თეჰიონი დიდ პლედში იყო გახვეული, ხელში ცხელი ჩაის ჭიქა ეჭირა და ფანჯრის რაფაზე იჯდა. უყურებდა წვიმას, რომელიც გამალებით აკაკუნებდა ფანჯრებზე.
გაზაფხულის დასაწყისი მათთან ამ წელიწადს ძალზე ცვალებადი გამოდგა. ხან მართლაც გაზაფხულის თბილი მზე ანათებდა, ხან კი მოიღრუბლებოდა და ქარბუქი ამოვარდებოდა ხოლმე.თეჰიონი თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში.
იქაც ასე დასკუპდებოდა ხოლმე წვიმის დროს რაფაზე და სანამ იქვე არ ჩამოეძინებოდა ნებას არ იბოძებდა და არ დგებოდა.
როცა გაახსენდა, რომ ახლა გუკის სახლშია და არა თავისაში, ოდნავ წამოწითლდა და სახე პლედში ჩარგო, რომელიც იმხელა იყო, რომ კიდევ რამოდენიმე ადამიანი დაეტეოდა.უფროსი კარს ოდნავ აღებს და შიგნით იყურება. როცა თეჰიონს ხედავს ეღიმება. პატარა ლეკვს გავს, რომელიც ცდილობს გათბეს.
ოთახში ნელი ნაბიჯით შედის.
თეჰიონი ვერ იგებს მის შემოსვლას, ღრმა ფიქრებშია ჩაძირული.-გცივა? -იკითხა დაბალი ხმით. მის ხმაზე თეჰიონმა უცებ შემოაბრუნა თავი.
-არ მცივა. -გაიღიმა და გვერდით მიიჩოჩა, რომ გუკს დაჯდომა შესძლებოდა.

YOU ARE READING
A bit strange
Fanfiction..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...