თავი მეთოთხმეტე

224 37 3
                                    


-შემოდი ,შემოდი!- ვუთხარი სანის და სახლში მივიყვანე. 

-კარგი, ესე ძაან ნუ მევლები თავს- მითხრა და მდივანზე დაჯდა

-იქნებ ჯობდა საავადმყოფოში გაჩერებულიყავი?- ვკითხე და გვერდით მივუჯექი.

- არ დაიწყო. მალე ახალი წელიც მოვა და ნამდვილად არ მინდა მისი საავადმყოფოში გა-ტა-რე-ბა- ბოლო სიტყვები დამიმარცვლა. ჩემს დასამშვიდებლად კი ხელი ჩამკიდა და გაიღიმა

-კარგი,ხო- ვუთხარი , შუბლზე ვაკოცე და სამზარეულოში გავედი

-გინდა ამ საღამოს ნაძვის ხე ვნახოთ?- სამზარეულოდან დავყვირე

-აუ კიი, თან ჩვენი სახლისთვისაც შევარჩიოთ

-კარგი

[time skip]

-ჰოსოკ!- დამიყვირა როცა თოვლის გუნდა სახეში ვესროლე

-რა იყო?-სიცილით ვუთხარი და მისი მიმართულებით გავიქეცი

-ააა- ყვიროდა, მაგრამ გაქცევა არც უცდია. მივედი და ჰაერში ავიტაცე

-როგორც წინათ ისევ არ გაქცეულხარ- ვუთხარი და ცხვირი მისსას შევახე

-პასუხი ისედაც იცი- სიცილი დაიწყო. ქვემოთ ჩამოვსვი და კოცნა დავაპირე ,რომ თავი ასტკივდა

-რა გჭირს? წამალი-ვთქვი და ჩანთას ვწვდი ხელი, მაგრამ შემაჩერა

-არ გინდა, უკვე კარგად ვარ. 

-სანი გთხოვ

-ჰოსოკ პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? ახლა კი იმისთვის უნდა წავიდეთ რაც გვინდოდა- თქვა და დიდი ქალაქის ნაძვისხისკენ გაიქცა

ნელა მივიწევდი მისკენ და საბოლოოდ მის გვერდით ავღმოჩნდი

წვიმა შენს თვალებშიWhere stories live. Discover now