-მინდა, რომ სულ ჩემთან იყო. - მის სიტყვებზე ბიჭმა ჭამა შეწყვეტა და წინ მჯდომს თვალი გაუსწორა.
-გუკ, ეს..
-რამდენი ხანი გავიდა, რაც ერთმანეთს შევხვდით?
ერთი თვე? ყოველ დღე მინდა, რომ ჩემს გვერდით იყო. უფრო და უფრო მეტად ვხდები შენზე დამოკიდებული..თეჰიონი ხმას არ იღებდა. თავი დახრილი ჰქონდა და ხელებს აწვალებდა.
-ამის მეშინოდა. -თქვა ბოლოს და თავი დახარა.
-რატომ? - ტონი დაასერიოზულა ჯონგუკმა.
-უნდა წავიდე. -ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა, მაგრამ უფროსი უცებ აღიმართა მის წინ.
-რატომ ცდილობ, გამექცე? -ხელები მოჰკიდა და სახე მაღლა ააწევინა.
-ჯონგუკ, ვერ აგიხსნი.. უბრალოდ უნდა წავიდე. -განთავისუფლებას ცდილობს ბიჭი.
-ხომ იცი, რომ არ გაგიშვებ? -ამბობს და ნაზად კოცნის ტუჩებზე. თეჰიონს მაშინვე თვალები ეხუჭება.
-გუკ.. -ამბობს თითქმის ჩურჩულით.
-თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ გაგიშვა. იცოდე, რომ ეს არასოდეს მოხდება. -გაიღიმა ჯონგუკმა.
YOU ARE READING
A bit strange
Fanfiction..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...