ტაი მთელი გზის განმავლობაში ტელეფონს უყურებდა და როდესაც შეტყობინება მოუვიდა შეხტა, შეტყობინება ჰანასგან იყო:
–"მაპატიე რომ განერვიულე, ვიცი ცნობისმოყვარეობისგან კვდები და მოუხედავად იმისა რომ ამ ამბის ტელეფონით თქმა არ მინდოდა გულმა ვერ მომითმინა, რადგან თავს საშინლად ვგრძნობ როდესაც რაიმეს გიმალავ."– ჰანამ შეტყობინებით ყველაფერი აუხსნა და ტაიმ ამოიხვნეშა, თითქოს სხეულიდან უზარმაზარი ლოდი მოეხსნაო და მანქანის სავარძელში ჩაეშვა. ჯუნგქუქი ხვდებოდა გოგონას მოუსვნერობის მიზეზს და როდესაც დამშვიდებული დაინახა კითხა:
– ყველაფერი კარგადაა?
– კი, ჰანამ მომწერა, ტყუილად ვნერვიულობდი.
– ხომ გითხარი, შენ ძალიან ემოციური ხარ,– ბიჭმა გოგონას თმა აუჩეჩა.
–ეიი. თმებს ნუ მირევ.– შეუბღვირა ტაიმ.
გოგონა გზად აწრიალდა.
– კარგად ხარ? ცუდად ხომარ ხარ? გავაჩერო? – ბიჭს სახეზე აშკარა ნერვიულობა დაეტყო რადგან იცოდა გოგონას მგზავრობა წყენდა. ტაის ტვალეტი ისე უნდოდა მალე გასკდებოდა მაგრამ ხმის ამოღება სცხვენოდა.
– ამმ.. ისაა..მე..– ბიჭს გაეღიმა, მიხვდა გოგონას რაც აწუხებდა და წვალება დაუწყო.
– რა? ხმა ამოიღე ვერაფერი გავიგე,–თან იღიმოდა, ტაი გაღიზიანდა და ბიჭს მუჯლუგუნი გაკრა.
– ნუ მაწვალებ, სადმე გააჩერე.– საბედნიეროდ ახლოში ბენზინ გასამართ სადგური იყო და იქ გააჩერეს.
– მალე მოდი თორემ არ დაგელოდები და აქ დაგტოვებ.
ტაი საპირფარეშოდან რომ გამოვიდა კაცს შეეფეთა.
–ვაიმე, უკაცრავად.– კაცმა გაუღიმა.
–არაფერია, მიპატიებია, შენნაირი ლამაზი გოგონები აქ იშვიათად დადიან,– უთხრა კაცმა და გოგონასკენ გაიწია. ტაი შეშინდა.
![](https://img.wattpad.com/cover/165932613-288-k507784.jpg)