდა ლუ ჩემსკენ, ხელში წითელი პომადით.
-რა... რა გინდა- მეც უკან წავედი, თუმცა ჯანდაბა! კედელი!
-არაფერი ისეთი! უბრალოდ პატარა ექსპერიმენტის ჩატარება მინდა- ჩაიცინა ბოროტულად და წითელი ნივთი ჩემი ტუჩებისკენ წამოიღო.
-არა!- წამოვიყვრე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სახეს ხელით მიჭერდა და ამ წითელ „არსებას" ტუჩებზე მისმევდა.
-ასე ქენი- და ტუჩები ერთმანეთს გაუსვა. მეც გავიმეორე.
-ახლა გამიცინე აბა- მეც გავეკრიჭე.
-ჩემი ქოლგეითის ღიმილი ვინააო?- გავიგონე როგორ წამოიყვირა სანამ ლუს უკნიდან და როგორ შემოკრა ტაში. უხერხულად გავიცინე და თავი მოვიფხანე.
-რას იფხანები გოგო! ტილები ხომ არ  გყავს? თუ რწყილები?- იკითხა ისევ და ისევ სანამ და გემრიელად გადაიხარხარა.
-ღმერთო შენ მიშველე- ხელები მაღლაა ააპყრო ბიმ და გარეთ გავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ლუ მაკვირდებოდა და კმაყოფილი იღიმოდა.
-მშვენიერია! ახლა კი მზად ვართ!- ეშმაკურად წამოიძახა, წითელ პომადას სახურავი დაახურა, გამიცინა და ვარდისფერი ცხენის კუდი აიქნია.
-გიჟი ხარ! გეფიცები!
-კაი? ახალი ამბავი- და კარებში გაიჭრა.
-გოგონი! სად მიდიხარ ფეხსაცმელების გარეშე? ან მობილურის? და ბი, შენ საფულე გრჩება. მოიცა ჩუსტებით რატომ ხართ?! შემოდით გოგო!
-აა უი! ხო! - ორივემ ერთდროულად წამოიძახეს და სახლში დასჯილი ბავშვებივით შემოიძურწნენ.
-აქ ცანცარებთ და იქ საერთოდ მეშინია წარმოვიდგინო რა იქნება! ეჰ..- თავი გავაქნიე და ბათინკები ამოვიცვი.
-ჩემი ძმა მწერს, სად ჯანდაბაში ხართო!- ამბობს ბი და და გვერზე მიჯდება მანქანაში.
-უთხარი, 3 წუთშ მანდ ვიქნებით- ვუთხარი და ეშმაკურად ჩავიცინე.
-გეხვეწები სწრაფად არ ატარო- მეხვეწება ლუ და უკანა სავარძელზე ჯდება, სანას გვერძე.
-არა, რა სისულელეა!
-ადელ...
მანქანა დავქოქე, სიჩქარეც გადავრთე, გაზის პედალს ფეხი დავაჭირე და ადგილს მოვწყდით.
-ეს რომ ვინმეზე იტყის გიჟიაო. ნეტა საერთოდ რატომ გამოველაპარაკეთ ამას გალერეაში? როგორ ვერ მივხვდით, რომ გიჟია- წუწუნებდა ლუ და გაფითრებული იყურებოდა აქეთ-იქით.
-რამე მითხარი?- თვალი გზას მოვწყვიტე და უკან შევტრიალდი.
-შენ გოგო ვერ ხარ! გზას უყურე!- ყვიროდა სანა და ხელს გზისკენ იშვერდა.
-ააა.... ნელა მიმყავს ხო? მეც შევამჩნიე. ახლავე ავუჩქარებ!
ჩავიცინე და სიჩქარესაც ვუმატე
-არაა... ნელა!- ყვიროდა ბი. მაგრამ ვის ესმოდა?! არავის!
მართლაც სამ წუთში სტადიონთან ვიდექით. ფანების დიდი რაოდენობა იყო შემოკრებული შესასვლელთან. ზოგს რა ციფრი ეწერა მაისურზე, ზოგს რა. ზოგს პლაკატიც კი ეჭირა. და კიდევ რაღაც მანათობელი ექვსკუთხა ნივთები.
