"როცა თვალებს ვხუჭავ, ვხედავ სამყაროს, რომელიც არასოდეს დაგიტოვია"
პირველ ჯერზე, როცა კი მასზე ფიქრს იწყებს, ჯერ მისი ნათელი ღიმილი ახსენდება.
როგორ უბრწყინავდა თვალები და რაოდენ თვალისმომჭრელად აჭერდა ოცდათორმეტივე კბილს ერთმანეთს.
ის იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ბიჭის ცხოვრებაში.
თითქოს მიეჩვია, რომ ფიქრის მეტი არაფერი შეუძლია.
დიდი ხნის წინ შეეგუა ყველაფერს..ამბობენ, სიყვარულს პირობები არ უნდა წაუყენოო.
ამ აზრს ბევრი ეთანხმება, წესადაც კი მიაჩნიათ. მაგრამ, თუკი სიყვარულს პირობები არ აქვს, რატომ არის, რომ ყველა ცდილობს სწორად მოიქცეს?
დასკვნა ერთია, შენთვითონ ადგენ შენივე სიყვარულის წესებს და წყვეტ, მას დაიცავ თუ - არა.სიყვარულს არ სჭირდება მიზეზები და პირობები, როგორც უკვე აღვნიშნეთ.
გიყვარს? შეიგრძენი, იცხოვრე და გიყვარდეს, სანამ ეს სასტიკი ცხოვრება საბოლოოდ დაგასვამს დაღს.* * *
წინ დადებულ გაზეთს იღებს და გარკვევით გამოკვეთილ სიტყვებს ხმამაღლა კითხულობს:
"ჯონ ჯონგუკის ახალი წიგნი, რომელმაც ყველას გული დაიპყრო.
სევდით და რომანტიკით მოცული რომანი სახელად, თეჰიონი" -გაეღიმა, ყოველთვის ეღიმებოდა მისი სახელის წარმოთქმისას.
იქვე დადებულ სიგარეტს ხელს სტაცებს და სანთებელას უცებ ანთებს.
ის ყოველთვის უშლიდა მოწევას, არადა სექსის შემდეგ თვითონაც ეწეოდა ხოლმე.
ვერასდროს ხვდებოდა ამას რატომ აკეთებდა.
ახსოვს, ერთხელ რომ ჰკითხა, თეჰიონმა ასეთი პასუხი გასცა:"არ მინდა, ჩემსავით დაავადებული ორგანიზმი გქონდეს, შენ უნიკალური ხარ, გუკ. "
ამის მეტი არაფერი დასცდენია. მაშინ რა იცოდა ჯონგუკმა, რომ თეჰიონი სერიოზულად საუბრობდა?
ან როგორ უნდა სცოდნოდა,
ამ ბიჭს ვერაფერს გაუგებდი."დღეს წიგნის პრეზენტაცია მაქვს.
იმ წიგნის, რომელიც შენზე დავწერე.უცნაური ადამიანი იყავი და მუდამ დარჩები ჩემს გულში.
უშენოდ რთულია იცი?
ყოველთვის სინათლე შეგქონდა ყველას ცხოვრებაში ისევე, როგორც ჩემსაში.უკვე დაგემშვიდობე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: ნახვამდის თეჰიონ, ჩემი ცხოვრების სიყვარულო..
აჰ და კიდევ, შენი დახატული ნახატი "მოვიპარე" ყდისთვის. საოცრად მოუხდა. იმედია არ გაბრაზდები.
პრინციპში, ამას ვერც მოახერხებ.ნახვამდის...
ბრჭყალის ბოლო სადღაც შორს არის, დასასრულისკენ.
"ისევ ერთად " -იყო ბოლო სიტყვები..
დასასრულის დასაწყისი.
YOU ARE READING
A bit strange
Fanfiction..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...