დასასრული

377 50 28
                                    


ორი თვე გავიდა იმ ამბის შემდეგ, მაგრამ ტკივილი ისევ არ მომინელებია. ისევ ისე მტკივა როგორც წინათ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. ზუსტად ერთ კვირაში ოთხი თვე შესრულდება რაც სანი გავიცანი , მაგრამ ახლა მის გარეშე ვარ.

ჩემ ყოფილ კომპანიაში მივდივარ, რაღაც საქმე დამრჩა დაუსრულებელი...

ლიზას კაბინეტში შევდივარ, მაგრამ ის იქ არ მხვდება. ალბათ იმ დღის შემდეგ არც დატოვა - გავიფიქრე და მისი ტელეფონის ნომერი ავკრიფე

-გისმენთ?

-ლიზა შენთან საუბარი მინდა, უნდა შევხდეთ

-არც იოცნებო. იმ დღის მერე შენი დანახვაც არ მინდა

-ვიცი, მაგრამ უნდა გნახო

-კორეაში არ ვარ, ამიტომ ტელეფონიდან მითხარი

-ეს ტელეფონიდან სათქმელი არაა, მაგრამ მაპატიე, იმისთვის რაც ჩავიდინე. შენს ბრაზს მართლა ვიმსახურებ და ამას არც ვვუარყოფ. უბრალოდ ეს ჩემი ბოლო თხოვნა იქნება

-სადმე მიდიხარ?

-კი

-სად?

-შორს

-კარგი, მაინც პატიებული მქოონდა

-მადლობა

-----

ბიჭებთან მივედი, მინდოდა ისევ ერთად დაგველია და ძველი მოგონებები გაგვეხსენებინა

-შუგა? აქ ხარ?

-ჰოსოკ შემოდი- მეორე ოთახიდან გამომძახა

-ჩვენი იმედი მოვიდა- დაიძახა მონიმ, მაგრამ ეს ისეთი ბედნიერებით არ იყო, როგორც წინათ. ყველა სევდაში ვიხრჩობოდით და ეს მას შემდეგ მოხდა რაც სანი წავიდა. 

-მოდი დავლიოთ- მითხრა შუგამ და სკამზე მიმანიშნა

-დასალევად მოვედი. დიდი ხანია არ მინახავხართ

-ხო- ჩაიცინეს- არადა წინათ სულ ერთად ვიყავით

-ყველაფერი იცვლება

წვიმა შენს თვალებშიWhere stories live. Discover now