-ნამდვილი სიყვარულის გჯერა?
-კი.-გოგონასგან ამ პასუხს ნამდვილად არ მოელოდა.
-მართლა?
-ხო,მჯერა რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი მეორე ნახევარი ყავს,ალბათ მეც მყავს სადმე და ვიცი ერთ დღეს აუცილებლად შევხვდები.
-და რომ გაგექცეს?
-გამექცეს?
- იქნებ შეხვდი უკვე შენს მეორე ნახევარს და ხელიდან გაუშვი?
- ეგ არ მოხდება რადგან ვიცი როდესაც ახლოს იქნება მის არსებობას ვიგრძნობ, არ ვიცი როგორ მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ ჩემს მეორე ნახევარს შევხვდები ამას აუცილებლად გავიგებ.
- შენი ფანტაზიის უნარი მაოცებს.
- რატომ? შენ არ გჯერა?
- მჯერა გატაცების , მაგრამ ნამდვილი სიყვარულის რა მოგახსენო, ვფიქრობ ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვეჩვევით და ამას ვუძახით ნამდვილ სიყვარულს.
- შენ რა სიყვარულის არ გჯერა?
- მჯერა,მაგრამ ნამდვილის არა.
ჰანას ნამჯუნის მამა ისეთ კაცად ყავდა წარმოდგენილი ფილმებში რომ ბოროტი ბიზნესმენები არიან,მაგრამ ხმამ რომელიც კაცის შემოსვლას მოყვა გოგონას ფიქრები სულ გაფატანა.
-ბატონო ჯეონგ?- წამოხტა გოგონა
- გამარჯობა ჰანა,სასიამოვნოა შენი კიდევ ერთხელ ნახვა.
- ერთმანეთს იცნობთ?- დაიბნა ქალი.კაცმა ჩაიცინა.
- სამზარეულოში შევხვდი და ძალიან სასიამოვნო დიალოგი გვქონდა,ხომ ასეა ჰანა?- გოგონამ გაოცებული დაუქნია თავი და უხაროდა ბიჭის მამა ესეთი სასიამოვნო პიროვნება რომ აღმოჩნდა როგორიც ჯეონგი იყო.
მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ ჰანა და ჯეონგი საუბრობდნენ.
-აჰაჰა! მომწონს შენი აზროვნება, ქეთრინი მართლაც რომ ეგოისტი პერსონაჟია.- კაცს გოგონა ამხიარულებდა ისევე როგორც ნამჯუნს. მხოლოდ ქალი იყო უკმაყოფილო.
-ჰანა რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?- კითხა კაცმა.
-ფილოლოგიაზე.- ქალმა დამცინავი მზერა ესროლა და კითხა.
-ფილოლოგია? მასწავლებლობა გინდა?-ჰანამ თავი დაუქნია.
-დიახ ქალბატონო.
-არ მესმის,მასწავლებლობა რატომ უნდა უნდოდეს ახალგაზრდა გოგოს, როგორც ვიცი ანაზღაურებაც არც ისე სახარბიელოა.
-დედა!- ნამჯუნმა ქალს თავისი უხეშობისთვის მიუთითა.
-მომწონს მასწავლებლობა,მხოლო იმიტომ რომ ვიღაცისთვის არადამაკმაყოფილებელი პროფესიაა ჩემს სურვილებზე უარის თქმას არ ვაპირებ. - ქალი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, ჯერ მსგავსი ტონით არავის მიუმართავს.
უკვე შუა ღამე იყო ნამჯუნმა გამოაცხადა წასასვლელები ვართო.
- უკვე მიდიხარ? საყვარელო მამაშენი ისედაც იშვიათად არის სახლში იქნებ დარჩენილიყავი?- ქალი თითქოს უემოციოდ საუბრობდა მაგრამ ჰანა მის თვალებში დედობრივ მზრუნველობას და მუდარას ხედავდა.
- ნამჯუნ იქნებ დარჩენილიყავი,მე ტაქსით წავალ.
- ხო საყვარელო დარჩი, ტაქსით გავუშვებთ.-ნამჯუნი გაბრაზდა დედამისის აგდებული დამოკიდებულებით გოგონასადმი.
- კარგი დავრჩები იმ შემთხვევაში თუ ჰანაც დარჩება. - ქალმა სიამაყე დაივიწყა, და ჰანას სთხოვა დარჩენილიყო, ოჯახი დიდი ხანია ესე ერთად არ შეკრებილა და ქალს სურდა ეს დღე რაც შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო,მის ერთადერთ ვაჟს კი წასვლა უნდოდა,იმ სიმყუდროვის დარღვევა რომელიც დიდი ხანია ამ სახლში დაკარგული იყო.
