ქერათმიანი კაფეში ისევ იმავე ადგილას ზის და მთელი ძალისხმევით ცდილობს, ამ მომცრო ჭიქაში, ოთხი კოვზი შაქარი ისე ჩაყაროს, რომ სითხე არ დაიქცეს. ცოტა ხანს იწვალა და ბოლოს მიხვდა, რომ ყავა გაცივდა.
გაიბუსხა და ხელებ-გადაჯვარედინებული დაჯდა.-ისევ შევხვდით. -ესმის ხმა, რაც აიძულებს თავი ასწიოს და ხმის პატრონს შეხედოს.
მის დანახვაზე სახეზე ნაზი ღიმილი ეფინება.-გამარჯობა. -ამბობს მშვიდი ტონით და ხელით ანიშნებს დაჯექიო.
ორი წუთი უჩუმრად სხედან.
თეჰიონი თავის სამყაროშია, ჯონგუკი თავისაში.
აქვთ ერთნაირი და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფიქრები.-იქნებ სადმე გაგვევლო? -ამბობს ბოლოს ყავისფერთმიანი და თეჰიონის პასუხს ელოდება.
ქერამ იგივე მზერა სტყორცნა, რაც პირველ შეხვედრისას. დაბნეული, მაგრამ თან დაეჭვებული მზერა. ჯონგუკი მზად იყო, რომ ის უარს ეტყოდა, მაგრამ მალევე გაისმა მისი ნაზი, საოცარი და ღვთიურად ბოხი ხმა:
-რატომაც არა. -ჩაიღიმა და ფეხზე უცებ წამოდგა, თითქოს ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდაო.
ქუჩას უჩუმრად მიუყვებოდნენ.
მათ ჰარმონიას მხოლოდ მატარებლის ხმა არღვევდა.

YOU ARE READING
A bit strange
Fanfiction..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...