-მოვედით- ვუთხარი მხიარულად და მათკენ გავიხედე. სამივე კარების სახელურს იყო ჩაბღაუჭებული და ფერი არ ედოთ.
-ალიოოო! მოვედით!- ძრავა გამოვრთე, გასაღები ჩანთაში ჩავიგდე და გადმოვედი.
ისინი ისევ ისე იჯდნენ.
-არ გადმოდიხართ?- ვუთხარი და ხელებიც ავიქნიე.
-აა, ხო ხო!- პირველი გონს ბი მოვიდა და გადმოვიდა. მას სანა და ბოლოს ლუ მოყვა.
-აბა არ წავე...
-გამარჯობათ, თქვენ ბრძანდებით ქალბატონი ბი?
გამეცინა როგორც კი დავინახე როგორ ამბობდა 2 მეტრიანი, მოზრდილი კაცი „ქალბატონი ბის"
-დავუშვათ
-მომყევით!- გამოაცხდა და წინ წავიდა.
ერთმანეთს გადავხედეთ და უკან ავედევნეთ ამ „დიდ ბიძიას". 2 წუთში შენობის უკან ავღმოჩნიდთ. ყველაფერი ჩაბნელებული იყო. კარებთან დიდი ჯიპი და კიდევ რაღაც მარშუტკისნაირი მანქანა იდგა. ამ დიდმა ბიძიამ ჯერ მანქანაზე, უფრო სწორად „მარშუტკაზე" დაატყაპუნა და მერე კი კარებისკენ წავიდა.
-თქვენ აქ დარჩით!- მხოლოდ ეს გვითხრა ცივი ტონით და გაუჩინარდა.
-ამ... ბი რატომ მგონია, რომ ახლა მოგვიტაცებენ?- გამოაცხადა სანამ.
-შენ რისი გეშინია? მე კი არ ვიცი ძიუდო- ლუმ გადახედა და თვალი ჩაუკრა.
-ხო, ეგეც მართალია
-სანა, მგონი ჯობია შეეშვა ღამ-ღამობით ფილმების ყურებას - ვუთხარი და წინ წავედი.
-მოიცა სად მიდიხარ?
-თუ დღეს სიკვდილი მიწერია, მაშინ დაე ასე იყოს!
მხიარულად გამოვაცხადე და მანქანის კარებს ხელი მოვკიდე.
-აბა ჩემს თვლაზე! 1, 2, 2.5. 2,9 და 3.
ბოლო ციფრი დავიყვირე და კარებიც გამოვაღე. აქ გავჩერდეთ მოდი!
სიტუაცია შემდეგნაირია: ვდგავარ დიდ მანქანასთან და კარებს ვეჯაჯგურები. ჩემს უკან 3 ლამაზი და ახალგაზრდა გოგონა ერთმანეეთს ეხუტება. გარშემო სიბნელეა და კატის კნავილის ხმა ისმის.
-3- დავიყვირე და კარებიც გამოვაღე. ყველაფერი წამში მოხდა. მე დავიყვირე, ვიღაც ფურგონიდან გადმოვარდა და ძირს დავარდა, მეც რაღაცას წამოვკარი ფეხი და მას მივყევი. ჩემი მეგობრები კი უკან იგლიჯებოდნენ სიცილით.
-ჯონგინ!- დაიწივლა ბიმ, ვერც კი შემამჩნია და კისერზე ჩამოეკიდა თავის ძმას.
მას ლუ მიყვა და და ასე ორი გოგონა ჩამოეკიდა ამ ბიჭს.
-კარგად ხარ?- სიცილით მკითხა სანამ და წამომაყენა.
-კი...
-ჯონგინ! გაიცანი! ადელაიდა, ჩემი დაქალი! ადელაიდა გაიცანი, ჩემი ძმა ჯონგინი.
