თავი მეცხრე

237 42 0
                                    


დილით მზის სხივებმა გააღვიძა ჰოსოკის შიშველ მკერდზე მიძინებული სანი. ნელა გაახილა თვალები, ნაზად გაიზმორა და მის იმედს დააკვირდა. გაიღიმა,  პაწუკა ცხვირზე ნაზად აკოცა. კარგად აკვირდებოდა, როგორ მოღუშა სახე გვერდით მწოლიარემ და ამაზე გაეღიმა.

-ჰოსოკ-ყურში ჩარჩურჩულა, რომ გაეღვიძებინა მძინარე, მაგრამ ისევ ხველება აუტყდა. ფრთხილად ადგა საწოლიდან

-სანი, კარგად ხარ? -წამოხტა საწოლიდან ჰოსოკი და გოგოსკენ გაიქცა. სახე ააწევინა და ნერვიულად შეხედა

-არაფერი, უბრალოდ გაციებული ვარ-უთხრა მეწყვილეს და მისი მოცილება სცადა

-რამდენი ხანია უკვე გაციებული ხარ ,ჯობს ექიმთან წახვიდე

-ვიცი და წავალ. ახლა კი წამალს დავლევ და გამივლის- მათი ტუჩები შეაერთა და გაიცინა

-კარგი მე მანამდე შხაპს მივიღებ და მოვალ

-იქნებ ერთად მიგვეღო?-ცალი წარბი აწია გოგონამ

-დღითი დღე უფრო და უფრო მაოცებ -უთხრა ბიჭმა და ცალი ხელი წელზე ძლიერად მოხვია და ცალით ლოყაზე მოეფერა

***

-სად ცხოვრობ? რატომ მგონია რომ დავიკარგეთ?

-არა სულელო, სახლის გზა ვიცი-მითხრა და საჩვენებელი თითი ცხვირზე მომადო , ჩემ წინ დადგა და ხელი ძლიერად ჩამავლო, შემდეგ კი ჩვენი ტუჩები შეაერთა

-მიყვარს ასე რომ იქცევი-ვუთხარი და ამჯერად მე ვაკოცე

-მე კი შენ მიყვარხარ

შუბლზე ვაკოცე და ჩემი შუბლი მისსას მივადე

-კარგი წავიდეთ, თორემ აქ დგომა მოგვიწევს სულ 

-კარგი ჰო, მაგრამ იმედია არ დავიკარგებით

-სულელო, ნუ მაჯავრებ-ტუჩები ისევ წინ წამოწია.  როგორ მიყვარს ასეთი საყვარელი და ნაზი რომაა,  როგორც ია

-აი, აი იქით-სიხარულით ხტუნვა დაიწყო და იმ ადგილისკენ გაიქცა. ის წინ მირბოდა მე კი ნელა მივაბიჯებდი მისი მიმართულებით

-კარგი შემოდი

-როგორც იქნა , არ მეგონა გასაღებს თუ იპოვიდი

-კარგი რა, სულ რაღაც ნახევარი საათი ვეძებდი მეტი კი არა-დაიწუწუნა

-გიჟი- ლოყები გავუწელე და ისე ვაკოცე

-ჰოსოკ გეყოფა

-ჰოსოკ გეყობა-გავაჯავრე და ოთახში ამაყად შევედი

-სანი?

-ჯინ? აქ რა გინდა? -ჩემ წინ მდგან ორ მეტროიან კაცს მივაშტერდი

-ჰოსოკ? სანი? თქვენ რა?

-ჯინ- დაიყვირა სანიმ და ჯინს ჩაეხუტა, ამაზე გავბრაზდი და მაჯა შევკარი

-ჰოსოკ გაიცანი ჩემი ყოფილი, ჯინი-ვითომც არაფერი ისე გამაცნო

-მგონი შენი შეყვარებული და ჩემი მეგობარი მალე მომკლავს- სიცილით სკდებოდა ჯინი

-მეგობარი? იცნობ?

-რას ნიშნავს ყოფილი?-ვკითხე და პასუხის მოლოდინში ხელები გადავაჯვარედინე

-ჩემი შეყვარებული იყო და ახლა უკვე ჩემი საუკეთესო მეგობარია-თქვა თუ არა ხველება აუტყდა

-სად გიდევს?-დაიყვირა ჯინმა

-საძინებელში ,კარადაში-ძლივს თქვა სანიმ . ხელი ჩავჭიდე , რომ არ დაცემულიყო.

ჯინი ორ წუთში ისევ სინასთან გაჩნდა და მას წამალი მიაწოდა.

-მადლობა ჯინ

-რა ხდება? ცუდად ხარ?

-ნუ ნერვიულობ ჰოსოკ, უბრალოდ გაციებული ვარ

-გაციებული? სანი რაღაცას მატყუებ-თვალებში ჩავხედე, მაგრამ თითქოს ის ისეთი არ იყო როგორც წინათ

-არაფერია ჰოსოკ-ყურადღების გადასატანად მაკოცა

-საჭმელს მოგიმზადებთ, თორემ მუცელი ცუდად მხდის-თქვა და სამზარეულოში გაიქცა

-სანი თუ ყველაფერს არ ამიხსნი დაისჯები-ყურში ჩავჩურჩულე და ავაყენე

-მგონი ჯობს დავისაჯო-ისევ ჩამჩურჩულა , რაზეც გამეღიმა



წვიმა შენს თვალებშიWhere stories live. Discover now