შაბათ დღეს, ჯონგუკი ყოველთვის მომდევნო ქუჩაზე მდებარე ბარში ატარებდა საღამოს.
უბრალოდ მიდიოდა, ორ ჭიქას თუ დალევდა, გარემოს ათვალიერებდა და წამოვიდოდა ხოლმე.
ახლაც ბარის კუთხეში მდგარ მაგიდასთან ზის და სასმელს ნელა უშვებს ორგანიზმში.
ეძინება, მაგრამ ხმაური არ აძლევს ამის საშუალებას.
თანაც უტაქტობად თვლის ხალხმრავალ ადგილას ძილს.ბარს თვალს ავლებს და სუნთქვა ოდნავ უჩქარდება, როცა ხედვის არეზე ქერა თმა ჩნდება, რომელიც უკვე ნაცნობია მისთვის.
განმარტებით იჯდა, მაღლა სულ არ იყურებოდა.
მასთან ხან კაცები მიდიოდნენ, ხანაც ქალები და რაღაცას ეუბნებოდნენ, რაზეც ბიჭს ოდნავ ეღიმებიდა, მაგრამ ეს არ იყო გულწრფელი ღიმილი.
საბოლოოდ არავის იკარებდა. ერთ სიტყვას ეტყოდა მათ და ისინიც უცებ შორდებოდნენ, თანაც ოდნავ შეურაცხყოფილი სახით.
ჯონგუკს სურვილი კლავდა გაეგო, რას ეუბნებოდა მათ, როცა ისინი უეჭველად მათთან დაწოლას სთავაზობდნენ მხატვარს.
თეჰიონი იჯდა თავისთვის, არც არაფერს სვამდა. ალბათ რამეზე ფიქრობდა, მაგრამ რაზე - ეს ამოუცნობია.მასთან მისვლა უნდოდა, მაგრამ თითქოს რაღაც არ აძლევდა ამის საშუალებას.
რატომღაც ერჩივნა შორიდან ეცქირა და ხან ისე შეჰყვებოდა მისი ნაკვთების შესწავლას, რომ თვალის დახამხამებაც კი ავიწყდებოდა.
YOU ARE READING
A bit strange
Fanfiction..je te laisserai des mots - patrick watson.. უცნაური ჩვევები ჰქონდა, ვერ იტანდა ტრანსპორტს. ყველგან ფეხით დადიოდა რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყო. შავს არაფერს ეკარებოდა, გაურკვეველი მიზეზების გამო ყველაფერი შავის ეშინოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ცოტ...