სასტუმრო ოთახში ოთხი ადამიანი იყო, ქალი სავარძელში იჯდა და მის ვაჟსა და მეუღლეს უყურებდა რომლებიც ჭადრაკს თამაშობდნენ, ეს ისეთ იდილიურ გარემოს ქმნიდა, კუთხეში დივანზე გოგონა იჯდა, ქალს უყურებდა და გაოცდა როდესაც მის ამაყ სახეს,თბილი მზრუნველი ღიმილი გადაეფინა.
"აი თურმე ვისგან გამოყვა ეს იდეალური ღიმილი ნამჯუნს." ფიქრობდა გოგონა და ქალის ფოსოებს უყურებდა რომლებიც პერიოდულად გადაირბენდა მის სახეზე.
ბიჭს უყვარდა მშვიდი ადგილები,ისეთი ადგილი სადაც თავს დაცულად გრძნობდა. მისი სახლი ეხლა ზუსტად ესეთი იყო.
- ჰანა..- მყუდროება კაცმა დაარღვია. - ჭადრაკის თამაში თუ იცი.
- რათქმაუნდა,- უთხრა გოგონამ და ნამჯუნს ანიშნა ადგილი დამითმეო.
- თავიდანვე გეტყვი,მამა ძალიან კარგი მოთამაშეა, ჯერ არავისთან წაუგია.
- ჯერ,- თქვა ჰანამ და თავდაჯერებულად გადადგა პირველი ფიქურა.
- არ მჯერა რომ წავაგე- კაცმა შუბლზე ხელი იტკიცა.
- კარგი საყვარელო,ეტყობა გადაღლილი იყავი.- ქალი ცდილობდა ქმარი დაემშვიდებინა, რომელიც მაშინ აწუწუნდა როცა ნამჯუნმა და ჰანამ ოთახი დატოვეს.
- ძალიან უბრალოდ თამაშობდა, მის ტაქტიკას მიჩვეული არ ვარ,არ მეგონა ესეთი უბრალო სვლით თუ დამამარცხებდა.
- როდემდე აპირებს ამ სპექტაკლის გაგრძელებას?-ქალი შეწუხებული იყო.- უკვე იმის დაჯერებას ვიწყებ რომ შეიძლება მართლაც ერთად იყვნენ.
- და რა არის ამაში ცუდი?- იკითხა კაცმა.
- არ შეეფერება, აი რა არის საშინელება, ის გოგო კი ნამდვილი ლედია, ისეთია ნამჯუნს ყველგან რომ ამაყად აგრძნობინებს თავს.
- საყვარელო ხომ იცი განსხვავებულები იზიდავენ ერთმანეთს.
- არა,არ მომწონს ეგ გოგო.
- ჰანა.
- რაა?!
- ჰანა ქვია, და მე ძალიანაც მომწონს.
ქალს შვილისთვის არ სურდა ისეთი გოგო რომელიც მისთვის შეუფერებელი იყო და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ნამჯუნს ეს გაეგო. სწორედ მაშინ გაუელვა გონებაში ერთმა ცბიერმა აზრმა, გოგონას აუცილებლად ჩამოაშორებდა მის ვაჟს.
ჰანა საწოლში მოკალათდა,ნამჯუნი იატაკზე.
-რატომ არ გჯერა ნამდვილი სიყვარულის? ზოგადად როდესაც არ ჯერათ ეს წარსულის ტრამვით არის გამოწვეული,ვინმემ გული გატკინა?
- ალბათ სწორედ იმიტომ არ მჯერა რომ არ მყვარებია.
- არც მე მყვარებია,მაგრამ მჯერა.
- და მაინც რატომ?
- არ ვიცი,მინდა რომ მჯეროდეს,სამყარო ძალიან ბნელია,სიყვარული კი ერთადერთი ნათელი წერტილია, თუ ისიც არ იარსებებს მაშინ სიბნელეში ჩავეშვებით მე კი ეს მაშინებს.
ნამჯუნი დუმდა,აინტერესებდა ჰანა ამ მომენტში რას ფიქრობდა,იქნებ თავის მეორე ნახევარზე? ალბათ ნჯუნსაც ყავდა ის, სადღაც,შორს და შესაძლოა ვერასდროს ეპოვა, ან იქნებ სულაც ცხვირწინ ყავდა.
