სტაფილოსფერი ვარვარებით მოცული მზე, ჩადის და უერთდება მწვანე ელფერის ტბას, რომელიც სულ ოდნავ ირწევა.
ეს ისეთი ლამაზი სანახავია, შეიძლება გულჩვილ ადამიანს ცრემლიც კი მოადგეს.ასე იყო თეჰიონიც.
მისი ნათელი თვალებიდან ცრემლებმა შეფარკლულ ღაწვებზე იწყეს დენა.-რა გატირებს? -მკრთალი ღიმილით ეკითხება გუკი.
თეჰიონი უხმოდ მოეხვია ბიჭს და თავი მის ყელში ჩარგო.-არ უნდა შეგყვარებოდი. -ამბობს სრუტუნით და ცხვირს მის ნაზ კანს უხახუნებს, რომელსაც თითქოს ასკილის სურნელი აქვს.
ალბათ მეათასედ მაინც ეუბნება ამ წინადადებას :
"არ უნდა შეგყვარებოდი" და მეათასედვე პასუხობს გუკი:
"ნუ სულელობ" -თითქოს ეს რუტინად იქცა.-შეგცივდება, სახლში შევიდეთ. -ამბობს უფროსი მზრუნველი ტონით.
თეჰიონმა თავი დაუქნია და ბიჭს უკან გაჰყვა, მაგრამ უეცრად სისუსტე იგრძნო და წაიქცეოდა, რომ არა გუკის რეფლექსები. ბიჭმა უცებ მოიქცია ხელებში მისი სხეული.-თეჰიონ, ცუდად ხარ? -ეკითხება შეშინებული.
-არა, ალბათ მშია.. -თქვა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
![](https://img.wattpad.com/cover/150823459-288-k1524.jpg)
YOU ARE READING
A bit strange
Fanfiction..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...