XIV

1.5K 243 63
                                    

სიკვდილი.

სიტყვა, რომელიც ყველას გვაშინებს.
სიტყვა, რომელიც ყველაფერს ანადგურებს
და სიტყვა,
რომელიც საშიშია,
ძალიან საშიში.

ჯონ ჯონგუკი, არასოდეს ყოფილა მშიშარა ადამიანი. ის ყველა პრობლემას ადვილად უმკლავდებოდა. მაგრამ მის ცხოვრებაში სიყვარულმა დაისადგურა. სიყვარულმა, რომელმაც აქამდე მიიყვანა,
ამ ტანჯვამდე.

ენატრებოდა, კვდებოდა ისე ენატრებოდა. მისი სურნელი ისევ მთელს სახლში ტრიალებდა. მისი ცარიელი ჩარჩოები ისევ კედლებზე ეკიდა. ყველაფერი იგივე იყო გარდა ერთისა, აქაურობას მთავარი სულისჩამდგმელი ეკლდა. თეჰიონი აქ არ იყო.
მან დატოვა სამყარო, დატოვა გუკი და წავიდა. შორს წავიდა, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.
ჯონგუკი ფერმკრთალი და დასუსტებული იყო. არ ჭამდა, არ ეძინა და ბევრს ეწეოდა, ძალიან ბევრს.

    ბლოკნოტში ხელში იღებს და გამჭოლი მზერით დაჰყურებს.
თითქოს ვერ ბედავს, გადაშალოს.
თითქოს ეშინია ყველაფრის წაკითხვის. ჰგონია, ვინმე განიკითხვას მის ქმედებას, რადგან თეჰიონის დღიური დაუკითხავად აიღო, მის დაუკითხავად.
ყდას ნელა შლის და ფურცელზე პატარა, ჩაწიკწიკებული ხელნაწერი მოსჩანს.
 

A bit strangeWhere stories live. Discover now