დასაწყისი
ქერათმიანი ყოველ წამს საათს დაჰყურებს.
იფიქრებთ, სადმე აგვიანდებაო, მაგრამ ასე არაა.
ეს მისი ჩვევაა.
ფეხს ნერვიულად ათამაშებს და ახალ მოტანილ გაზეთს უყურებს, რომელსაც ეტყობოდა, წვიმაში დაუსველდათ და შემდეგ გააშრეს.
მაგიდაზე გოგონამ ყავა დადგა და გაუჩინარდა.ყავის სურნელი შეისუნთქა.
სულ არ უნდოდა დღეს ყავის დალევა, მაგრამ ყოველთვის იმას აკეთებს , რაც არ უნდა.
ამას გამიზნულად არა, შემთხვევით აკეთებს.
გაზეთს გვერდით დებს და ახლაღა აკვირდება გარემოს.
კაფე ძველ სტილშია გადაწყვეტილი.
კედლები მუქი ელფერისაა. ცოტა ცივი, მაგრამ კომფორტული გარემოა.
ხელებს ყავის ჭიქას ხვევს გასათბობად.
მისი თლილი თითები მთელს ჭიქაზეა შემოხვეული, თითქოს, ეს პატარა ჭიქა მისი დიდი ხელების ნადავლი ყოფილიყოს.ქერათმიანი ულამაზესია.
ფარფატა, თეთრი და მოზრდილი პერანგი ჩაუცვამს, რომელზეც ნათლად შეამჩნევდით საღებავის კვალს. ეს შეიძლება ხელოვნურად იყო გაკეთებული, მაგრამ რეალურ საღებავს უფრო ჰგავდა.
მისი საოცარი, ხორბლისფერი კანი, ერთიანად ბრწყინავდა, თითქოს ანათებდა კიდეც.
ის შეუდარებელი იყო,
ამას კუთხეში მჯდომი შავგვრემანიც ამჩნევდა.

YOU ARE READING
A bit strange
Fanfiction..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...