V

1.5K 246 19
                                    

ჯონგუკის სახლი ნახევრად მდიდრული გახლდათ.

იკითხავთ, ნახევრად მდიდრული რას ნიშნავსო.

მწერალი, არ იყო მატერიალისტი, მაგრამ ძვირფასი ნივთები მაინც უყვარდა.
მის სახლში ნახავდით მუზეუმის ექსპონატებივით დალაგებულ ვაზებსა და ლარნაკებს, რაც თეჰიონის თვალს არ გამოპარვია.

-ესენი რათ გინდა? -იკითხა თეჰიონმა. მის ხმაში ოდნავ ირონიასაც შეამჩნევდით.

-არ ვიცი, მომწონს. -თქვა  და თაროზე მდგარი ვისკი, ჭიქაში ჩაასხა.

-რა მოგწონს ამაში? -იკითხა თეჰიონმა და ლარნკებს უფრო კარგად დააკვირდა.

-ამას მეუბნება ადამიანი, რომელსაც სახლში ცარიელი ჩარჩოები უკიდია? -ღიმილი შეეპარა გუკს.

-რას უწუნებ ჩემს ჩარჩოებს? -გაიკვირვა თეჰიონმა.

-კარგი, ახლა ჯობს, ჩემი საფირმო წამალი მოგიმზადო და შენი გაციება უცებ გაქრება. -თავი ამაყად ასწია რაზეც
თეჰიონს გაეცინა და სავარძელზე ჩამოჯდა.

ბიჭი უყურებდა ჯონგუკს, რომელიც მთელი მონდომებით აკეთებდა რაღაც ნახარშს, როგორც თვითონ უწოდა. მისი ფოკუსირებული თვალების შემყურეს, ტანში უცნაურმა ტალღამ დაუარა.

A bit strangeWhere stories live. Discover now