-სასიმოვნოა- ორივემ ერთდროულად წამოვიძახეთ და ხელი ჩამოვართვით.
-როგორ ხარ აბა, ძამიკოვ- კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ბი და ლოყაზე გემრიელად აკოცა.
-შენ როგორ ხარ? ძალიან მომენატრე!
-მეც! მეც!
-ჯონგინ, ბოდიში ხელს რომ გიშლით, მაგრამ გვეჩქარება!
-ახლავე სუჰო! გოგოებო მოგვყევით- მომხიბვლელად გაგვიღიმა და წინ გაგვიძღვა.
შევედით თუ არა სინათლემ თვალი მომჭრა და გამაყრუებელმა ხმაურმა მოიცვა მთელი ჩემი გონება. ყველა აქეთ-იქით დარბოდა. არც არავინ უყურებდა ბიჭებს. უბრალოდ თავიანთ საქმეს აკეთებდნენ.
-კი! არა! ხვალ არ ცალიათ! სხვა გადაცემაში არიან მიწვეულები! ვერა! შემდეგ კვირას? შეიძლება... არა! ხვალ ვერანაირად! დარწმუნებული ვარ!- მესმოდა როგორ ლაპარაკობდა ვიღაცა მობილურში და აქეთ-იქით დადიოდა. როგორც კი დაინახა ბიჭები ხელი აუწია და დაუქნია. მათაც იგივე გაიმეორეს და ასე ჩაუარეს გვერძე.
ზოგი ტანსაცმლის გროვას დაარბენინებდა, ზოგი რაღაცას ლაპარაკობდა მობილურში, ზოგიც განკარგულებებს გასცემდა. ყველა დაკავებული იყო და სწორედ ამ წამს მივხვდი, რომ ვარსკვლავბიჭუნების უკან მთელი არმია დგას იმ ადამიანების, რომლებიც ძალებს არ იშურებენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ 4 წუთიანი კლიპი ან თუნდაც 2 საათიანი კონცერტი იდიალური იყოს. იდიალური თუ არა, შესანიშნავი მაინც. არც არავინ ლაპარაკობს მათზე. არც არავინ იცის მათ შესახებ. დამალულები არიან ამ ბიჭების ზურგს უკან და ჩუმად თავის საქმეს აკეთებენ. მივხვდი, რომ სწორედ ისინი არიან ამ ჯგუფის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მივხვდი, რომ მათ გარეშე ეს ბიჭები არავინ იქნებოდნენ. როგორც ამ ბიჭების გარეშე ისინი.
5 წუთში უკვე სცენასთან ვიდექით და შორიდან ვადევნებდით თვალს ფანების დიდ არმიას/ზღვას. ჩამეღიმა! როგორი იღბლიანები არიან ეს ბიჭები! ნეტავ იაზრებენ რა ხდება მათ გარშემო. იაზრებენ იმას, თუ რამდენად წარმატებულები არიან და რამდენად ბედნიერები, რომ ისინი(მათი ფანები) ყავთ!
-სად ჯანდაბაშია ეს ბიჭი რა! ჯანდაბა პარკ ჩანიოლი! რა იცის ხოლმე ეს კონცერტის წინ დაკარგვა და ასე შემდეგ. გაუჩინარდება ხოლმე და მერე პირდაპირ სცენაზე ამოხტება. ჯანდაბა! ჩანიოლი ხომ არ გინახავთ ბიჭებო- ჩვენთან ვიღაც 35 წლის კაცი მოდის და გვიღიმის. ჯონგინმა თავი გააქნია და კვლავ ბის მიუბრუნდა.
ვიგრძენი როგორ აზუილდა რაღაც ჩემი ჰუდის ჯიბეში. ამოვაძვრინე მობილური. „უფროსი"
-დიახ!
-სასწრაფოდ საავადმყოფოში მოდი!
-რა მოხდა?
-ასე ვერ გეტყვი, მოდი დროზე!
-დიახ, ახლავე- ვუთხარი და ყურმილიც დავუკიდე.
