სამშაბათი დღე იყო.
ჯონგუკმა გადაწყვეტა, მამის სახლში წასულიყო.
არ იცის, რატომ, იქ წლებია არ მისულა.გუკის შესვლა მამისეულ სახლში უკვე აღარ ჰგავდა წლების წინანდელ დაბრუნებას.
ახლა ყოველივეს სხვა თვალით უცქერდა.
გაახსენდა დრო, როცა ის და მისი ახლა უკვე გარდაცვლილი მეგობარი საკუ, ერთად თამაშობდნენ ამ ეზოსა და სახლში.
მამამისი მუდამ უშლიდა საკუსთან სიახლოვეს, თუმცა ბატონი ჯონი, მას ყველაფერს უშლიდა და ამას მიჩვეულიც კი იყო.ჯონგუკის მამა მკაცრი და გულქვა კაცი იყო, რომელმაც შვილის აღზრდის და მასზე ზრუნვის მოვალეობა მთლიანად ძიძას გადააბარა, როცა მისი ცოლი გარდაიცვალა.
გუკს არ ახსოვდა ოდესმე მამისგან თბილი სიტყვა მოესმინოს. პირიქით, მამა ხშირად აკრიტიკებდა და მას უნიჭოს ეძახდა.
როცა ბატონ ჯონს მწერლობის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, კაცმა გადაიხარხარა და ტელევიზორის ყურება განაგრძო, რომელშიც მოხუცებისთვის განკუთვნილი "სასაცილო" შოუ გადიოდა. გუკს ეს არ სწყენია, როგორც უკვე აღვნიშნე, ის მიჩვეული იყო მამის ასეთ საუბარს.როდესაც ჯონგუკმა პირველი სადებიუტო წიგნი გამოსცა სახელად: "შენს შიგნით" -გაიფიქრა: "აბა ახლაც გაიცინე მოხუცო"- მაგრამ მიხვდა, რომ გარდაცვლილზე გაბრაზება არ შეიძლება და დაივიწყა ეს ფიქრები.
მამისგან, როგორც ერთ შვილს, უამრავი ქონება დარჩა, მაგრამ მთელი მისი ფული ქველმოქმედებაში ჩადო.
მას მიზნები ჰქონდა, რომელსაც აუცილებლად თავისი შრომით მიაღწევდა და ეს გააკეთა კიდეც.

YOU ARE READING
A bit strange
Fanfiction..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...