თავი მერვე

250 48 2
                                    


ყოველთვის მალავდი ტკივილს და მას შენში იკლავდი. ამას ვხედავდი, გეკითხებოდი, მაგრამ ისევ ისე მიღიმოდი და ნიღაბს იკეთებდი. შემიძლია ვთქვა, რომ რაც გაგიცანი საკუთარ თავს,კარს უკან მალავდი, როგორც ყველა, მაგრამ ამას სხვის სასიკეთოდ აკეთებდი. ტკბებოდი ცხოვრებით სანამდეც შეგეძლო. იღიმოდი ყოველთვის და ყველას აბედნიერებდი

-------------------------------------------------------

-ცოტა სწრაფად, აუჩქარე

-მოიცადე, ცოტა დამრჩა და გავათავებ

-მეც და ვსო

-ღმერთო მოვკდი 

ძირს ჩამოვსვი სანი, რომლიც კედლის ბოლოებს ღებავდა.

-რა მძიმე ხარ

-მე? ბოდიში მოგიხდია 

-ბოდიში მოგიხდია -გავაჯავრე

 გაბრაზებულმა სახეზე საღებავი წამისვა და გაიქც


-სუ-ლე-ლო , სულელოოო- თითებს მიქნევდა და სიცილით კვდებოდა. მე კიდევ საღებავიანი ჩოთქი ავიღე და ჰაერში ავათამაშე

-ჯობს გაიქცე ქალბატონო სანი- ნაგლური სახე მივიღე და გავეკიდე

-ააააა მიშველეთ -დაიყვირა და კიბეებზე არბენა ცადა, მაგრამ დავიჭირე და ჰაერში დავატრიალე

-სად გარბოდი?-გავიცინე, ერთი ხელი ზურგზე ძლიერად მოვკიდე, მეორეზე კი საღებავიანი ჩოთქი მეჭირა და სახეზე ნაზად წავუსვი.

-ვაიმე ჰოსოკ მოგკლავ, ცოტა მაინც წაგესვა,მთელი სახე ,რომ დამისვარე -დაიწუწუნა

-მიყვარს როცა წუწუნებ -ვუთხარი და მისი ცხვირი ჩემსას გავუხახუნე ისე, რომ  საღებავები ერთმანეთში აიზილა

-ანუ მოგწონს ხო? -ამაზე თავი დავუქნიე

-ნაგავო-ენა გამომიყო, ჩოთქი გამომართვა და სახე მთლიანად მომისვარა 

-დაისჯები სანი, დაისჯები -გადავიხარხარე და ზურგზე ტომარასავით მოვისვი. ფეხებს აქნევდა და ხელს მარტყამდა , მაგრამ  ყურადღება არ მივაქციე და მდივანზე დავაწვინე

-სერიოზულად?

-რა იყო

-ეს დასჯაა? -გაიცინა

-არ მოგწონს?

-ნუ-ტუჩები ისევ დაპუწა და მეც დრო ვიხელთე 

-ვაიმეე!! გეყოფააა! არ გინდა!! ვკდები ჰოსოკ!! -იღლიებზე დავუწყე ღიტინი და ამაზე გადაბჟირდა

-ხომ გითხარი დაისჯებითქო? 

-ჰოსოკ მოგკლავ -არ ჩერდებოდა, უკვე ისე იყო , რომ სიცილისგან ცრემლებიც მოსდიოდა

-ჯერ ბოდიში მოიხადე -მის საქციელზე მეცინებოდა

-აუ არა!! 

-არა ხო? -უფრო ვუმატე ღიტინს

-კაი ხოო  ბოდიში - ეს მითხრა და ტუჩზე ვაკოცე

-ჰო- სიტყვა არ დავამთავრებინე და ისევ შევაერთე ტუჩები

-სულელო მაცადე -ამჯერად აქეთ მაკოცა -მიყვარხარ

-მეც მიყვარხარ პატარავ -ვუთხარი და სახე დავუკოცნე , კისერზე გადავედი თუ არა შეხტა

-მიყვარს როგორც რეაგირებს შენი სხეული ჩემზე- ვუთხარი და  ვუკბინე

-მე არა. არ მიყვარს შენზე ასეთი დამოკიდებული,რომ ვარ!!-მის სიტყვებზე გამეცინა

-გინდა ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად? -თვალებში მივაშტერდი  და პასუხს დაველოდე

-სერიოზულად? ჯერ ხო მხოლოდ კვირაა რაც ვიცნობთ ერთმანეთს

-რა არის მერე?- მისმა სიტყვებმა ცოტა არ იყოს გული დამწყვიტა

-გეხუმრე -ენა გამომიყო- სულელო , სიცილი ძლივს შევიკავე ,გადმოვალ მაგრამ მანამდე სახლში უნდა გავიარო- თქვა და სიცილს უმატა, ჩემს სისულეზე მეც გამეცინა

-ამჯერად მართლა დაისჯები!

-აშინ დაგელოდები -წარბი აწია და ვნებიანად მაკოცა

მხოლოდ მას შეეძლო ერთდროულად გიჟიც ყოფილიყო, სუსტიც და ძლიერიც. ის ყველასგან განსხვავებული იყო და ყველაზე სრულლყოფილი


წვიმა შენს თვალებშიWhere stories live. Discover now