-გოგოებო და ბიჭო, ბოდიში! უნდა წავიდე!
-რატომ?- გავიგე, როგორ მკითხა ვიღაცამ უკნიდან. ნელა გავბრუნდი და ხელში ვიღაც მაღალი, დიდ ყურება ბიჭი შემრჩა, რომლის ფერადი თმები ძალიან დიდ კონტრასტს ქმნიდნენ მის სახის ფერთან და შავ ტანისამოსთან.
-ჩანიოლ! შენ დაბრუნდი! სად იყავი!
-საქმეები მქონდა! კითხვაზე არ გიპასუხია, რაფუნცელ!
-რაფუნცელ? ჰა?
-ხო! რაფუნცელივით გრძელი თმები გაქვს!
-რაფუნცელს ქერა თმები ჰქონდა, მე შავი მაქვს!
-მერე რა! კითხვაზე მიპასუხე!
-საავადმყოფოში გამოგიძახეს?- მკითხა სანამ და თბილად გამიღიმა.
-კი! ბოდიში რა ბიჭებო! სხვას დროს მოვალ აუცილებლად!- თბილად ვუთხარი და გამოვიქეცი.
არავის უკვირდა ჩემი სწრაფი სირბილი. მეც მეტი რა მინდოდა. მივრბოდი მთელი ძალით. ვიცოდი, რომ თითოეულ წამს მნიშვნელობა ჰქონდა. მივრბოდი მთელი სისწრაფით. კარებს მივაწექი და გარეთ გამოვვარდი. ის-ის იყო გზაზე უნდა გადავსულიყავი, რომ ვიღაცამ ცივი თითები შემახო მაჯაზე და თავისკენ მიმწია. გულმკერდს ამაკრო და ასე გამაჩერა. გავშეშდი. გავიგე როგორ ჩაირა დიდმა სატვირთომ.
-ეს დაგივარდა, რაფუნცელ!
და ხელში ჩემი ვარდისფერი პომპონი აათამაშა. გაშტერებული ვუყურებდი. შავი პირბადე და შავი კეპი ეხურა. სიბნელე იყო. იდეაში ვერ უნდა გამერჩია მისი ნაკვთები. ასეც იყო. მინდოდა დავკვირვებოდი მის თვალებს, მაგრამ ისე სწრაფად მომაჩეჩა ნივთი და ისე სწრაფად გაუჩინარდა, რომ მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოვასწარი „მადლობა".
~
-რა მოხდა?- ვიკითხე როგორც კი საავადმყოფოში შევედი.
-სახურავზე ადი.
-რატომ?
-უბრალოდ ადი!- მტკიცედ მითხრა ექთანმა და თავის საქმეს მიუბრუნდა. მხრები ავიჩეჩე და ლიფტისკენ წავედი.
რამდენჯერმე სწრაფად მივაჭირე ღილაკს, თუმცა ის მაინც თავისი სიჩქარით მოდიოდა დაბლა. ჯანდაბა! ასე ხომ მთელი საუკუნე მომოწევს აქ დგომა! პირდაპირ კიბეებისკენ გავიქეცი. ისე ავირბინე 4 სართული ვერც კი მივხვდი. სუნთქვა აჩქარებულმა შევაღე კარები და...
-სურპრიზი- ამის დაძახება და ჩემი შეხტომა ერთი იყო.
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ადელაიდას დაბადების დღეა- მღეროდნენ და თან სასაცილო, წააწვეტებული ქუდებით თავს აქეთ-იქით აქნევდნენ.
-ვაიმე როგორ შემაშინეთ!- ხელს გულზე ვისმევდი და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი.
-გილოცავ- მომვარდნენ და ჩამეხუტნენ.
-მადლობა!- წამოვიყვირე და მეც თბილად ჩავეხუტე.
მთელი საღამო უბრალოდ სილამაზე იყო. ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვიცინოდით და უბრალოდ ვერთობოდით.
-სურვილი ჩაიფიქრე- გავიგონე როგორ დაიყვირეს ჩემს უკნიდან და ტორტი მოაგორეს.
