ავტორი

1.4K 146 68
                                    

ვარედაქტირებდი და რატომღაც მომინდა, რომ ეს დამეწერა.

უკვე დიდი ხანია გასული, რაც ეს ფიქი დასრულდა.. ბოლო-ბოლო 15 წლის ვიყავი, როცა ვწერდი..

სიმართლე რომ ვთქვა, არასოდეს არ ვარ კმაყოფილი ჩემი ნამუშევრებით. მუდამ რაღაც მაკლია.. არ ვიცი, გრძნობა, აღწერა თუ რა, მაგრამ კმაყოფილებას ვერასოდეს ვაღწევ.. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად ვამბობ.
"A bit strange" - საუკეთესოა ჩემთვის. (ჩემს ნაშრომებში) ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეს ფიქცია ძალიან კარგი და უნაკლო მგონია, არა, ვიცი, ბევრი თავისი ხარვეზი აქვს, რისი შეცვლაც სულაც არ მინდა, რადგან ამიტომ მიყვარს.. რაღაც პირადულია, ჩემი, რომელიც წლებთან ერთად გამოვცადე და გამოვიტანე სააშკარაოზე. მიყვარს იმიტომ, რომ ასეთია.. შეიძლება, ვერ გაიგოთ, რას ვგულისხმობ, მაგრამ არაფერია, ზოგჯერ ვერც მე მესმის..
ის პერიოდი, რაც ამ ფიქციას ვწერდი, ძალიან კარგად მახსოვს..
ამ მოთხრობამ გამზარდა ყველანაირად. ჩამომიყალიბა ის აზრები, რაც ასე არეულად მეხვია გარს.. მოკლედ, ეს იყო ის, რამაც ყველანაირი შეხედულება დამილაგა. ამის შემდეგ დავიწყე მეტად სერიოზულ თემებზე წერა.
ამ ფიკის წერის პროცესში მუდამ იმ გრძნობებს განვიცდიდი, რასაც პერსონაჟები. პატარა რვეულს დავატარებდი ყველგან და როცა კი იდეა მომაწვებოდა, თითების ტეხით ვწერდი, რომ არ დამვიწყებოდა. საუკეთესო მოგონებები არის და იქნება ეს ჩემთვის.. ალბათ ყველა ავტორს ამად უღირს ყველაფერი..
ამ საოცარ განცდებად.
როცა იდეების კორიანტელი გაქვს თავში და გეშინია, რამე არ გამოგრჩეს..

ცუდი პერიოდებიც, იყო, რა თქმა უნდა, იყო.
ჩვეულებრივი მოვლენაა.
თუმცა ყველაფერი კარგად არის.
ვაღიარებ, ეს სტრესი თქვენი წყალობით გადავიტანე.
კონკრეტულად კი, როცა ცუდად ვიყავი, შემოვდიოდი აქ,
ვხსნიდი "A bit strange"-ს და ბოლო თავის კომენტარებს დაუსრულებლად ვკითხულობდი. (ახლაც ასე ვაკეთებ.. )
ყველა კომენტარი ზეპირად ვიცი..
სიგიჟეა, მაგრამ ასეა.
არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა..
ალბათ ამის წერა დაგვიანებულია.
უკვე აღვნიშნე, რომ ფიკი დიდი ხანია დასრულებულია, მაგრამ მინდოდა, ეს მეთქვა.

გრძნობების გამოხატვა ნამდვილად არ შემიძლია, თუმცა მინდა იცოდეთ, რამდენად ბევრს ნიშნავთ ჩემთვის..
რომ არა თქვენ, რომ არა თქვენი ამხელა მხარდაჭერა, არც არაფერი იქნებოდა.
მადლობა.
მართლა ძალიან დიდი მადლობა.

ყველანი ძალიან მიყვარხართ.

თქვენი jiminisgod.

A bit strangeWhere stories live. Discover now