VII

1.4K 239 29
                                    

ერთი კვირა ისე გავიდა, გუკს თეჰიონი არ უნახავს.
თავს უცნაურად გრძნობდა.
ბიჭის მოძებნა სცადა, მაგრამ არსად იყო.
სახლის მისამართიც კი გაიგო, მაგრამ მხატვარი არც იქ აღმოჩნდა.
ასე უბრალოდ გაქრა და არავისთვის არაფერი უთქვამს, არანაირი კვალი არ დაუტოვებია.

"რამე არასწორად გავაკეთე?" -ეს კითხვა ღრღნიდა ჯონგუკს, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ მისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო თეჰიონის გაქრობა.

თბილი საღამო იყო,  ნელი ნაბიჯით ბრუნდებოდა რედაქციიდან. მიაბიჯებდა ვიწრო ქუჩაზე და ხელში ახლად ნაყიდი ცხელი ყავა ეჭირა.
იქვე მყოფ ხის სკამზე დაჯდა და გარემოს თვალი მოავლო.

ჭიქას გვერდით დგამს და შუბლით ხელებს ეყრდნობა, თითქოს რაიმე მნიშვნელოვანს იხსენებსო.

-გამარჯობა. -ესმის ხმა, რაც აიძულებს თავი ასწიოს.

-მეგონა, არასოდეს აღარ გამოჩნდებოდი. -თქვა ოდნავ შეფარული საყვედურით და ჰორიზონტს გაუშტერა მზერა.

-მაპატიე. -თეჰიონის ხმა ასეთი არასოდეს ყოფილა. თითქოს ცოტაც და ატირდებოდა.

-კარგად ხარ? -ეკითხება ეჭვით და მზერას უსწორებს.

A bit strangeWhere stories live. Discover now