,,სანთელი იწვის, დნება და ჩემი ფიქრებიც უკვალოდ ქრება. ნაღველი ისევ ჩემს გულში რჩება და ეს ოცნებაც კვლავ წვიმას მიჰყვება. სანთელი დნება და ფიქრი რჩება, სიჩუმე დგება და ღამე კრთება. ღამის წყვიადში ცა იძირება და ეს ოცნება უსიტყვოთ კვდება . მინდა მაგრად ჩაგეხუტო, მინდა რაღაც გითხრა ყურში, მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ და შენს ნაფეხურებს ვკოცნი .ისევ მომენატრე და ისევ ამედევნე ფიქრად . ჩუმად გელოდები , მაგრამ ვაი რომ ვერ გხედავ . ვიცი უშენობა მომკლავს, ვიცი დავიღვრები ცრემლად მე შენს გარეშე ჩემო ანგელოზო"
ნელა მივაბიჯებ ამ უსასრულო, მაგრამ ულამაზეს ქუჩებში. ყოველ გამვლელს ვუყურებ და მათ თითოეულ ნაკვთს ვსწავლობ. მშვენიერია ცხოვრება და იმედია ის კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდება.
სტადიონს უნდა გავსულიყავი, რომ შიგნით ვიღაც შევნიშნე. ისე თავდაჯერებით თამაშობდა, მთელ ენერგიას თამაშს ატანდა. ბიჭისკენ წავედი და ბურთი წავართვი, კარგა ხანი გაკვირვებული მიყურებდა სანამ ბურთი კალათში არ ჩავაგდე
-ასე წააგებ- გავუღიმე და თამაში გავაგრძელე, ჩემმა სიტყვებმა თითქოს ძალა მოკრიბა და თამაშიც ახალი ენერგიით დაიწყო
-3:1 წააგე- მითხრა და გაიღმა, ულამაზესი ღიმილი ქონდა, მაგრამ ჰოსოკის ღიმილს მაინც ვერ შეედრებოდა
-მეგონა მოვიგებდი- ენა გამოვუყავი და გავუღიმე
-იმედიც არ გქონდეს- ჩუმად თქვა და გვერდით მომიჯდა
-დიდი ხანია რაც თამაშობ? -ვკითხე და პასუხის მოლოდინში მივაშტერდი
-კი, მეგონა სიმაღლესი გავიზრდებოდი, მაგრამ.. -სიცილი დაიწყო და მეც ავყევი.
-კარგი უნდა წავიდე-ვუთხარი და სტადიონს მოვცილდი.
ისევ ისე ნელა დავდიოდი, სურათს ვუღებდი ყველაფერს რომ წვიმა დაიწყო. ახლა უფრო მშვენიერი გახდა სეირნობა. წვიმის წვეთები თმებზე მეთამაშებოდნენ და იქ იბუდებდნენ ბინას, ნელა ვსველდებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. არაამქვეყნიურ სიამოვნებას ვღებულობდი წვიმისგან, წკაპ-წკუპ ეს მელოდია ყველაფრის მთქმელი იყო ჩემთვის.
სახლში შევედი თუ არა ვიღაცის სილუეტი დავლანდე, ვიღაც ნაცნობის
-გამარჯობათ- გამიღიმა
-შენ ხომ...- გამეცინა
-ჰოსოკი მართალი ყოფილა, წვიმა გიყვარს. მომკლავს,რომ გაიგებს, რომ მთლიანად დასველდი- სიცილი დაიწყო
-ჩუუუ, საიდუმლო გაწყობს?- ხელი გავუწოდე და მანაც ჩამომართვა
-მე შუგა ვარ და შენ ალბათ სანი
-კი მე სანი ვარ
- სანამ იაპონიაში ჩაფრინდებოდა ჰოსოკი, ტვინი ამომიღო სანის მიხედეო, ყოველ წამს მირეკავდა
-მართლა? გასაკვირიც არ იყო- სევდა მომაწვა, მაგრმა მაინც ბედნიერების პიკზე დავდექი
-მიდი გამოიცვალე სანამ არ მომკლა..- სიტყვა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა- ხომ გეუბნებოდი?- მის სიტყვებზე ჩავიცინე
-კი ჰობი დამშვიდდი, კი... არა ... შემეშვი ნუ ტლიკინებ ქალივით- დაიყვირა და ყურმილიც გათიშა, მე კი ჩემს ოთახში ავედი.
უკვე ერთი კვირა გავიდა, ჰოსოკი კი ისევ იაპონიაშია. ყოველ საღამოს მირეკავს, საშინლად მენატრება, მაგრამ შეცდომას ვუშვებ, საშინელ შეცდომას.
-მოდი ჭამე სანი-მითხრა ჯინმა , როცა სამსახურიდან დავბრუნდი
-მადლობა ჯინ, სხვები სად არიან?
-მონზე და შუგაზე ამბობ?- მეც თავი დავუქნიე- არ ვიცი, სადღაც გავიდნენ.
-მმ როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივია-ვუთხარი და გულისრევა ვიგრძენი
-ისევ ცუდად ხარ? -თმები ამიწია
-კი ჯინ- ტირილი დავიწყე და პირიც მოვიბანე
-დიდი ხანი აპირებ გაჩუმებას?
-არა- ეს ვუთხარი თუ არა კარი გაიღო და ისინიც მოვიდნენ
შუგას და მონის ჰოსოკი მოჰყავდათ, ფერი საერთოდ არ ედო, ტირილისგან თვალები ჩასიებული ქონდა
-ჰოსოკ?-მასთან მივედი
-სანი... ის... ის მოკვდა-მითხრა და ცრემლები მოაწვა მის ქათქათა კანს და ბუდე მის ფუმფულა ტუჩებში პოვა.
YOU ARE READING
წვიმა შენს თვალებში
Fanfictionყველზე ტკბილი იყავი, ვისაც კი ვიცნობდი. ყველას აბედნიერებდი ვინც შენს ირგვლივ იყო. ტკივილს გარეთ არ უშვებდი და ამას ისევ სხვების გამო აკეთებდი. უცნაური ადამიანი იყავი , მაგრამ სწორედ ეს მომწონდა შენში. მუდამ იღიმოდი და სხვის თვალწინ არ ტიროდი. სულ...