თავი მეხუთე

310 52 1
                                    


მხოლოდ ნათელი და კარგი მოგონებები დაიტოვე, დანარჩენი სევდიანი და ტრაგიკული ყველაფერი დაივიწყე, არ აქვს მნიშვნელობა ეს შენს წინა ცხოვრებაში თუ ახლანდელში იყო... და მეც დამივიწყე

-------------------------------------------------------------------------------------------------

დილით კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა და კარისკენ წავედი

-სანი?

-მგონი ცუდ დროს მოვედი - პატარა საყვარელი ლოყები გაუწითლდა, იმ მომენტში ძალიან საყვარელი იყო

-მაპატიე , ახლავე ჩავიცმევ- ვუთხარი და შიგნით შემოვიყვანე

-კარგი- მითხრა და თვალის არიდება ცადა

-იქნებ ესე დავრჩე - ირონიულად ვუთხარი, მაგრამ მისმა პასუხმა გამაოცა

-როგორც გინდა, ასე უკეთესია -კიდევ უფრო გაწითლდა .მას მივუახლოვდი

-რა? თუ ესე გინდა -გავიღიმე და სახე მისკენ მივწიე

-გეყოფა -სიცილი დაიწყო

-აქ რისთვის მოხვედი?

-ნუ მიზეზი ისეთი არაფერია, შაბათ- კვირა მოდის და მე მარტო ვარ . მერე შენ გამახსენდი და აქ ვარ

-ძალიან კარგი, გავერთობით -წარბი ავწიე ,რაზეც მხარზეც მომხვდა ხელი

-ჩაცმას არ აპირებ? -ამაზე თავი დავაქნიე

-ნწ! შენ ხომ თქვი ესე უკეთესი არისო?

-გითხარი, მაგრამ .. -ისევ გაწითლდა . ზემოთ ავედი, გამოვიცვალე და სამზარეულოში შევედი

-საჭმელს აკეთებ?

-კი , ვცდილობ რამე გავაკეთო !

-მოიცა  მეც დაგეხმარები, ეცადე ხელი არ გაიჭრა

-კარგი -გაიღიმა და დანა ისე დაიჭირა თითქოს ვიღაცის მოკვლას აპირებდა. სიცილი ძლივს შევიკავე, მერე კარტოფილი აიღო  , დანა მაღლა ასწია და ისე გამიქნია , რომ კინაღამ თეფშიც გატეხა . ამაზე კი ისეთი ხარხარი ავტეხე, რომ ძირს დავეცი, სანი კი გაწითლდა.

წვიმა შენს თვალებშიWhere stories live. Discover now