-სურვილი? რა საჭიროა!
-საჭიროა! ჩაიფიქრე!
-კარგი, კარგი!
ხელები შევატყუპე და თვალები დავხუჭე.
„მინდა რომ..."
გავიგე როგორ დაიწრიპინა ჩემმა პეიჯმა. ჩემი პეიჯის დაწრიპინება და სხვების აყოლა ერთი იყო. ერთდროულად რამდენიმე აწრიალდა. თვალები სასწრაფოდ გავახილე და მათ გადავხედე.
წამში მოხდა ყველაფერი. წამში მოწყდა თითოეული ადგილს და გასასვლელისკენ გაიჭრა. მათ შორის მეც. დაბლა ჩავედით და საშინელი სანახაობა დაგვხვდა. სულ მცირე 50 კაცს მოეყარა თავი მიმღებში.
-რა მოხდა?- ვკითხე და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე.
-კონცერტზე ცეცხლი გაჩნდა.
-რომელ კონცერტზე?- დავიძავე და ექთანს ხელი მოვუჭირე.
-მგონი EXO.
-რა თქვი?
-რა მოხდა?
-რამდენი დაშავებულია?
-მხოლოდ ჯგუფის წევრები. დანარჩენები მიმღებში არიან.
-მარტო ჯგუფის წევრები?
-კი! ბრძანება გაუციათ, რომ ჯერ ფანები და სხვები გაეყვანათ! თვითონ ბოლოს გამოსულან ამიტომაც....
-გასაგებია! ანუ ფანები არ დაშავებულან?
-არა, მარტო 9 ბიჭი.
-მადლობა.
დაკარგული ხმით ვუთხარი და ერთ-ერთი პალატისკენ წავედი.
ექთანი იდგა და შეშინებული უყურებდა.
-პაციენტის სახელი და გვარი- გამოვაცხადე და ხელთათმანები გავიკეთე.
-კიმ ჯონგინი. პირველი ხარისხის დამწვრობა და ხელის მოტეხილობა.
-ჯონგინი?
-რა მოხდა?
-ჩემი დაქალის ძმაა- ვუთხარი და პაციენტისკენ წავედი.
-თქვენ ფორმა არ გაცვიათ!
-ვიცი და მერე რა?!
-უბრალოდ...
-რა უბრალოდ? მგონი ამდენ ლაპარაკს ჯობია საქმეს მივხედოთ.
-ჰეი, ჯონგინ. თქვენ დღეს გმირობა ჩაიდინეთ, ბიჭებო! ძალიან მაგრები ხართ- ვუთხარი და საქმესაც შევუდექი. შევამჩნიე როგორ ჩაიღიმა ჟანგბადის ნიღბის ქვეშ და მზერა კვლავ ჭერს მიაპყრო. დაახლოებით ნახევარი საათი დამჭირდა ყველაფრის გაკეთებისთვის
-ასეც ასე! ყველაფერი მზადაა- ხელები დავატყაპუნე და ღიმილით შევხედე ჯონგინს.
შევამჩნიე როგორ აწია ხელი და ნიღაბი მოიძრო.
-მადლობა- წაიჩურჩულა და ნაზად გამიღიმა
-პირიქით! შენ მადლობა, რომ გადარჩი- თბილად ვუთხარი და პალატიდანაც გამოვედი. გამოყენებული ხელთათმანები იქვე ჩავაგდე და მიმღებისკენ წავედი.
-ადელაიდა- გავიგე როგორ წამოიყვირა ვიღაცამ უკნიდან.
-სანა!- აღმომხდა და მთელი ძალით ჩავეხუტე.
-დანარჩენები სად არიან?
-გამოკვლევაზე! შენ როგორ ხარ?
-მე? მე კარგად. თქვენ როგორ ხართ ის მითხარი. ხო არაფერი გტკივა ან თუნდაც გეწვის.
-მე? არა არა! მე კარგად ვარ! ბიჭები როგორ არიან?
