XIII

1.5K 238 48
                                    

დილა თეჰიონის ფუსფუსით დაიწყო. სახლთან ახლოს ტყეში დაიარებოდა და გარემოს ალამაზებდა.
გუკს ამ დროს ეძინა.
უნდა სძინებოდა კიდეც, ჯერ დილის ექვსი საათი არც იყო.

-გუკიი.. -ჯონგუკს თეჰიონის ხმა ჩაესმის.

-ჰმმ.. -პასუხობს ისე, რომ თვალებს არ ახელს.

-გუკ, ადექი რაა, დრო არ გვაქვს. მინდა რომ დღე ერთად გავატაროთ. -გაიცინა ბიჭმა და ყავისფერთმიანს ყელზე აკოცა.

-თეჰიონ, მეძინება. -ამბობს  და ნელა ახელს თვალებს.
როცა გაბუტულ ქერას ხედავს, ეცინება.

-კარგი, კარგი, ვდგები. -ბიჭს ჩაეხუტა და საწოლზე წამოჯდა.
-აბა რა გეგმები გვაქვს, ბატონო თეჰიონ? -იკითხა, როცა ხალათი შემოიცვა და სამზარეულოსკენ დაიძრა.

-არ ვიცი. უბრალოდ მინდა, მთელი დღე ერთად ვიყოთ. -გაიღიმა ბიჭმა და ჭიქაში ადუღებული წყალი ჩაასხა.

გადაწყვიტეს, ქალაქში გაევლოთ.
დადიოდნენ ქუჩებში და იცინოდნენ.
ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში და სიყვარულს გრძნობდნენ.
ან, იყო კი ეს გრძნობა, სიყვარული?
მგონი უფრო მეტიც იყო.
მათ თითოეულ მოძრაობასა, თუ სიტყვაში ჩანდა, რამხელა პატივისცემა და ნდობა ჰქონდათ ერთმანეთის. როგორ ძლიერ სჭირდებოდათ ერთად ყოფნა.
თითქოს ორი ადამიანი კი არა, ერთი სხეული ყოფილიყვნენ.

A bit strangeWhere stories live. Discover now