მათი თითოეული დღე მზის თბილ ნათებას ჰგავდა, რომელიც ცივი შემოდგომისას გათბობს და თავს ბედნიერად გაგრძნობინებს.
ყოველი დილა ტკბილი კოცნით იწყებოდა. შემდეგ თეჰიონი დგებოდა, რომ თავისთვის ჩაი მოემზადებინა. გუკი სულ ეუბნებოდა, მე არ მინდაო, მაგრამ მუდამ თეჰიონის ჭიქიდან სვამდა ხოლმე, რაზეც ბიჭი ბრაზდებოდა.-საღამოს რედაქციაში წვეულებაა, ყველა შეყვარებულთან ან მეუღლესთან ერთად იქნება. წამოხვალ? -ამბობს უფროსი საუზმის დროს.
-რა წვეულება? -დაინტერესდა თეჰიონი.
-მგონი რედაქციის დაარსებიდან ოცი წლის თავი, თუ რაღაც მსგავსი. -მხრები აიჩეჩა. თეჰიონს გაეცინა მის პასუხზე.
-რა თქმა უნდა, წამოვალ. -ამბობს ბოლოს.
საუზმე უცებ დაასრულეს, თეჰიონმა მაგიდა მიალაგა და დახლს დაეყრდნო.
-წავედი. -ამბობს გუკი და თეჰიონს ნაზად კოცნის.
-წადი, თორემ დაგაგვიანდება. -მსუბუქად ჰკრავს ხელს და იცინის.
ჯონგუკი წუთით მის წინ მდგომს მიაშტერდა.-ვიცი, ამას ხშირად გეუბნები, მაგრამ ულამაზესი ხარ, თეჰიონ და არც კი იცი, როგორ ამაყად ვგრძნობ თავს, რომ მე მეკუთვნი. -გაიღიმა ბიჭმა.

YOU ARE READING
A bit strange
Fanfiction..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...