თავი მეექვსე

281 49 0
                                    


მეშინია...სიკვდილის მეშინია , მაგრამ ამაზე მეტად შენი დაკარგვის მეშინია . ჩემი ოცნებაა ვიცოცხლო , მინდა მიყვარდე  უსასრულობამდე , თავს ვაჯერებ იმას, რომ არ მოვკვდები ... მიყვარხარ . ვიცი რომ ოდესღაც ეს ორივე მოხდება : მე შენ დაგკარგავ და მოვკვდები , მაგრამ იქამდე შეგიყვარებ და გაგაბედნიერებ .

------------------------------------------------------------------

-დამეწიე- დამიყვირა და სიცილით გაიქცა

-რაა? -სულელივით შევხედე და მისი მიმათულებით გავიქეცი. ესე დავრბოდით შუაღამეს პარკში. თითქოს ორი პატარა ბავშვი ერთმანეთს დაეძებდა ბნელ ქუჩაში.

-დაგიჭირე -დავიყვირე და ზურგით ჩავეხუტე. ამაზე შეშნდა და თვალებში შემომხედა.ულამაზესი თვალები ქონდა ,თითქოს ცისფერი და თან მწვანე. თითქოს ეს ორი ფერი ერთმანეთში ირეოდა. ანგელოზი რომელიც სიცოცხლეს მოგანდომებს და თავს დაუვიწყებლად შეგაყვარეს.

-დამიჭირე- ჩუმად თქვა და თავი ჩემს კისერში ჩარგო, მეც იგივე გავიმეორე და ესე ვიდექით კარგა ხანს, სანამ წვიმა არ დაიწყო.

-წავიდეთ სანამ დავსველდებით და ისევ გაცივდები- გავუღიმე და ხელი ჩავკიდე. ესე ხელჩაკიდებულები მივრბოდით წვიმის ქვეშ და თან ვიცინოდით , შიგადაშიგ სანის ვაკვირდებოდი და მისი ღიმილი მაბედნიერებდა. წვიმა მის თვალებში ბრილიანტვით ბრწყინავდა, მისი თვალები ანათებდა და გზას მიკვლევდა ამ წყვიად სამყაროში. 

ესე მივრბოდით სანამ უცებ არ გავჩერდი. სანიმ კი თავი ვერ შეიკავა და მთლიანად მიმეკრო

-ულამაზესი თვალები გაქვს -გავუღიმე და ხელი სახესთან მივუტანე.

-მადლობა, მაგრამ ამას ხშირად მეუბნებიან

-ხოო?მაგრამ მე პირველი ვარ ვინც ესეთ დროს გითხრა.

-შენი სიტყვები უკეთესია -კბილები დაკრიჭა , რომ ჩვენი ტუჩები შევაერთე. 

მისი ფაფუკი ტუჩები, სიცივის გამო ცივი, მაგრამ თან ისეთი თბილი იყო.  ყველაზე ტკბილი ,რაც კი ოდესმე მიგვრძვნია, ის ისეთი არაა როგორიც სხვები, ის ყველაზე კარგია ვისაც კი ვიცნობ . ის ჩემი ანგელოზია , ჩემი იმედი.

-მეგონა გამარტყამდი, ან დამიყვირებდი -გავუღიმე  და თვალებში დავაკვირდი

-რატომ უნდა დაგარტყა ან დაგიყვირო თუ მომეწონა? - ისევ გაიღიმა და მეც გავუღიმე

-განსხვავებული ხარ

-და ეს ცუდია?

-არა, არაჩვეულებრივი ხარ -ვუთხარი და ჰაერში ავიტაცე. წვიმამ მთლიანად დაგვასველა და უკვე მეორედ ვაკოცე მის ფაფუკ ტუჩებს.

-ჯობს წავიდეთ სანამ ისევ ცუდად გამხდარხარ

-რატო?

-წვიმს და მთლიანად სხველი ხარ

-წვიმა ყველაზე კარგი რამაა ჰოსოკ, წარმოიდგინე რომ წვიმის წვეთი შენ ხარ

-ანუ ვკდები?

-არა სულელო. პირიქით უკვდავი ხარ, რადგან წვიმა მუდან იარსებებს -მითხრა და ამჯერად თვითონ მაკოცა 

-კარგი წავიდეთ -გავუღიმე და ისევ სირბილით გავექეცით იქაურობას

--------------

წვიმა შენს თვალებშიWhere stories live. Discover now