უკვე ერთი კვირა იყო გასული, რაც გუკმა თეჰიონი გაიცნო.
მას იმ კოკისპირული წვიმის შემდეგ აღარ შეხვედრია.
ჯონგუკი რედაქციაში მუშაობდა და დაკავებული მამაკაცი გახლდათ.
არა, რა თქმა უნდა, უნდოდა თეჰიონის ნახვა, რამდენჯერმეც კი იყო იმ ქუჩებში, სადაც ის ხშირად დადიოდა, მაგრამ ვერსად წააწყდა ახალგაზრდა მხატვარს.
ნეტავ, მისამართი მაინც ვიცოდეო, გაიფიქრა,
თუმცა, რომ სცოდნოდა რა შეიცვლებოდა?
მის სახლში მისვლას ნამდვილად არ აპირებდა, ასე ხომ ბიჭს შეაშინებდა?
ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ჩათვალა.გვიანი საღამო იყო, ჰაერში ჯერ კიდევ იყო წვიმის სურნელი გამჯდარი.
ამ ბოლო დროს ბევრს წვიმდა.
გუკი სამსახურიდან მოდიოდა და თან ახლად ნაყიდ გაზეთს კითხულობდა, იქნებ რამე ახალი გავიგოო.
მშენებლობებზე მუშები გაფიცულან, კარტოფილი გაძვირებულა, პრემიერ მინისტრი ამერიკაში წასულა მოლაპარაკებებზე.-სისულელეა. -ჩაილაპარაკა და გაზეთს ნაგვის ურნაში უკრა თავი.
-იმისთვის იყიდე, რომ გადაგეგდო? -მოესმა უკვე ნაცნობი და ნაზი ხმა.
თეჰიონის ხმა ასეთი დამტუქსველი არასდროს ყოფილა.

YOU ARE READING
A bit strange
Fiksi Penggemar..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...