ტაის ოთახში ქუქი დაუკაკუნებლად შევიდა.
- იცოდე ჰანა რომ მოვა ეგრე ფარფაში არ გაგივა. - და აკოცა,ბიჭმაც შეიფერა,ლოყები აუღაჟღაჟდა.
- ბოლო კურსელებმა გამოსაშვებზე დამპატიჟეს და ვფიქრობ ვინ წავიყვანო, ალბათ ვინმე ლამაზ გოგოს მოვძებნი კოლეჯიდან,ნებისმიერი დამთანხმდება.- ქუქმა გოგონას გამომწვევი თვალებით გახედა.
- კარგი კარგი ეგრე ნუ მიყურებ უბრალოდ ვხუმრობ, შენზე ლამაზს მაინც ვერავის ვიპოვი.-უთხრა გაღიმებულმა ბიჭმა და დაამატა:ტაიმ და ქუქმა ბავშვობაში ფიცი დადეს რომ სკოლის დამთავრებისას გამოსაშვებზე ერთად წავიდოდნენ მაგრამ პირობა ვერ შეასრულეს. ეხლა მისი ასრულების დრო დადგა და გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა ბიჭისთვის იდეალური პარტნიორი ყოფილიყო.
-ჰანა,როგორ ფიქრობ გაშლილი კაბა უფრო მომიხდება თუ აი ეს ტანზე მომდგარი?
გოგონები მაღაზიიდან მაღაზიაში დადიოდნენ.
- მე ვფიქრობ ნაკვთებს მომდგარი უფრო კარგად გამოკვეთს მაგრამ გაშლილში უფრო თავისუფლად იქნები.
- ანუ?
- მე რა ვიცი,კაბა ბოლოს როდის მეცვა აღარც მახსოვს.
- ნამჯუნის სახლში რომ იყავით დაგავიწყდა?
- მაგ დღეს ნუ გამახსენებ, მამამისი ძალიან საყვარელია,ეს ქალი კი ნამდვილი ალქაჯი.
- ჰანა,გავიგე ნამჯუნიც ყოფილა დაპატიჟებული და...- ტაი გაჩერდა,ჰანას არაფერი უთქვამს ამიტომ ხვდებოდა ნამჯუნს გოგონა ჯერ არ დაეპატიჟებინა.
- და მე რა შუაში ვარ? მე უბრალოდ ვთამაშობ მისი შეყვარებულის როლს დაგავიწყდა?
- გასაგებია მაგრამ,მეგონა დაგპატიჟებდა.
- და რატომ უნდა დავეპატიჟე?- ჰანას სხვისი გრძნობების დანახვა ყოველთვის უჭირდა.
- გული არ დაგწყდა?-კითხა ტაიმ
- რატომ? სხვა მიყავს ალბათ, ხოდა დედამისთანაც ეგ წაიყვანოს.- ჰანა გულის სიღრმეში განიცდიდა ბიჭმა რომ არაფერი უთხრა მაგრამ ამის აღიარების საშუალებას საკუთარ თავს არ აძლევდა.
- შეხედე ეს კაბა მოგიხდება- ჰანამ თემის შესვლა სცადა.
- ხო ძალიან ლამაზია.
როგორც იქნა კაბა აარჩიეს, ოთახიდან გამოსულმა გოგონამ ბიჭს დაუძახა მზად ვარო,ქუქი ნელა შემოტრიალდა: