თავი მეთხუთმეტე

207 41 0
                                    


მონატრება ტკივილამდე გაგიგია? ჰოდა სწორედ ასე ძლიერ მენატრები, გაგიგია მონატრება გაგიჟებით? გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრები

შენ ცრემლები მონატრების გაგიგია? ცრემლად დავდნი ისე ძლიერ მენატრები. აჰა! უკვე მეტი აღარ შემიძლია , მინდა გითხრა რომ მიყვარხარ და მენატრები

---------------------

კარგა ხანი ადგილზე ვიყავი გაჩერებული სანამ მის მკვდარ სხეულს არ შევეხე. რატო წავიდა? რატო დამტოვა? ერთად ხომ კარგად ვიყავით? ცხოვრება ასე რატო წავიდა? სად დავუშვი შეცდომა,რომ ეს გადამხდა? ღმერთი რატო მსჯის, მე ხომ მხოლოდ მასთან მინდოდა დარჩენა?

ჩვენს სახლში შევედი , იმ ადგილთან რომელიც დილით უნდა მენახებინა, მაგრამ თვალწინ სანის გაღიმებული სახე წარმომიდგა, რომელიც ახლა არ არსებობდა. მგონი გავგიჟდი არა? სიცილი დავიწყე, მაგრამ არა ბედნიერების , ჩემს საცოდავ ბედს დავცინოდი და საბოლოოდ ცრემლები წამსკდა. ამ ბოლო დროს ბევრს ვტირი, მაგრამ ის წავიდა ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა. 

-სანი- ვყვიროდი და ტირილს არ ვწყვეტტდი. ვგრძნობდი როგორი გატეხილი ვიყავი შიგნიდან, ტკივილი შიგნიდან მღრნიდა....

გვერდით მივიხედე და პატარა ყუთი შევნიშნე, ალბათ ეს ის საჩუქარია ,რომელზეც სანი ლაპარაკობდა. ხელში ნელა ავიღე ,თითქოს ცოტაც და გატყდებოდა, მეშინოდა , რომ ბოლო საჩუქარსაც გავანადგურებდი. ჩემს ირგვლივ ხომ ყველაფერი ნადგურდება...

ყუთი ნელა გავხსენი და შიგნით ჩვენი აკინძული სურათები იყო.

-როდის მოასწრო?- გამეღიმა, კარგად დავაკვირდი ჩვენ გამოსახულებებს. ის ისეთი ლამაზია, რატომ ის? ცხოვრებას ისეთივე დასასრული არ ექნება როგორც გვინდა. ამბობდი დრო ყველაფერს განკურნავსო, მაგრამ დრო უფრო დიდ ტკივილს მაყენებს.

სურათებს ვათვალიერებდი და პატარა წერილიც ვნახე...

ჰოსოკ?

 ხო მე ვარ, შენი იმედი, იცი ,რომ მომენატრე? 

❤❤❤❤❤❤❤❤❤

ჰოსოკ, არ ვიცი რა მოხდება როცა ამას წაიკითხავ. მე ისიც არ ვიცი რა იქნება შემდეგ. ამიტომ მინდა ახლა გითხრა.....
მიყვარხარ ჰოსოკ და შენი დაკარგვის მეშინია. რა მოხდება როცა ერთ დღეს შენს გვერდით ვერ გავიღვიძებ,ან როცა შენს მკლავებში ვერ ვიქნები? მეშინია ჰოსოკ, ძალიან მეშინია, მაგრამ მხოლოდ შენ შეგიძლია ძალა მომცე.
იცი რამდენჯერ მიფიქრია წასვლა? მაგრამ ვერ შევძელი ჰოსოკ, თავიდან ვფიქრობდი ,რომ ამას შენს გამო ვაკეთებდი, მაგრამ ასე არაა. ეგოისტი ვარ, მიყვარხარ და ვერ წავედი, ვერ გაგიშვი ხელი. იქნებ ჯობდა ,რომ არ შეგხვედროდი? არ მოგიწევდა ჩემთან დარჩენა და მშვიდად გააგრძელებდი ცხოვრებას? არ ვიცი რა ვთქვა, მხოლოდ პატიების თხოვნა შემიძლია, მაგრამ მგონი ამასაც ვერ მოვახერხებ!
მინდა კიდევ ერთხელ ვიცეკვო შენთან, კიდევ ერთხელ ერთად გავიცინოთ  და გაკოცო. იმედია ამას შევძლებ . არა ვერ დავნებდები ჰოსოკ, მაგრამ გული სხვას რატო გრძნობს? რატო მეუბნება ,რომ ეს ბოლო დღეებია? მაპატიე ჰოსოკ თუ წავალ და დაგტოვებ. ხედავ? ისევ პატიებას გთხოვ... არ იტირო,მე მაინც შენთან ვიქნები.
ჩვენ ხომ წვიმის წვეთები ვართ❤

კიდევ ერთხელ გეტყვი,რომ მიყვარხარ ჰოსოკ და იმედი მაქვს ამ სიტყვებს მთელი ცხოვრება გეტყვი და შემდეგ შენი ტუჩებით დავტკბები. 

გილოცავ ახალ წელს (დღეს შენ ხარ ჩემი იმედი ❤❤)


ცრემლებს ვერ ვიკავებ, წერილიც კი სველია მარილია სითხისგან.

 
როგორ მოვახერხო ისევ შენთან დაბრუნება სანი?

წვიმა შენს თვალებშიWhere stories live. Discover now