თავი 16

415 37 1
                                    

წვიმამ დაიწყო, ისეთმა წვიმამ გეგონებოდა ცა მალე ძირს ჩამოვაო, უეცრად იელვა და ძლიერი ქუხილი გაისმა.
-ნამჯუნ...- ბიჭმა თვალები გაახილა და მის თავზე ნახევრად მძინარე გოგონა დაინახა.
-ჰანა რამოხდა,- ჰანამ ისე რომ ხმა არ ამოუღია ბიჭს საბანი გადააძრო და გვერდით მიუწვა.
-რა ჯანდაბაა...ჰანა,- ბიჭი ერთიანად ახურდა. გოგონა მოიკუნტა,ქუხილის ხმაზე შეხტა და ბიჭს უარესად მიეკრო.
-ღმერთო მომეცი გამძლეობა,- თქვა ნამჯუნმა და მძინარე გოგონას საბანი შემოხვია.
დილით ჰანამ რომ გაიღვიძა იატაკზე იწვა, ნამჯუნის ადგილას,ბიჭი კი არსად ჩანდა. სასწრაფოდ წამოდგა აბაზანაში შევიდა და ცდილობდა გაეხსენებინა ბიჭთან როგორ აღმოჩნდა.  უეცრად კარის ხმა მოესმა.
-ნამჯუნ?
სიჩუმე.
-ნამჯუნ შენ ხარ? - გოგონამ ისევ გაიმეორა და ბიჭის პასუხი რომ ვერ მიიღო შეშინდა. პირსახოცი მოიხვია და აბაზანის კარი ფრთხილად გააღო.
   ბიჭი დილით სარბენად წავიდა, ოთახში რომ დაბრუნდა ჰანა იქ არ დახვდა იფიქრა ალბათ სამზარეულოშიაო, ყურსასმენებით მუსიკებს უსმენდა და თან სამოსს ოძრობდა, აბაზანაში შესასვლელად.
   გოგონამ შავი ჩრდილი დაინახა და შამპუნის კოლოფს ხელი დასტაცა, სილუეტის მოახლოებას დაუცადა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა თავში გაუქანა. 
   ბიჭმა იგრძნო როგორ მოხვდა თავში ჰანას ნასროლი კოლოფი და გაოცებულმა გახედა გოგონას რომელიც პირსახოცის ამარა იდგა,თან მძიმედ სუნთქავდა, მკერდი ისე სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა რომ ნამჯუნი ყურებას ვერ წყვეტდა.
   -სულ შეიშალე?- იყვირა ბიჭმა.
   - გული გამიხეთქე... უარესის ღირსი ხარ.- ჰანას სიცილი აუტყდა.
გოგონას გვიან გაახსენდა პირსახოცის ამარა რომ იდგა და სასწრაფოდ შევარდა აბაზანაში.
-ყოველთვის რატომ მირტყამს?
ნამჯუნი ბუზღუნით შევიდა სამზარეულოში.
- რა მოხდა შვილო?- კითხა კაცმა.
- ყოველთვის მეჩხუბება, ვერაფერი გავუგე.
- ქალები ამოუცნობები არიან შვილო, მე დღემდე ვერ გამიგია რა ხდება დედაშენის თავში.
- ჰანა.. ის განსხვავებულია, სხვებს არ გავს, მგონია რომ გარშემო უზარმაზარი კედელი აკრავს და ვცდილობ გავტეხო მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს, ბოლომდე არ მენდობა.
- ნდობას დამსახურება უნდა შვილო, მას არ სჭირდება შენი ფული, არც ლამაზი ტანსაცმელი, სიყვარული ნდობით იწყება,თუ მის ნდობას მოიპოვებ მისი გულიც შენი იქნება.
ნამჯუნის სახლი რომ დატოვეს გზად კალონკასთან შეიარეს,ჰანა მაღაზიაში შევიდა სანამ მანქანაში ბენზინს კარგად გალახული შუა ხნის მამაკაცი ავსებდა.
-რა დაგემართათ?-იკითხა მაღაზიიდან გამოსულმა გოგონამ, ნამჯუნმა ბეჭი გაკრა უხერხულ კითხვებს ნუ სვამო.
კაცმა ალმაცერად გამომხედა გოგონას და თავის საქმეს რომ მორჩა უკან ისე გაბრუნდა ჰანასთვის მზერა არ მოუშორებია.
-რა უხეში კაცი იყო.
-რაც თავში მოგივა ყველაფერი არ უნდა თქვა ხოლმე
-მაგრამ მაინტერესებდა.
-ზედმეტი ცნობისმოყვარეობა კლავს.
-არა ეგ ცნობისმოყვარეობის დაუკმაყოფილება კლავს.-ნამჯუნს გაეცინა.
-ძაან სასაცილო ხარ- ჰანა გაბრაზდა.
-სულ მაგას რატომ მეუბნები.
-და საყვარელიც,- ბიჭმა ლოყაზე უბრწკინა.
-არმაინტერესებს.
-ვიცი რომ გაინტერესებს რას ვფიქრობ შენზე.
-არაფერიც.
-როგორ არა გულის სიღრმეში მოგწონვარ კიდეც.
-იოცნებე.
ბიჭმა გოგონას თმა აუჩეჩა და უთხრა:

ბიჭმა გოგონას თმა აუჩეჩა და უთხრა:

Ups! Tento obrázek porušuje naše pokyny k obsahu. Před publikováním ho, prosím, buď odstraň, nebo nahraď jiným.
𝚆𝚊𝚜𝚝𝚎 𝙸𝚝 𝙾𝚗 𝙼𝚎  (დასრულებული)Kde žijí příběhy. Začni objevovat