თეატრში, რაღაც ძველ ფილმს უჩვენებდნენ და თეჰიონმა აიტეხა, წავიდეთო.
გუკი, რა თქმა უნდა, დაითანხმა და უკვე ორივენი ეკრანის წინ იყვნენ მოკალათებულნი.
თეჰიონს მის მხარზე ედო თავი და ხელი მის თითებში ჰქონდა ახლართული.
-თე.. -დაიჩურჩულა გუკმა.
-ჰმ.
-დღეს სადღაც უნდა წაგიყვანო.
-სად? -ინტერესიანი თვალებით შეხედა.
-ნახავ. -გაეცინა უფროსს.
-მაინტერესებს! -დაიწუწუნა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ აღარაფრის თქმას აპირებდა, გაჩუმდა.
ფილმი საკმაოდ სასაცილო აღმოჩნდა. თეჰიონმა იმდენი იცინა ეგონა, გული წაუვიდოდა.
გუკს ეღიმებოდა მასზე და მის სიცილზე გულში რაღაც გაჰკრავდა ხოლმე.
გარეთ გამოსულები ჩუმად მიჰყვებოდნენ გზას.
ჯერ დაღამებული არ იყო.
-გუკ, სახლი აქეთ არ არის. -ამბობს თეჰიონი და ბიჭს უკან მიჰყვება.
-ხომ გითხარი სადღაც მიმყავხარ მეთქი? -გაეღიმა.
-ოჰ, კარგი. -თეჰიონსაც გაეღიმა და წინ მიმავალ ბიჭს აედევნა.
მალე ტყესთან მოხვდნენ. გუკი კი შიგნით შესვლას აპირებდა, როცა თეჰიონი გაჩერდა.
YOU ARE READING
A bit strange
Fanfiction..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...
