მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. ისე არ იყო როგორც ზღაპრებში-მზიანი დღე, ყვავილები, ცისარტყელა.... არა იმ დღეს წვიმდა, ყველა თავქუდმოგლეჯილი მირბოდა სახლში, აი შენ კი.... შენ ისევ ისე იდექი გაუნძრევლად წვიმის წვეთების ქვეშ. გაკვრიდებოდი, მაინტერესებდა რას გააკეთებდი, მაგრამ მაინც ისევ ისე იდექი. შემდგომ მოგიახლოვდი და ქოლგის შენთვის მიცემა მინდოდა, მაგრამ შენ ტირილი დაიწყე.
ღმერთო! სიცრუე ყოფილა ის ფაქტი რომ წვიმა სევდას წაიღებსო. მგონი მან კიდევ უფრო გატკინა გული. შენთან მოახლოების შემეშინდა და ისევ უკან დავიხიე, ალბათ იფიქრებ მშიშარა ხარო, მაგრამ არა...
ტიროდი... რაღაცის გეშინოდა, ტკივილის გამოშვება გინდოდა, ამიტომ ყვიროდი!!მაგრამ, ის არსად არ მიდიოდა. ძირს დაეცი , ხელები სახესთან მიიტანე... მე კი ისევ შორიდან გიყურებდი.
მახსოვს იმ ამბის შემდეგ ისევ წვიმიან ამინდში შეგხვდი... საოცარია არა? იქნებ წვიმიანი ამინდია ჩვენი ბედი? მაგრამ ჩვენი ცხოვრება ხო, მხოლოდ წვიმის წვეთები იყო. იადამიანები გაურბიან ტკივილს , მაგრამ ჩვენ ... ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ რატომ?
ამჯერად არ ტიროდი, არც ყვიროდი, არ გაურბოდი ტკივილს, ან იქნებ ვცდები? პარკში არავინ იყო, მხოლოდ შენ ... ჩემი ანგელოზი. გიყურებდი, შენს თითოეულ მოძრაობას ვაკვირდებოდი. ხელები მაღლა აწიე, შემდეგ მარჯვენა ფეხი წინ გადადგი, დატრიალდი , ხელი გულთან მიიტანე და ცეკვა დაიწყე. მელოდია შენ არ გჭირდებოდა, რადგან სწორედ წვიმა იყო შენი მეწყვილე, მელოდია რომელიც მუდან თან დაგყვებოდა.
საინტერესოა არა? ახლა მივხდი რომ იმ დღესაც ტკივილს ებრძოდი... ტკივილს რომელმაც ვერ დაგტოვა...
მენატრები.....
მახსოვს მითხარი წვიმის წვეთები ჩვენ ვართო... ყველაზე მეტად წვიმა გიყვარდა, მაგრამ რატომ? წვიმის დროს დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მანვე გაწყვიტა ის....
მიყვარხარ.....
ჩემ თავს ვერ ვიტან , რომ ეს სიტყვები ვერ გითხარი, როცა შენ მუდამ ამას მეუბნებოდი. მე დებილი ჩემს გრძნობებს ვერ ვცნობდი. სულელი ვარ. არა სულელი არა, მე უარესი ვარ....
მაპატიე... ამ თვეების განმალობაში შენთვის უფრო მეტი დრო უნდა დამეთმო , შენთვის უნდა მეცხოვრა, ახლა კი შენ ჩემ გვერდით არ ხარ. მე შენ დაგკარგე...
,,მე დავკარგე ჩემი იმედი...
მაშ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?
ბიჭი ისევ მათ ადგილას იდგა, ისევ წვიმდა, როგორც მათი პირველი შეხვედრის დღეს... გარეთ ისევ არავინ იყო. ბიჭს ცრემლები გადმოსცვივდა და საბოოლოოდ გაიხსენა მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე მტკივნეული მომენტები......
YOU ARE READING
წვიმა შენს თვალებში
Fanfictionყველზე ტკბილი იყავი, ვისაც კი ვიცნობდი. ყველას აბედნიერებდი ვინც შენს ირგვლივ იყო. ტკივილს გარეთ არ უშვებდი და ამას ისევ სხვების გამო აკეთებდი. უცნაური ადამიანი იყავი , მაგრამ სწორედ ეს მომწონდა შენში. მუდამ იღიმოდი და სხვის თვალწინ არ ტიროდი. სულ...