-ჯონგინს მე მივხედე. დანარჩენები არ ვიცი.
-ჩანიოლი როგორ არის?- მკითხა შეწუხებული სახით და თავი დაბლა დახარა.
-ჩანიოლი? რა მოხდა...
-ბოლოს გამოვიდა, მაგრამ მერე ისევ შებრუნდა.
-შებრუნდა?
-კი. შებრუნდა 5 წლის პატარა გოგონა იყო დაკარგული და მის გამოსაყვანად შებ..- წამოახველა და ისევ გააგრძელა- შებრუნდა. გამოიყვანა თუ არა უგონოდ დაეცა. კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ დამწვრობები საკმაოდ ჰქონდა.
-კარგი! წავალ ვიკითხავ- ვუთხარი, ხელი მკლავზე ჩამოვუსვი და უკან დავბრუნდი.
მთელი განყოფილება საშინელ ღრიალს მოეცვა. ვიღაც გაუთავებლად ღრიალებდა. საშინელი ტკივილი იყო ჩაქსოვილი მის ბგერებში. ისაა. გავიფიქრე და ხმაას გავყევი.
პალატის კარები შევაღე. ნახმარი ბინტები ძირს ეგდო და ფაქტიურად მთელს სივრცეს იკავებდა. მაღლა ავიხედე და დავინახე ისიც. ვარდისფერი თმები ქაოსურად ეყარა ბალიშზე. ოფლი წვეთ-წვეთად ჩამოდიოდა და სადღაც უჩინარდებოდა. სხეული მთლიანად გაფითრებულიყო. თითებს ნაჭერს უჭერდა, ისე ძლიერ რომ ფერიც კი აღარ ედო მის შავგვრემან კანს. სახე საშინლად მოჭმუხნული. მძიმედ სუნთქავდა. გულმკერდი ძალიან იშვიათად, მაგრამ ძლიერად უცემდა. ვხედავდი როგორ ჰქონდა დაჭიმული კუნთები. ვხდებოდი როგორ ტკიოდა. მარჯვენა ხელის თითქმის 90% წითელ ლაქებში ჰქონდა დაფარული.
-გამაყუჩებელი?- შევეკითხე ექთანს და თან ხელთათმანიც გავიკეთე.
-მაქსიმალური დოზა.
-გასააგებია
ჩავილაპარაკე მივუახლოვდი. ახლა უკვე უფრო კარგად ვარჩევდი მისი სხეულის თითოეულ ნაკვთს. ვხედავდი ტატუს, რომლითაც თითი ჰქონდა დაფარული. ვხედავდი, მის კისერს, რომელიც საშინლად ჰქონდა დაჭიმული. ვხედავდი თუ როგორ უვარდებოდა ერთი მეორეს მიყოლებით ცრემლები.
-მტკივა!- ამოიჩურჩულა და სლუკუნი დაიწყო. -დამეხმარეთ! ვერ შევძლებ ამდენს! გთხოვთ! აააა- ბოლო ბგერები შედარებით ხმამაღლა თქვა. სხეული მაღლა ასწია და მერე ისევ ლოგინზე დაამხო. დრო გამოშვებით ფეხებს ზეწარს უსმევდა.
-შენთან ვარ! დამშვიდდი- ვუთხარი და ხელი თმებზე გადავუსვი.
-მტკივა ექიმო! მტკივა- იმეორებდა და ვერ ჩერდებოდა.
-მესმის! უბრალოდ უნდა აიტანო ცოტა ხანი! შემდეგ კი წავა ტკივილი. ყველაფერს აქვს დასასრული. მათ შორის გრძნობებსაც ანუ ტკივილსაც. ცოტა ხანი და წამალიც იმოქმედებს. ყველაფერი კარგად იქნება. პირობას გაძლევ.
თვალები გაახილა და დავინახე მისი ღრმა თვალები, რომელიც ძალიან დიდი ტკივილით ჰქოდნა სავსე. ჩაწითლებოდა თვალები და მთლიანად ცრემლიანი ჰქონდა. ხელი მის თითებს შევახე და ძლიერად მოვიჭირე.
-ჩან... დამშვიდდი.
არც კი ვიცი როგორ ან რატომ, მაგრამ მომისმინა. შეჩერდა და მომაშტერდა არაფრის მთქმელი, მაგრამ მაინც ყველაფრის მთქმელი თვალებით.
-ჩვენ გავალთ!- მითხრეს სხვებმა და ოთახიდან გავიდნენ.
-მე ადელაიდა მქვია. შენი ექიმი ვარ!
-რაფუნცელ...
წაიჩურჩულა და თვალები დახუჭა. თითებიც მიუსუსტდა. ჩამეღიმა და ფანჯარას გავხედე.
პალატაში სიჩუმე იყო. შეიძლება ითქვას აბსოლიტური სიჩუმე! უბრალოდ ამ აბსოლიტურობას ჩვენი სუთქვა და ხმადაბალი წრიპინი არღვევდა.
დავინახე როგორ გაიელვა. მალევე ჭექაქუხილის ხმაც გაისმა. ცა ღრუბლებით იყო დაფარული. სხვადასხვა ფორმის ღრუბლებით, რომლის უკანაც მთელი სამყარო იმალებოდა. კიდევ ერთხელ გაიელვა და კიდევ ერთხელ მოყვა ამ სილამაზეს აბობოქრებული ღრუბლების ხმაც. ჩანიოლი შეიშმუშნა და ჩემს მხარეს გადმობრუნდა. ხელი წელზე მომხვია და თავი კალთაში ჩამიდო.
ღრმად სუნთქავდა. ტუჩები წინ ჰქონდა გამოწეული. წამწამები ლამაზად ეხებოდნენ ერთმანეთს. თითებო მის ნაკვთებს ავაყოლე. ღიმილი გამიფართოვდა, როგორც კი მის ხალს წავაწყდი ცხვირზე.
-პარკ ჩანიოლ! გილოცავ დაბადების დღეს!-წავიჩურჩულე და თითები მის თმებში შევასრიალე.
წავეთამაშე მის ვარდისფერ თმებს, რომელიც გაუხეშებული ჰქონდა, ადგილ-ადგილ გამურულიც კი იყო. განიერი მხრები ლამაზად ელაგა საწოლზე, მაღალი კისერი კი ძალიან მომხიბვლელად მოეთავსებინა ჩემს მუხლებზე. აჰ! რაზე ვფიქრობ! ის ჩემი პაციენთია! გამოფხიზლდი, ადელაიდა!
ჩავიღიმე და ხელებით საწოლს დავეყრდენი. თავი უკან გადავაგდე და მზერა თეთრ ჭერს მივაპყარი.
და, გაწვიმდა!

სოუ, სოუ ^^ როგორ ხართ, ჩემო შოკოლადებო?! დაგიბრუნდათ თქვენი ჩანიოლზე შეყვარებული Alien, მე-4 ფიკით <3 და კი... ისევ ჩანიოლზეა! არ გაგიკვირდათ, არა?! ალბათ ფიქრობთ კიდეც რომ გიჟი ვარ! აბა რამ გამამწარა! ოთხივე ფიკი, ამ ყურებპარტყუნა არსებაზე რომ დავწერე და რომ ვწერ :დ ჩემი თავის მიკვირს. მგონი უკვე რეფლექსურად მეწერება :დ cover როგორ მოგწონთ? ჩემი პირველი შემოქმედებაა ფოტოხელოვნებაში :დ <3 
იმედია ეს ფიკიც მოგეწონებათ <3 თქვენი შეფასებები და კომენტარები რომ მახარებს და მაბედნიერებს იცით <3 ისიც იცით, რომ მიყვარხართ <3 მაგრამ არც ერთის თქმა მომბეზრდება <3 კაი'თ. თუ მოგეწონათ პირველი თავი vote and comment <3 მიყვარხართ <3 

27.XI (დასრულებულია)Where stories live. Discover now